კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებით მიღებული შედეგებით დემოკრატია დასრულდა

28 მაისი, 2008

დავით ფაცაცია, ჯონი სიმონიშვილი

2008 წლის საპარლამენტო არჩევნევნებმა დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ სწორედ ისე ჩაიარა, როგორც მოსალოდნელი იყო, უფრო მეტიც, შედეგები ბიულეტენების დაბეჭვდამდე ნათელი იყო. საერთაშორისო ორგანიზაციებმა კი თავისი შეფასებებით წინასწარ გაყალბებას მხარი დაუჭირეს და არჩევნები წარმატებით ჩატარებულად გამოაცხადეს.
 აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აღიარებს საქართველოს 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს და მას დემოკრატიის მშენებლობისაკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად მიიჩნევს.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არჩევნები განსაკუთრებული გაუმჯობესებით გამოირჩეოდა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით,” აღნიშნა ტომ ქესიმ, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. როგორც მან განმარტა, ის უკვე გაეცნო სხვადასხვა საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებებს, მათ შორის, ეუთოს მონიტორინგის ჯგუფის შეხედულებებსაც და საერთო დაკვირვების შესახებ შეიძლება ითქვას, რომ საპარლამენტო არჩევნები საპრეზიდენტოსთან შედარებით, ბევრად უკეთ და დარღვევების გარეშე ჩატარდა.

“უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ არჩევნების შედეგები, რა თქმა უნდა, არ არის საბოლოო და ჩვენ დიდი ინტერესით მოვეკიდებით საბოლოო შედეგების დათვლის პროცედურას და თვალყურს ვადევნებთ ახლად ფორმირებული მთავრობის მუშაობას”, – აღნიშნა ქესიმ.

ბევრი საუბარი საბოლოო შედეგებზე სულაც არ არის აუცილებელი, ისედაც ნათელია, რომ 150 წევრისგან შემდგარი პარლამენტი, გაძეძგილია „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობით. სტატუს კვო შენარჩუნებულია და ქართველები გაცილებით ნაკლებად თავისუფალნი არიან ვიდრე უკანასკენლი 15 წლის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა რომ მთელი ამ დროის განმავლობაში პარტიათა დიდი ნაწილის სურვილს 5%იანი ბარიერის გადალახვა და პარლამენტის წევრობით მიღებული უპირატესობებით სარგებლობა წარმოადგენდა, ყველაზე მთავარი მთელი არჩევნების განმავლობაში მაინც არის არა შედეგები, არამედ პროცესი, რომლითაც არჩევნები წარიმართა და მისი წინასწარ განსაზღვრული მიმდინარეობა.
 
გარდა იმისა, რომ დიდი რაოდენობით ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეს წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მათი პიარ კამპანიის ფარგლები აღემატებოდა თავისი მასშტაბებით მმართველი პარტიის შესაძლებლობებს განვითარებულ ქვეყნებშიც კი. ქართული არჩევნები კარგად იყო დაფინანსებული. ყურადღების მიღმა რჩება ის, თუ როგორ იქნა ძალაუფლება გამოყენებული გამარჯვების უზრუნველსაყოფად.

პოლიცია იყო მობილიზებული საარჩევნო უბნების გარეთა და შიდა ტერიტორიაზე და კანონის მიუხედავად პოლიცია ღიად არღვევდა კანონს.

პოლიციას ძალიან მარტივად შეამჩნევდით ოთახში, სადაც იყო საარჩევნო ყუთები. ისინი იდგნენ გასასვლელებში იარაღით. თუკი ფორმიანი პოლიციელები არ ეყოფოდა გასაყალბებლად ხელისუფლებას, მზადყოფნაში იყვნენ უფორმო პოლიციელებიც, როგორც ეს ზუგდიდის რეგიონის მეასე საარჩევნო უბანზე მოხდა. ასევე აქტიურად გამოიყენებოდა კრიმინალური ხრიკები, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობისთვის სასურველი შედეგის მიღება. ზემოთაღნიშნული განხორციელდა წინასწარ შემუშავებული გეგმის თანადროულად, რომელიც ითვალისწინებდა საარჩევნო სიის იმ ადამიანებისგან წმენდას, რომელთა პოლიტიკური ლოიალობა არ იხრებოდა მიხეილ სააკაშვილის მმართველი პარტიისადმი.

