კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლებაში ნამყოფი ჩინოვნიკები კენჭს ოპოზიციის მაჟორიტარებად იყრიან

14 მაისი, 2008

გულო კოხოძე, ახალციხე


გაერთიანებულმა ოპოზიციამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ახალციხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მცხოვრები ივანე ბალიაშვილი წარადგინა, რომელიც ამომრჩევლისთვის კარგად ნაცნობი სახეა. „ახლა არავის ვჭირდები”, - აცხადებს ივანე ბალიაშვილი და იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც მისი პოლიტიკური დისკრედიტაცია გამოიწვია.

 
2005 წლიდან მისი ორგანიზატორობით დაიწყო ბრძოლა კომუნალური მრიცხველების გაუქმების მოთხოვნით. ივანე ბალიაშვილი მაშინ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

,,3600 კაცთან ერთად სარჩელი შევიტანეთ ახალციხის რაიონულ სასამართლოში და გავიმარჯვეთ, მაგრამ სასამართლოს თავმჯდომარე გაანთავისუფლეს.  (სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ამაჟამად კერძო ადვოკატია)  გაგვამართლეს საოლქო და უზენაეს სასამართლოშიც, რასაც მოჰყვა საქართველოს ელექტროენერგიის მომხმარებელთა უფლებების დამცველი დავით ებრალიძის განთავისუფლება. როგორც ჩანს, ეს ხელისუფლებას არ აწყობდა, რადგან ენერგოკომპანიას მფარველობდა ვიღაც”, - გვიამბობს ივანე ბალიაშვილი

ამავე მიზეზით ხსნის ივანე ბალიაშვილი მისი მეუღლის, ზოია ბალიაშვილის (პირველი საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი) თანამდებობიდან განთავისუფლებას. ,,პირველი გამოცდა ბრწყინვალედ ჩააბარა. კომისია გასაუბრებაზეც კმაყოფილი დარჩა. ორი მადლობა ჰქონდა მიღებული კახა ლომაიასგან. დაჯილდოებული იყო გოგებაშვილის მედლით. ჩემი მეუღლე წლების განმავლობაში, ნინოწმინდაში, ქართული სკოლის დირექტორი იყო და ასეთი ადამიანი მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა”. 

გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატი დღემდე უმუშევარია.

,,სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალურმა პარტიამ” კი ახალციხის რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად ნიკოლოზ ინასარიძე წარადგინა.

,,უსამართლობასა და უკანონობას ვერ ვიტან. თუმცა, უსამართლობაა ყველგან და ყველაფერში”, - განაცხადა ნიკოლოზ ინასარიძემ.

ამჯერად, ოპოზიციაში, როგორც თვითონ აცხადებს, უკონტროლობამ მიიყვანა: ,,პარლამენტი ნოტარიალური კანტორა გახდა. კონსტიტუციის მუხლები ისე იცვლება,  როგორც ნაციონალებს სურთ”.
,,მინდა მონაწილეობა მივიღო ქვეყნის აღმშენებლობაში. ეს რა პარლამენტი იყო? შრომის წიგნაკს პარლამენტში რომ გაუხსნი ადამიანს, ამას პარლამენტი ჰქვია? იმან რა უნდა გააკეთოს? მინდა დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება საკანონმდებლო ორგანოში გამოვიყენო”.

კანდიდატმა კომენტარი სხვა მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებზეც გააკეთა: ,,არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის მიერ დასახელებული კანდიდატები უარს იტყოდნენ მათზე ზეწოლა რომ არ იყოს. ან პარლამენტში მოდიან ისეთი ფულიანი ადამიანები, რომლებსაც სურთ არაკანონიერად ნაშოვნი ფული დაიცვან და ამ გზით კიდევ უფრო ბევრი მოიხვეჭონ”.

ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარ დეპუტატებს ივანე ბალიაშვილსა და ნიკოლოზ ინასარიძეს სოფლებში წინაასაარჩევნო კამპანია ჯერჯერობით არ დაუწყიათ,  მათ არც ადგილობრივი ტელეკომპანია ,,მეცხრე არხის” ეთერი გამოუყენებიათ. არჩევნებამდე კი მხოლოდ ერთი კვირაა დარჩენილი.

 

ახალი ამბები