20:57, Saturday, 28.03.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჟურნალისტი დათო ჩაგანავა გამოსავალს ჟურნალისტურ სოლიდარობასა და პროფესიონალიზმში ხედავს

05.06.2008
„როგორც ჩანს, თავის დროზე მეც არ გავაპროტესტე სხვისი სიუჟეტის დაბლოკვა“


ეკა ქევანიშვილი, თბილისი


„რუსთავი 2“-ის ყოფილ ჟურნალისტს, დათო ჩაგანავას ტელევიზიიდან დათხოვის მიზეზად ხშირი დაგვიანებები, მოკლედ, უდისციპლინობა დაუსახელეს. მანამდე მის მიერ 2007 წლის  ნოემბრის ცხელ დღეებში მომზადებული ორი საკმაოდ მწვავე სიუჟეტი არ გავიდა ეთერში. ერთი მათგანი მაშინ პირდაპირ ანონსიდან ამოიღეს.

ეს სიუჟეტები ინტერნეტით მაინც გავრცელდა. პირველი - ზუგდიდში მომხდარ ამბებს ეხებოდა, როდესაც შესაბამისმა სტრუქტურებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ხალხი თბილისისაკენ არ დაძრულიყო და მშვიდობიან მიტინგს არ შეერთებოდა. საუბარია ყველანაირი ტრანსპორტის დაბლოკვაზე. მათ შორის, სამარშრუტო ტაქსების, რომელთა მძღოლებზე  ზეწოლაც პატრულს დაევალა და რაც მთავარია, რკინიგზის ჩაკეტვაზე - ზუგდიდში საკმარისი სამგზავრო ბილეთები არ გაიგზავნა. ჟურნალისტი სწორედ ამ ამბების მიზეზებზე საუბრობდა.

მეორე სიუჟეტი 7 ნოემბრის მოვლენებიდან ორ კვირაში მომზადდა. მასში აისახა დარბევის ყველაზე მწვავე მომენტები. მათ შორის ისიც, თუ როგორ მისდევნენ სპეცრაზმელები მიწისქვეშა გადასასვლელში ჩასულ ადამიანებს საცემად, აფთიაქებსა და სადარბაზოებში დამალულ ხალხს. საუბარი იყო იმაზეც, რომ 7 ნოემბრის დილით პარლამენტის წინ მისულმა პოლიციამ დაარბია მოშიმშილეები:

„სიუჟეტი იყო ობიექტური, შევკარით ფაქტები და ვნახეთ კანონმდებლობა - აქცენტი იყო იმაზე, რომ იმ დილით პოლიცია მივიდა პარლამენტთან და ცემა დაუწყო უდანაშაულო ხალხს. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის, რაც  ჟურნალისტებს უქნეს, ცემეს, დაუმტვრიეს კამერები და ა.შ.“ - იხსენებს ჩაგანავა. ფაქტი ის არის, რომ სწორედ ამ ამბების შემდეგ მან ტელევიზია დატოვა.

დღეს დათო ჩაგანავა ამბობს, რომ მთავარი პრობლემა მისი ტელევიზიიდან წამოსვლა კი არა, საერთოდ ამ სფეროში - ჟურნალისტიკაში არსებული არაპროფესიონალიზმია.

„შენ შეგიძლია გააკეთო ობიექტური სიუჟეტი, შეიძლება გაგიმართლოს კიდეც და  ეთერში გავიდეს. მთავარია, რომ შენ გქონდეს ამის სურვილი. დღეს, ბუნებრივია, რომ მთელ სისტემაზეა ზეწოლა, არა მხოლოდ ცალკეულ ჟურნალისტებზე. რევოლუციაგამოვლილი ქვეყანაა და პროფესიონალიზმია ძალიან დაბალი. ეს იმიტომაც ხდება, რომ ჟურნალისტიკაში არ არიან ნამდვილი ჟურნალისტები. სამაგიეროდ არის ხალხი, ვისაც  სურს ადვილად და იაფად პოპულარული გახდეს.

ყველამ იცის რა მდგომარეობაა და მე იმაზე უფრო ვფიქრობ, როგორ არ უნდა იყოს ასეთი სიტუაცია. ტელევიზია შეზღუდულია. პრესაში ისეთი დაბალი ხელფასებია, ეს მომენტი უკვე მაქსიმალურად უბიძგებს ჟურნალისტს იყოს არაპროფესიონალი და საქმე ხარისხიანად არ აკეთოს. რადგან ყველა კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ტელევიზიის მომხმარებელია, ზეწოლა სწორედ ელექტრონულ მედიაზეა. ვინც რეფორმებს ატარებს, მას მიაჩნია, რომ  არ სჭირდება ხელისშეშლა და კრიტიკა. არ აწყობს. ასეთ დროს იცით რა იქნებოდა გამოსავალი? თუნდაც ჩემი სიუჟეტის დაბლოკვის შემდეგ „პოსტ-სკრიპტუმს“ ეთერში გასვლაზე უარი ეთქვა.  მე მესმის, რომ უმრავლესობისთვის ეს სამსახური ნიშნავს ხელფასს და ერიდება პროტესტის გამოხატვას ღიად,  მაგრამ სწორედ ეს ნავსია გასატეხი. ერთმა ფრანგმა ჟურნალისტმა მითხრა, რომ მსგავსი სიტუაციის შემთხვევაში, ჩვენთან ყველა ჟურნალისტი გაიფიცებოდაო.  როგორც ჩანს, თავის დროზე, მეც, ალბათ, ვიღაცის დაბლოკილ სიუჟეტზე არ გამოვთქვი ჩემი აზრი“.

დათო ჩაგანავა ფიქრობს, კარგი იქნებოდა შეიქმნას ჟურნალისტური ქარტია, რომელიც ჟურნალისტებისთვისა და პოლიტიკოსებისათვის თამაშის წესებს დაადგენს და თუ ერთ ჟურნალისტს შეექმნება სადმე პრობლემა, ეს ინფორმაცია დაბეჭდოს უკლებლივ ყველა გაზეთმა; გაავრცელოს ყველა სხვა მედია საშუალებამ - სოლიდარობის ამ ფორმით შესაძლებელი იქნება მედიის თავისუფლების ხარისხი არ დაეცეს. წინააღმდეგობა, ახალგაზრდა ხელისუფლებას, რომელსაც პრობლემები ძალიან არ სჭირდება, შეაჩერებს.



Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
შვიდი წელია არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრში ვმუშაობ და ამდენივე წელია, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობას ვსწავლობ.
ვრცლად...
გორაშვილი vs ნაჭყებია
სიკვდილით სავსე ქალაქი
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC