კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინაასარჩევნო ციებ-ცხელება ადიგენში

15 მაისი, 2008

 

 ოთარ ლობჟანიძე

გულო კოხოძე, ადიგენი

წინაასარჩევნო დღეები ადიგენში დაძაბულობით გამოირჩევა. ,,რესპუბლიკური პარტიის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზეწოლაზე და ადგილობრივი ხელისუფლების გადაჭარბებულ უფლებებზე საუბრობს.

საპარლამენტო არჩევნებში ადიგენიდან ოთხი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია რეგისტრირებული.

,,საქართველოს რესპუბლიკური პარტია” – ოთარ ლობჟანიძე.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის” ანზორ სხირტლაძე.
,,შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბოლისტული შრომის პარტია – გიორგი ბაღდოშვილი.
საარჩევნო ბლოკი ,,გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)” – ლევან ლობჟანიძე.

თუმცა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კონკურენტებად ძირითადად ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ სხირტლაძე და “რესპუბლიკური პარტიიის”, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ ლობჟანიძე მოიაზრება.

ორივე მათგანი ადიგენის მკვიდრია და პოლიტიკაში ძალოვანი სტრუქტურებიდან მოვიდნენ. 

,,რესპუბლიკური პარტიის” წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ მისი შექმნის სათავეებთან ვიდექი და ახლოს ვიცნობ პარტიის დამაარსებლებს”, - ამბობს ოთარ ლობჟანიძე.

თუმცა, როგორც თვითონ აცხადებს, მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატად წარდგენამ ნათესავებთან სიტუაცია დაუძაბა. ,,სანათესაოში ყოველთვის მისაღები ფიგურა ვიყავი. ახლა კეთროვანივით მიყურებენ, იმდენად არიან დაშინებულები. თუ ოდესმე ჩემს ნათესავს ტყეში ხე მოუჭრია, იბარებენ, ხუთი, ექვსი წლის საქმეებს უქექავენ”, - ამბობს ოთარ ლობჟანიძე.

მისი განცხადებით პრობლემები წინაასარჩევნო აგიტაციაშიც ექმნება.
,,დაგეგმილი შეხვედრები ამომრჩევლებთან არ ხერხდება”, - ამბობს  “რესპუბლიკური პარტიის” ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

,,სოფელ ხევაშენში, უნწაში ხალხი გააფრთხილეს, დააშინეს. სოფელ ნაქურდებში კი, სადაც ვერ მოასწრეს დაშინება, მოსახლეობა კეთილგანწყობით დაგვხვდა”, - ოთარ ლობჟანიძე ხელისუფლებას საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლაში სდებს ბრალს.

,,ვერ გაიგებ, რა ხდება. “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ადგილობრივი ხელისუფლების კორტეჟით დადის. სკოლებში ანზორ სხირტლაძის წარდგენა რესურსცენტრის ხელმძღვანელის თანხლებით ხდება”, - ამბობს ოთარ ლობჟანიძე.

,,ხალხი აღარ უნდა წამოეგოს ცრუ დაპირებებს. ამომრჩევლებმა ხმა უნდა მისცენ გონიერებას. მე არ ვარ გზის მშენებელი ან წყაროს ჩამომყვანი. მე ვიქნები ხალხსა და მთავრობას შორის შუამავალი”, - განაცხადა “რესპუბლიკური პარტიის” ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
 


ახალი ამბები