ახლა უკვე გასაგებია, რომ საქართველოში პოლიციური მმართველობაა და პოლიცია თავის როლს ასრულებს ამ დიქტატურაში, შესაბამის ფონზე ჩაიარა არჩევნებმაც, არჩევნები კი დემოკრატიის ერთ-ერთი აუცილებელი  შემადგენელი ნაწილია.

პოლიციის ასეთი პრაგმატული გამოყენების გარდა, სოფელ ობუტაში, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, არჩევნების დღეს ოპოზიციის წარმომადგენელს ესროლეს, დაკავშირებულია თუ არა ეს არჩევნებთან, ჯერ კიდევ სადაოა. თუმცა, ბევრი  იდგილობრივი მაცხოვრებელი ამ ფაქტს პოლიტიკურ კვალიფიკაციას აძლევს.

მცირე ეჭვი არსებობს ადგილობრივი დამკვირვებლების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა. საინტერესო იქნება თითოელი პოლიტიკური პარტიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები არჩევნებთან დაკავშირებით. ისინი ალბათ შეეცდებიან დაადგინონ რეალური შედეგების ანგარიში.

შალვა ნათელაშვილმა, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ ის უნდობლობას უცხადებს საერთაშორისო დამკვირვებლებს და მათ “სააკაშვილის რეჟიმის ლობისტებს” უწოდებს, ნათელაშვილმა გადაცემა „პრაიმ ტაიმში“ განაცხადა, რომ “სწორედ საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებმა მიიყვანა საქართველო დანგრევის პირას.”

“პოლიციელების ყოფნა, არა მხოლოდ საარჩევნო უბანზე, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიაზეც დაუშვებელია მხოლოდ ერთი კონკრეტული შემთხვევის გარდა, თუ კენჭისყრის შენობასთან ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე შეექმნა არჩევნების ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტების უსაფრთხო გადაადგილებას. საუბნო კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია  გამოიძახოს პოლიციელები. საფრთხის აღკვეთისთანავე პოლიციელებმა უნდა დატოვონ კენჭისყრის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია. ( საქართველოს საარჩევნო კოდექსი ( მუხლი 55,4). თუმცა, აღნიშნულ მუხლში ცვლილებები შევიდა საპარლამენტო არჩევნების წინ-გაუგებარია რა გახდა ამის მიზეზი.

2004 წლის საპარლამენტო არჩევნები  ეუთოს მიერ რეკომენდებული წესებით ჩატარდა, მაგრამ 2008 წელს, პოლიციის მხრიდან სრულებით იგნორირებული იყო მოქალაქეების ნების გამოხატვის თავისუფლება, რაც დემოკრატიის უკუნახტომად შეიძლება ჩაითვალოს. პრობლემის ნაწილი უბნებზე პოლიციის ყოფნას უკავშირდებოდა რომელსაც როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივი დამკვირვებლები საარჩევნო კანონის დარღვევად და ამომრჩევლებზე ზეწოლად თვლიან.

კომისიის თავმჯდომარეები პოლიციელების ყოფნას საარჩევნო უბანთან ხსნიდნენ როგორც დასაშვებ მოვლენად და მათ მიმართ არ გააჩნდათ არანაირი პრეტენზია.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ყველა საარჩევნო უბანში პოლიციელების მობილიზების ფაქტები. ამომრჩეველს საარჩევნო უბანში მისვლამდე უნდა გაეარა პოლიციის კორდონი, მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო მას საარჩევნო უბანში შესვლა და ნების დაფიქსირება, რაც აშკარად არ შეიძლება ყოფილიყო თავისუფალი.

