11:08, Monday, 26.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დაპირისპირება ტალერის სკოლაში

20.06.2008
ვინ უფრო არღვევს ქცევის წესებს - მოსწავლე თუ მასწავლებელი?!

ნანა ფაჟავა, მარტვილი


ამ კითხვაზე პასუხი მარტვილის რაიონის სოფელ ტალერის საჯარო სკოლაში ყველას აქვს, თუმცა მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ურთიერთბრალდებებით პასუხობენ. წლების განმავლობაში პედაგოგთა შორის დაპირისპირებით ცნობილ სკოლაში მოსწავლეებიც გააქტიურდნენ. გასულ კვირას კი მოსწავლე-მასწავლებლების დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. იგი ორივე მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით დასრულდა. შედეგად კი მოზარდები პოლიციის ქვეგანყოფილებაში აღმოჩნდნენ, ხოლო პედაგოგიური და სამეურვეო საბჭოს წინაშე მოსწავლეების გარიცხვის საკითხი დადგა.

დიდი აურზაური ტალერის საჯარო სკოლაში „შატალომ“ გამოიწვია. 6 ივნისს პირველი გაკვეთილიდან მალულად გასული 7 მოსწავლე სოფლის სასაფლაოზე აღმოჩნდა არყის ბოთლებით ხელში. მამების საფლავზე მირთმეული ალკოჰოლური სასმელის შემდეგ შეზარხოშებული მოსწავლეები მე-5 გაკვეთილისთვის კვლავ სკოლაში დაბრუნდნენ. მთვრალი ბავშვების დანახვაზე სასწავლო ნაწილის გამგისა და ორგანიზატორის რეაქციამაც არ დააყოვნა. აზა და დინარა ჯოჯუებმა მოსწავლეების გაკიცხვა კიბის საფეხურებიდან დაიწყეს.

დინარა ჯოჯუა: „მდინარე ტეხურას სანაპიროზე დაულევიათ და ისეთი მთვრალები მოვიდნენ, რომ ფეხზე ვეღარ იდგნენ. აშკარა იყო, რომ სკოლის აწიოკება ჰქონდათ დაგეგმილი. ბექა ბიგვავას ვუთხარი: ასეთ მდგომარეობაში სკოლაში როგორ უნდა გამოჩნდე, ან რას ჰგავხარ, თმააბურძგნული, გულმკერდგადაღეღილი, სათვალეებით, „ნაუშნიკებით“, ნამდვილ ნარკომანს ჰგავხარ-თქო. ამაზე ენა შემომიბრუნა. მას სხვებიც აჰყვნენ. ლექსო ნაჭყებიამ ორივე დას ბოზები გვეძახა“.

ჰენრი ჯიჯელავა: "სკოლაში რომ მოვედით მასწავლებლების წინაშე ვაღიარეთ, რომ ნასვამები ვიყავით. მათ კი არ გაგვიგეს. ვირიშვილები და მამაძაღლები გვეძახეს. დედებზე და ბებიებზე გვაგინეს. მე არცერთი პედაგოგისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია."

სკოლაში მდგომარეობა ისე დაიძაბა, რომ დირექტორმა დახმარებისთვის პოლიციის დიდი ჭყონის ქვეგანყოფილებას მიმართა, სადაც შვიდივე მოსწავლე გადაიყვანეს. მოგვიანებით მშობლებიც მივიდნენ და ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ მოსწავლეები გაათავისუფლეს.

მშობლები შვილების საქციელს არ ამართლებენ, თუმცა სამართლიანად არც პედაგოგებისა და არც პოლიციის გადაწყვეტილებას მიიჩნევენ. ჰენრი ჯიჯელავას დედა, ელისო ჯიჯელავა უბნის ინსპექტორის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას ულტიმატუმად აფასებს.

ელისო ჯიჯელავა: „პოლიციის ქვეგანყოფილებაში განხილვის საგანი მხოლოდ ოთხი მოსწავლე გახდა. უბნის ინსპექტორმა პაატა სულუხიამ გვითხრა: „თუ ოთხ ბავშვს, ჯიჯელავას, ნაჭყებიებს და ბიგვავას სკოლიდან გაიყვანთ, პრობლემა მოგვარდება, თუ არა - აღრიცხვაზე ავიყვანთო, 6 თვის განმავლობაში რაიონიდან დაუკითხავად ვერ გავლენო“. თუ ბავშვები სკოლიდან გავიყვანეთ, დამნაშავეები არ იქნებიან?!"

საჯარო სკოლის დირექტორი, მერაბ ჯიჯელავა მოსწავლეების თვითნებობაზე საუბრობს და დირექციის გადაწყვეტილებას მართებულად მიიჩნევს. "პოლიციას ჩვენი სკოლა გაძლიერებულ კონტროლზე აყვანილი იმიტომაც ჰყავს, რომ აქ  კონფლიქტური სიტუაციები მუდმივად იყო. პოლიციის ქვეგანყოფილებაში წერილობითი მიმართვა თავად გავაკეთე. ულტიმატუმი პოლიციიდან არავის წაუყენებია. ის, რომ აღრიცხვაზე მოსწავლეები არ აეყვანათ, მე თვითონ ვთხოვე“.

