კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართული მხარე ომისთვის ემზადება?

19 მაისი, 2008

იან კარვერი, ჯონი სიმონიშვილი

აფხაზეთის საზღვრიდან ერთი კილომეტრის დაშორებით ახლად დაგებულ რკინიგზის ლიანდაგთან ახლოს ახლახან ააშენეს ფართო ბეტონის პლატფორმა, რომელსაც ადგილობრივები “ტანკების გადმოსასხმელ სადგურს” უწოდებენ.

წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში ომზე საუბრობენ, მაგრამ ეს ომი სინამდვილეში უკვე დაწყებულია. მას ჯერჯერობით “ სიტყვების ომი” ჰქვია. ქართული სატელევიზიო არხები განუწყვეტლივ საუბრობენ ქართული და აფხაზი სამხედროების კარგად მოფიქრებულ და დაგეგმილ პროვოკაციებზე, რომელთა მიზანია ომის გაჩაღება საქართველოსა და აფხაზეთს შორის,. ომი კი, თავის მხრივ, საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიას საქართველოში. მაგალითად, ამას წინათ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და „რუსთავი 2“ იუწყებოდნენ, რომ გალში კომენდანტის საათი შემოიღეს და გამკაცრებული იყო კონტროლი აფხაზეთ-საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარის გადაკვეთის მსურველებზე. 

ორი უცხოელი ჟურნალისტი აფხაზეთში გაემგზავრა ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად, მაგრამ ადმინისტრაციულ საზღვარზე, რომელიც საფეხმავლო ხიდზე გადის, ვერაფერი განსაკუთრებული ვერ ნახეს.  არც კონტროლი იყო გამკაცრებული და გალშიც არავითარი კომენდატის საათი არ მოქმედებდა. ასე რომ, ქართულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია, სააკაშვილის მთავრობის მორიგი ტყუილი და წინასაარჩევნო პიარ კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა. უცხოელმა ჟურნალისტებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე თავიანთი ჟურნალისტური გამოძიებისთვის  საინტერესო ვერაფერი აღმოაჩინეს, სამაგიეროდ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრილები  მეტად საყურადღებო ფაქტს წააწყდნენ.

2008 წლის 9 მაისის დილის ექვსის ოც წუთზე ერთი ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც ამერიკულ არმიის დაზვერვაში მსახურობდა  (სატანკო საქმის სპეციალისტად)  და ასევე ლტოლვილი აფხაზეთიდან, რომლის ოჯახის წევრები აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის ორივე მხარს ცხოვრობენ, ჩამოვიდნენ მატარებლიდან ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს და რკინიგზის ლიანდაგებს აუყვნენ აფხაზეთის საზღვრის მიმართულებით. საზღვარზე მათ ქართველი ჯარისკაცები ვერ შენიშნეს, ახლომახლო მხოლოდ რუსული ბლოკპოსტები იდგა. თუმცა იქვე მეტად საინტერესო რამ ნახეს. რკინიგზის მთავარი ლიანდაგიდან გამოყოფილი იყო ახალი განშტოება, რომელიც განადგურებული ქარხნის ტერიტორიამდე მიდიოდა, რომელიც თავის მხრივ ძალიან ახლოს არის აფხაზეთთან. 
მანამდე არსებობდა ინფორმაცია, რომ ამ ახალი ლიანდაგის ახლოს მიტანილი იყო ლოდები პლატფორმის ასაშენებლად , რომლის საშუალებითაც ლიანდაგიდან გადმოიყვანდნენ ტანკებს. თუმცა, იქ მისული უცხოელი ჟურნალისტი და მისი ქართველი თანმხლები დარწმუნდნენ, რომ სამხედრო მზადებას უფრო სერიოზული მასშტაბები აქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვიტ ჩანს. 100 მეტრი სიგანის პლატფორმა, რომელიც მათ ნახეს, მტკიცე ბეტონით იყო ნაგები და ერთდროულად რამდენიმე მძიმე სამხედრო ტექნიკის გადატანა შეეძლო მატარებლიდან მიწაზე.

ადგილობრივების თქმით სამუშაოები ჯერ დასრულებული არ იყო და მას ერთ-ერთი სამშემნებლო კომპანია ასრულებდა საკუთარი მუშახელის გამოყენებით.  კომპანია უახლეს სამშენებლო ტექნოლოგიებს იყენებდა და ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ ხარისხი საკმაოდ მაღალი იყო. ისიც ნათელი იყო, რომ ეს მშენებლობა  სპონტანურად არ დაწყებულა. კარგად მოფიქრებული კონსტრუქცია ძველ, უკვე არსებულ ბეტონის კიდეს ეყრდნობა, რომელიც თავის მხრივ ლიანდაგიდან გადმოსასვლელად იყო გაკეთებული. პლატფორმა, დოკი ისეა აშენებული, რომ რაც შეიძლება მოხერხებულად და სწრაფად მოხდეს ტანკების გადმოყვანა.
მაშინ როცა ქართული მედია გატაცებით აშუქებს რუსულ პროვოკაციებს, ქართული მხარე სერიოზულად ემზადება ომისთვის. ეს მზადება უფრო სერიოზულია, ვიდრე ზოგიერთ ექსპერტს ჰგონია. ქართული მხარის მიერ ქართული დაზვერვის თვითმფრინავების ჩამოგდებას  აფხაზების მიერ ისე წარმოაჩენს, რომ ეს გაბრაზებული ადამიანის მიერ  ნაცმოძრაობის პოსტერების ჩამოხევის იაფფასიან საქციელს ემსგავსებსა. რას ემსხურება ეს ყოველივე? ეს დიდი პოლიტიკის ნაწილია თუ ,,ნაციონალური” მთავრობა ცდილობს კვლავ მოიპოვოს უმრავლესობა პარლამენტში?

ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ეთანხმებიან ქართული მხარის მოსაზრებას, რომ რუსეთი ცდილობს საქართველო პროვოკაციაზე წამოაგოს აფხაზეთში მშვიდობისმყოფელთა რაოდენობის გაზრდითა და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებით. უფრო მეტიც, ქართველი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ რუსეთისგან განსხვავებით, ისინი არ ზრდიან სამხედროთა რაოდენობას კონფლიქტის ზონაში და რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიის მცდელობაა. რუსეთი თავის გააქტიურებას კონფლიქტის ზონაში იმით ხსნის, რომ საქართველომ კოდორის ხეობაში დიდი რაოდენობით სამხედრო ძალები გადასხა და რუსეთს სურს მშვიდობისმყოფელთა რაოდენობის გაზრდით მოსალოდნელი სისხლისღვრა თავიდან აიცილოს.

მიუხედავად დიდი პოლიტიკური თამაშებისა, რუსეთის მოქმედებას გარკვეული გამართლება აქვს. ის ფაქტი, რომ საქართველო აფხაზეთის საზღვართან პროფესიონალურ დონეზე აშენებს სამხედრო ინფრასტრუქტურას იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველო აფხაზეთთან საომრად ემზადება.

ახალი ამბები