ყოველ საარჩევნო უბანთან ჩვენ შევნიშნეთ როგორც ფორმიანი შეიარაღებული, ასევე შეუიარაღებელი პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ იქ მყოფ უფორმო პირებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ისინიც იყვნენ პილიციის თანამშრომლები. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი შეიარაღებულებიც იყვნენ.

მაგალითად პოლიციის ლეიტენანტი  ირაკლი საჯაია და პოლიციის ზედამხედველი, ზურიკო წყაროზია, რომლებიც იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნის შესასვლელთან დარწმუნებულები იყვნენ, რომ ისინი მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში, რაც იმას მიანიშნებს, რომ მათ ჰქონდათ კონკრეტული დავალება არჩევნების დღეს დილის 7 საათიდან ყოფილიყვნენ საარჩევნო უბანზე, რათა პირნათლად შეესრულებინათ დავალება, რომელიც აშკარა შეუსაბამობაში მოდის ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვის უფლებასთან.

მაგალითად, ზუგდიდის #46, #94, #47 დილის 7 საათიდან მობილიზებული იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ სხვა უბნებიც არ იქნებოდა გამონაკლისი.


„გაერთიანებული ოპოზიციის“  კომისიის წევრი, ჯინა კარტოზია მოგვითხრობს: „დილის 7 საათზე გამოვცხადდი ზუგდიდის #9 საარჩევნო უბანში. გაიხსნა საარჩევნო უბანი, მოხდა წილის ყრა, ფუნქციები გადანაწილდა და მე დამევალა ყუთის მეთვალყურეობა. უბანში იყო დაფიქსირებული 1419 ამომრჩეველი, ციხიდან დაემატა – 430 პატიმარი. 1500 კაცზე მეტი არ შეიძლება უბანში იყოს. საარჩევნო კოდექსის 21-ე მუხლის თანახმად 20- ზე ნაკლები და 1500-ზე მეტი ამომრჩეველი არ შეიძლება. ეს არის კანონის უხეში დარღვევა, მაგრამ თავმჯდომარემ ჩემი მოთხოვნების იგნორირება მოახდინა. მიღება-ჩაბარების აქტი თავმჯდომარეს არ გააჩნდა.

ჩემს მოთხოვნაზე, წარმოედგინათ აქტი, მითხრა, მალე მექნებაო. მე ვუთხარი, რომ ამაზე საჩივარს დავწერდი. სადღაც 15-20 წუთში მოხდა საოლქოსთან დაკავშირება და უბნის თავმჯდომარეს ფანჯრიდან მიაწოდეს მიღება-ჩაბარების აქტი, რასაც მოჰყვა ჩემსა და თავმჯდომარეს შორის დაპირისპირება, კამათი იმდენად გამწვავდა, რომ პოლიციელებს ჩემზე უთხრა, მუშაობაში გვიშლის ხელს და დააპატიმრეთო. თავმჯდომარემ ბრალი დამდო თითქოსდა, აღნიშნული აქტი მოვიპარე“.

კომისიის ამ ერთი წევრის საჩივარი უბრალო მაგალითია იმისა,  რაც არჩევნების დღეს ხდებოდა. ტელევიზიები ყველანაირად ცდოლობდნენ საზოგადოების ყურადღება მსგავსი დარღვევებიდან სხვა ფაქტებზე გადაეტანათ. ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი, რომელიც ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა არჩევნებს, ასევე აკეთებს მოხსენებას დარღვევებზე. დაფიქსირდა ორმაგი ხმის მიცემის ფაქტები; ამომრჩევლები უბენებიდან უბნებზე გადადიოდნენ და ე.წ. „კარუსელში“ იღებდნენ მონაწილეობას.

მსგავსი დარღვევები რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლებმაც დააფიქსირეს და საჩივრებიც დაიწერა. თუმცა, გასარკვევია თუ მოახდენენ შესაბამისი ორგანოები აღნიშნულ საჩივრებზე რეაქციას; იქონიებენ თუ არა ისინი გავლენას ე.წ. დამოუკიდებელ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგზე.

ახალი ამბები