კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში დამკვირვებელს სკამი ჩაარტყეს - ამომრჩეველს კი ციხიდან ახლად გამოშვებული კრიმინალებით აშინებენ

21 მაისი, 2008

1. ლაგოდეხის მე-15-ე საარჩევნო ოლქის კაბალის მე-18 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა უბანზე მყოფ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დამკვირვებელი კომისიის მდივნისგან მოითხოვდა საჩივარი ჩაებარებინა. იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო ბიულეტები უბნის გარეთ იყო გატანილი.

გარდა  ამისა, მე-18 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აღმოაჩნდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი 12 ცალი ოქმი, ყველა მათგანი წინასწარ იყო შევსებული. ამის ნახვის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებელს სკამი ჩაარტყა.  იქიდან გამომდინარე, რომ მე-18 საარჩევნო უბანთან მობილიზებულები არიან ციხიდან ახლახანს გამოშვებული კრიმინალები, რომლებიც დამოუკიდებელ დამკვირვებლებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ კაბალის რამდენიმე საარჩევნო უბნიდან დამკვირვებლები გაიწვია. გაწვევამდე დამკვირვებლებმა არაერთხელ მიმართეს პოლიციას, მაგრამ რეაგირება არ მომხდარა.

2. ლაგოდეხის და სიღნაღის რაიონებში საარჩევნო უბნებზე დადიან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ნუგზარ აბულაშვილი და გურამ კაკალაშვილი. მათ თან დაჰყვებათ ათობით მამაკაცი, მათ შორის,  ციხიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული პატიმრები. შედიან საარჩევნო უბნებზე, კერძოდ, კენჭისყრის ოთახში, აწიოკებენ და ატერორებენ კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს. სიღნაღში, საქობოს საარჩევნო უბაზე ნუგზარ აბულაშვილმა პოლიციის მეშვეობით ხელები გადაუგრიხა „გაერთიანებული ოპოზიციიდან“ კომისიის წევრს ნოდარ კუტიბაშვილს და ფიზიკური ძალის გამოყენებით ის გარეთ გააძევა. ნოდარ კუტიბაშვილს საარჩევნო უბანზე დაბრუნების შემთხვევაში მოკვლით ემუქრებიან.

სიღნაღში, ბოდბისხევის საარჩევნო უბანზე რესპუბლიკური პარტიიდან კომისიის წევრმა თენგიზ ბეჟაშვილმა ყალბი ბიულეტენები დააფიქსირა ყუთში ჩაყრამდე და  ამომრჩეველს წაართვა. რამდენიმე უბანზე ყალბი ბიულეტენები უკვე ჩაყარეს სიღნაღსა და ლაგოდეხში. მასობრივი გაყალბება  4 საათის შემდეგ იგეგმება.

ისევ დაძაბულობაა ზემო ლამბალოს 36-ე უბანზე. იქ უკვე  მეორედ სცემეს ოპერატორი, რომელიც აფიქსირებდა კომისიის ერთ-ერთ წევრს როგორ შეჰქონდა ასობით პირადობის მოწმობა უბანზე. დადის ასევე ფიზიკურად კარგად მომზადებული ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც ასეთ გარჩევებში იღებენ მონაწილეობას.

კომისიის 5 წევრის კუთვნილი 5 ბეჭდიდან ამავე უბანზე ერთი ბეჭედი სადღაც გაქრა. დამკვირვებლებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ შესაძლოა, მას ყალბი ბიულეტენების დამზადებისათვის იყენებდნენ. კომისიის წევრების განმარტებით, ბეჭედი სჭირდებოდათ იმ ადამიანებისათვის, ვინც ხმას გადასატანი ყუთით აძლევს. თუმცა, ბეჭდის უბნიდან გატანასთან დაკავშირებული  ყველა საჭირო პროცედურა, არ ჩატარებულა. მოგვიანებით გამქრალი ბეჭედი გამოაჩინეს. თუმცა, დამკვირვებლებმა მალევე  იპოვეს გამზადებული ბეჭედდარტყმული ბიულეტენებიც. ამაზეც საჩივარი „ადამიანის უფლებათა ცენტრმაც“ დაწერა, მაგრამ თავმჯდომარე კვლავ უარზეა მიიღოს ის.   შეხლა-შემოხლა სწორედ ამას მოჰყვა. დაემუქრნენ ცენტრის წარმომადგენელს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. ტერიტორიაზე მოძრაობს დაახლოებით 15 სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც ამომრჩევლები ერთი უბნიდან მეორეზე გადაჰყავს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“

ახალი ამბები