კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო დარღვევების დილის ქრონიკა

21 მაისი, 2008

საგარეჯოს აზერბაიჯანულ სოფლებში საარჩევნო ქაოსია

1. საგარეჯოს რაიონის ქვემო ლამბალოს 36-ე უბანს არ აქვს კარი, უბანი განთავსებულია ღია ადგილას, სადაც ძნელი გასაკონტროლებელია,  ვინ გადის და ვინ შედის. დარღვეულია თითქმის ყველა აუცილებელი საარჩევნო პროცედურა. კომისიის წევრებმა სამჯერ გაყარეს დამკვირვებლები უბნიდან. საარჩევნო ყუთი იყო გახსნილი. ამ უბანზე ბიულეტენების რაოდენობა არის 1350, ამომრჩეველთა რიცხვი კი  1394. მიზეზს ვერ ხსნის კომისიის ვერც ერთი წევრი.

კომისიის თავმჯდომარემ აჰდიმან მამახარდილოვმა და კომისიის წევრმა პაატა ბუზარიაშვილმა ორჯერ დაარტყეს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კამერას იმ მოტივით, თუ რატომ იღებდა ცენტრის წარმომადგენელი დარღვევებს. დამკვირვებლები სამივეჯერ ძალით შევიდნენ უბანზე. ამ უბანზე 9 საათზე ხმის მიცემის პროცედურა ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული.

2. ზემო ლამბალოს 37 უბანში სცემეს ოპერატორი, რომელიც პროცესს იღებდა. მას გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი კობა კუპატაძე გამოესარჩლა. ხელჩართულ ჩხუბში ჩართულები იყვნენ კომისიის თავმჯდომარე და მისი მოადგოლე. ხოლო მთავარი „გმირი“ ცესკოს საბუთიანი პიროვნება იყო, რომლის ვინაობაც დგინდება.

3. ასევე გაგრძელდა 36 უბანზეც, სადაც იმავე ადამიანმა სცემა კიდევ ერთი სხვა პიროვნება. სოფელ თულარის 48-ე უბანზე მთელი ორი საათის მანძილზე არ ხორციელდებოდა მარკირების პროცესი. ყუთი არც აქ იყო დალუქული. სიაში 693 ადამიანია, ხოლო ბიულეტენების რაოდენობა -  650. ეს უბანიც 8 საათის ნაცვლად 9 საათზე გაიხსნა.

4. ზემო ლამბალოს 47-ე უბანიც 9 საათზე გახსნეს. ამ დრომდე ყუთში  საკონტროლო ფურცელიც არ ჩაუგდიათ. ამ უბანზე 1069  ამომრჩეველია რეგისტრირებული.  11 სპეც-სიით, ხოლო ბიულეტენების საერთო რაოდენობა 1049-ია.

5. ქეშალოს 45-ე უბანზე სცემეს დამკვირვებლები, ისინი გაყარეს შენობიდან თამვჯდომარისა და კომისიის წევრებისათვის მიცემული შენიშვნების გამო. კაბინაში შეჰყავდათ სხვა ადამიანები, კომისიის წარმომადგენლები კი მათ თავად უხაზავდნენ ბიულეტენში სასურველ ნომერს. უბანს აქაც არა აქვს კარი. გარეთაც და შიგნითაც საარჩევნო პლაკატები ნომრით 5 კვლავ გამოკრულია. გუშინდელი სიით ამომრჩეველთა რაოდენობა 752 იყო. დღეს კი 881 კაცია.  ოქმები არ არის გამოკრული თვალსაჩინო ადგილებზე. ამავე უბანზე მდივანს დამატებითი ფუმქციების კეთება უწევს და აჭარბებს საკუთარ უფლებამოსილებას. ასევე დაფიქსირდა, რომ ამომრჩეველმა სხვისი პასპორტით სცადა შესვლა უბანზე, თუმცა ის დამკვირვებლებმა გააყვანინეს. ამ უბანზე უმრავლესობა მარკირების გარეშეა შესული.

6. იორმუღანლოს 46-ე უბანში სიაში არის 806 კაცი, 13 სპეც-სიაში, ბიულეტენები კი 800-ია. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელს ამ უბანზეც შეხვდა წინააღმდეგობა, კერძოდ, მას დაუწყეს ჭიდაობა, ართმევდნენ კამერას და აგდებდნენ უბნიდან. თუმცა, დარღვევების გადაღება მაინც მოხერხდა. საინტერესო დიალოგი გაიმართა მასა და ადამიანს შორის, რომელიც გულდასმით მალავდა საკუთარ ვინაობას. მან ცენტრის წარმომადგენელს განუცხადა,  თავმჯდომარე რომ მოვა, ის მოგცემს გადაღების უფლებასო, სად არისო, როდესაც იკითხეს, გასულიაო, უპასუხა აღნიშნულმა პირმა. როგორც მალევე გაირკვა, სინამდვილეში ის თავად იყო კომისიის  თავმჯდომარე.

7. 38-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარემ თავად შემოხაზა ბიულეტენი ამომრჩევლის ნაცვლად. აგიტაცია შიგნით, უბანზე  ტარდება - „შემოხაზეთ ხუთი“ შინაარსით. ადამიანები ხმას მეორედაც აძლევენ. სიაში არის 1233 ამომრჩეველი,  53 კაცი დამატებით სიაში, კონვერტი არის 1156 და ბიულეტენი 1200.

8. 48-ე უბანზე 691 კაციანი  სიაა, ხოლო  ბიულეტენი 650. აქაც არ იყო მარკირება, ყუთიც არ იყო დალუქული. კონვერტი არის 1000. არიან სიაში გარდაცვლილები და ამიტომ არის ასეთი ცდომილებაო, განუცხადეს დამკვირვებლებს.

საჩივრების წიგნი ჯერ ვერ იპოვეს, მაგრამ როცა იპოვეს, დამკვირვებლებს შიგ ჩაწერის უფლება არ მისცეს. უბანში ამ წუთამდე არის „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო გაზეთები. უსუპ ბაირამოვი, რომელიც ამ უბნის  კომისიის თავმჯდომარეა, უარს ამბობს საჩივრების მიღებასა  და მათ წიგნში შეტანაზე. კომისიის ერთ ერთმა წევრმა პირდაპირ უთხრა ქალს, ბეშ ანუ  ხუთი შემოხაზეო.

ამავე უბანზე სიებს ავსებს და რეგისტრაციის პროცედურებს ატარებს ადამიანი, რომელიც არ არის კომისიის წევრი და შესაბამისად, ამის უფლება არ გააჩნია. გარეთ ისევ დადის „კარუსელები“ და იგრძნობა აგრესია.

ახალი ამბები