კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის და აშშ-ს მოქალაქის უფლები დაარღვია

29 აპრილი, 2008
ლაშა ჩხარტიშვილი
ნონა სუვარიანი, თბილისი


23 აპრილს დაკავებულები ლაშა ჩხარტიშვილი, ირაკლი კაკაბაძე და „თანასწორობის ინსტიტუტის“ სხვა წევრები, იმავე დღეს გაათავისუფლეს. იურისტების მტკიცებით, ლაშა ჩხარტიშვილის და ირაკლი კაკაბაძეს დაკავება უკანონო იყო, რადგან ერთი მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი, ხოლო მეორე - ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხუთი წევრი მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი კანცელარიის წინ ასფალტზე წარწერებს აკეთებდნენ. დაკავების არგუმენტად პოლიციელები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და სახელმწიფო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურებას ასახელებდნენ. „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები თეატრალიზებულ საპროტესტო აქციას "ძირს პოლიციური რეჟიმი" მართავდნენ.
 

„თანასწორობის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ლაშა ჩხარტიშვილი, აცხადებს, რომ 23 აპრილს ხელისუფლებამ კანცელარიის წინ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი პროტესტის გამოხატვა მისთვის მიუღებელია.

„ჩვენი ორგანიზაციის რამდენიმე წევრი საღებავით მართლაც წერდა. მე პირადად ერთი სიტყვაც არ დამიწერია. თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. რადგან ეს ქმედება აბსოლუტურად სამართლიანი და კანონიერია. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ასფალტი არ შედის იმ ჩამონათვალში, რომელზეც წარწერების გაკეთება აკრძალულია.

პოლიციელების მხრიდან გარკვევით ნათქვამი და მით უმეტეს, სამართლებრივად ღირებული მოთხოვნა ან თხოვნა არ გამიგია, და რომც ყოფილიყო, უკანონო იქნებოდა. დაკავების დროს პოლიციამ ფიზიკური ძალაც გამოიყენა.

შემდეგ, როდესაც დავუმტკიცეთ, რომ დაკავება უკანონო იყო, მათ გვითხრეს, რომ პოლიციელების მხრიდან მოთხოვნა კი არა, თხოვნა იყო. რაც მთავარია, ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო ჩემთან, როგორც ოზურგეთში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატთან.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წევრი, ნანა კაკაბაძე ამბობს , ლაშა ჩხარტიშვილის დაკავება არა მხოლოდ ადამიანის უფლებების, არამედ სამართლიანი არჩევნების ყველა პრინციპის დარღვევაა, რადგან დეპუტატობის კანდიდატს აქვს ისეთივე იმუნიტეტი, როგორიც თავად დეპუტატს. ამ იმუნიტეტით მისი ხელშეუხებლობა გარანტირებულია. ამ პირზე იურიდიული ქმედების განხორციელება მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი.

„პოლიციამ ლაშა ჩხარტიშვილი აბსოლუტურად უკანონოდ დააკავა. კიდევ ერთი დარღვევა ის იყო, რომ „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები 15 საათზე და 40 წუთზე უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ამის ნაცვლად ისინი საღამოს 9 საათამდე ბადრაგის კონტროლი ქვეშ ამყოფეს და თავისუფლება შეუზღუდეს.

თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს კანონი არ უზღუდავს ამა თუ იმ ქმედებას, ის ქმედება დასაშვებია. ხოლო პოლიციის მიახლოვება დანაშაული იყო. დანაშაული ისიც კი იქნებოდა, პოლიციას რომ ამ ქმედების შეწყვეტა შორიდან მოეთხოვა. მიუხედავად ამისა, ისინი დააკავეს და ორი საათიდან ცხრამდე უკანონო პატიმრობაში ამყოფეს“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიცია „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრებს აკავებს. მეტიც. შეიძლება ითქვას, რომ ამ ორგანიზაციის წევრები დაკავების რაოდენობით ლიდერებიც კი არიან.

ლაშა ჩხარტიშვილი ამ ფაქტს ასეთ განმარტებას უძებნის:
„ამით სამოქალაქო საზოგადოებისადმი და მისი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სეგმენტისადმი დამოკიდებულება გამოიხატება, რადგან თანასწორობის ინსტიტუტი კრეატიული, აქტიური და განსხვავებული მეთოდებით მოქმედებს და ხელისუფლების დანაშაულს ამხელს. ამით ხელისუფლებას მძიმე დარტყმას აყენებს, და ის ჩვენთან ანგარიშსწორებას ცდილობეს.

ისინი ჩვენ ვერ გაგვისწორდნენ, ვინაიდან ვერ მოახერხეს ჩვენი დაპატიმრება. მომავალში ვერცერთი ადამიანის დაპატიმრებას ვეღარ შეძლებენ“.

ლაშა ჩხარტიშვილის აზრით, ბოლო დღეების განმავლობაში, ეს უკვე მეორე გამარჯვებაა. „გავიმარჯვეთ მაშინ, როდესაც, მალხაზ ჯანგირაშვილი, რომელსაც პროვოკაცია მოუწყეს, გაანთავისუფლეს, გავიმარჯვეთ გუშინაც, როდესაც ჩვენ გამოგვიშვეს“.

ახალი ამბები