კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაშლილი ხელი - კიდევ ერთი პაროლი „ხუთიანის“ შემოსახაზად

23 მაისი, 2008

გაყალბება ქუთაისში

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ამომრჩევლის წინასწარი განწყობა გამართლდა - საპარლამენტო არჩევნები ქუთაისში გაყალბდა. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სხვადასხვა სახის დარღვევებზე საუბრობენ. ამომრჩეველს სიაში (საკუთარ გრაფაში) სხვისი ხელმოწერა ხვდებოდა;  იყო შემთხვევები, როცა უბანზე ამომრჩევლებზე ორივე ბიულეტენი მაჟორიტარის გაიცა; ამომრჩევლები ხმას სხვის მაგივრად აძლევდნენ.

„უამრავი დარღვევა იყო, რაზეც ჩვენ, საჩივრები დავწერეთ. ქუთაისის 53-ე და მე-19 უბნებზე ამომრჩეველს ხმა მიცემული ხვდებოდა. მათ გრაფაში დაფიქსირებული ხელმოწერები აღმოაჩინეს. იყო შემთხვევა, როცა 28 ამომრჩეველზე ორივე ბიულეტენი მაჟორიტარის გაიცა. ეს იყო 88-ე საარჩევნო უბანი, სადაც სხვა სახის დარღვევებიც დაფიქსირდა. ჩვენ ამ საჩივრებს ბოლომდე მივყვებით, სანამ სათანადო რეაგირება არ მოყვება“, - აცხადებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ცენტრის“ იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი თეონა გოგიშვილი.

მისივე განმარტებით:  „იყო შემთხვევები, როცა ადამიანები სხვის მაგივრად აძლევდნენ ხმას და ამაზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არ რეაგირებდნენ.“
ქუთაისელი ამომრჩევლები არ ფარავენ, რომ მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა „ნაციონალების“ ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა  მხრიდან.

„ხომ გაგიკეთეთ მოედანი. უბანიც მოგიასფალტეთ... კიდევ ბევრი დაგვრჩა გასაკეთებელი. დამწკრივდით მეზობლები და ყველას ამ „მარშრუტკაში“ გელოდებით“ ასე მიყავდათ ხალხი ცხვრებივით და მერე მთელი გზა, საარჩევნო უბნამდე, გვახსენებდნენ, რომ სხვა ნომრის შემოხაზვა უბრალოდ, არ გაგვებედა“, - ამბობს ერთ-ერთი ამომრჩეველი.

აგიტაცია-პროპაგანდა, როგორც ირკვევა, საუბნო ტერიტორიაზეც, უშუალოდ საარჩევნო კაბინების წინ ხდებოდა. „იყო მინიშნებები, გაშლილი ხელით, რომ ხუთიანი შემოგვეხაზა. თვითონ კომისიის წევრები იმიზეზებდნენ, რომ ამომრჩეველი შემოხაზვას ვერ ახერხებდა და დახმარება სჭირდებოდათ. მერე თვითონ ცდილობდნენ შესულიყვნენ და „დახმარებოდნენ“. ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევდით, რაც უსიამოვნებებით და ხშირ შემთხვევაში შეხლა-შემოხლით სრულდებოდა“, - ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელი ლალი მიქაძე.

„უბნებზე ძირითადად ორი სახის საჩივარი იწერებოდა. ორივე ხელმოწერის გაყალბება იყო. ამომრჩეველი სხვის მაგივრად (საზღვარგარეთ მყოფი პირების) აძლევდა ხმას. ამ საჩივრების მიხედვით, უბნებზე კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნა იყო. საჩივარი დაიწერა ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის სახელზე. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ოლქის კომისიას ერთდღიანი ვადა აქვს გადაწყვეტილების მისაღებად. საჩივრის არდაკმაყოფილების შემთხვევაში, გასაჩივრების უფლება გვაქვს მხოლოდ სასამართლოში“, - ამბობს იურისტი ანა ჩაფიძე („ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებელი).

ქუთაისელი დამკვირვებლები დანებებას არ აპირებენ. მათი, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიების დამკვირვებელთა  განწყობა საბრძოლოა. ამბობენ, რომ მოულოდნელი არაფერი ყოფილა - ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებს, საპრეზიდენტოს მსგავსად, შეძლებისდაგვარად გააყალბებდა.

ახალი ამბები