დინარა ჯოჯუა: "ნაჭყებიების დედამ განსაკუთრებულად იუკადრისა შვილების პოლიციის ქვეგანყოფილებაში მოხვედრა. მხოლოდ დასაშინებლად გადავეცით ისინი პოლიციას, რომ ბავშვები დაფიქრებულიყვნენ. ხომ არ გვითქვამს დაიჭირეთ, ციხეში ჩაალპეთო?! თვითონ კიცხავს შვილებს, ჩვენთან კი იხტიბარს არ იტეხს“

სკოლის დირექტორი მოსწავლეების სკოლიდან გარიცხვას არ გეგმავს. მისივე თქმით, ამას არც კანონი ითვალისწინებს, ვინაიდან პირველი შემთხვევა იყო და მხოლოდ ორი მოსწავლე მიიღებს საყვედურს პირად საქმეში შეტანით, დანარჩენები კი სიტყვიერ გაფრთხილებას მიიღებენ.

დირექტორის ამგვარ გადაწყვეტილებას, როგორც გაირკვა, სასწავლო ნაწილის გამგე და სკოლის ორგანიზატორი ეწინააღმდეგება. ინციდენტიდან მეორე დღეს, ქართული ენისა და ისტორიის გაკვეთილზე მისული მოსწავლეები დინარა და აზა ჯოჯუებმა აღარ დაუშვეს. სოლიდარობის ნიშნად კი გაკვეთილების დასწრებაზე სხვა მოსწავლეებმაც უარი განაცხადეს. საზაფხულო არდადაგების დაწყებამდე 10 დღით ადრე სასწავლო პროცესი მეათე კლასში ჩაიშალა.

დინარა ჯოჯუა ლექსო ნაჭყებიასა და ჰენრი ჯიჯელავას სკოლაში დაშვებას კატეგორიულად კრძალავს. პედაგოგის განცხადებით, მისი გაღიზიანება პოლიციის ქვეგანყოფილებაში ლექსო ნაჭყებიას მიერ გაკეთებულმა ახსნა-განმარტებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც იგი თითქოს ნაჭყებიების მშობლებს 100 ლარს სძალავდა.

დინარა ჯოჯუა: „ამ ბავშვებმა ახლა გამომძალველიც გამხადეს. ნაჭყებიების დედა, ნანა თოდუა ჩემი ყოფილი მოსწავლეა, არჩევნებში ორივე „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოვადგენდით. ამიტომაც ვთხოვე, თუ სურვილი ექნებოდათ, სასკოლო ღონისძიების მოსამზადებლად 100 ლარი შემოეწირათ. მე სკოლის სპეცანგარიშის ნომერიც მივუთითე. ეს მოსწავლეები ცილს მწამებენ. მშობლები იმას კი არ ჩივიან, მათი შვილები სკოლაში ჩანთისა და სასწავლო ნივთების გარეშე რომ დადიან, მასწავლებლებს ბოზებს და ახვრებს რომ ეძახიან. მე ასეთ ბავშვებთან გაკვეთილებს ვერ ჩავატარებ“.

დინარა და აზა ჯოჯუების გაკვეთილებზე დასწრება არც მოსწავლეებს სურთ. არ არის გამორიცხული, რომ მომავალი სასწავლო წლისათვის უარის შესახებ მათ დირექციას განცხადებით მიმართონ.

დინარა ჯოჯუა: „მოსწავლეები მე სკოლიდან ვერ გამაგდებენ. ერთი და ორი ბავშვით წყდება პედაგოგის ბედი?! ვინ უნდა დაწეროს ეს განცხადება? ლექსო ნაჭყებიას შეყვარებულმა, თანაკლასელმა გოგონამ თუ „მიძინებულმა ვულკანმა“ უნდა გაუწიოს ორგანიზება, რომელიც მუდმივად აღვივებს კონპლიქტს სკოლაში?!“

„მიძინებულ ვულკანს“ დინარა ჯოჯუა სკოლის ყოფილ დირექტორს ლია გულორდავას უწოდებს, რომელიც ამჟამად იმავე სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის. 4 წლის წინ სკოლაში არსებული დაპირისპირების მოგვარებაში განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციაც ჩაერთო. ლია გულორდავასა და პედაგოგების, აზა და დინარა ჯოჯუების დაპირისპირების გამო სასწავლო პროცესი სკოლაში ათი დღით შეჩერდა. დებ ჯოჯუებს ყოფილი დირექტორის ცემის გამო შინაპატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, თუმცა პედაგოგიური მოღვაწეობა მათ მაინც არ შეუწყვეტიათ.

ამ დროისათვის დირექტორის პოზიციაც გაურკვეველია. მერაბ ჯიჯელავა ჯოჯუებს დადებითად ახასიათებს და მიიჩნევს, რომ თუ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობა შეუძლებელი ხდება, უმჯობესია სკოლა მოსწავლემ დატოვოს. ჯიჯელავა იმ დაპირისპირებასაც ვერ უარყოფს, რომელიც მის კაბინეტში ინციდენტიდან მესამე დღეს, დინარა ჯოჯუასა და ჰენრი ჯიჯელავას ბებიას შორის მოხდა.

მერაბ ჯიჯელავა: „ჰენრი ჯიჯელავა დინარა ჯოჯუას მაზლისშვილია, შესაბამისად ბებია ჯოჯუას დედამთილია. ჩემს კაბინეტში სიტყვიერი დაპირისპირება მათ შორის მართლაც მოხდა, მაგრამ ეს არა მშობლისა და პედაგოგის, არამედ რძალ-დედამთილის დაპირისპირებას უფრო ჰგავდა და მე ორივე ოთახიდან გავაძევე. ოჯახური პრობლემების გარჩევა სკოლაში არავის სჭირდება“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მარტვილის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ციცინო ჭოჭუა ტალერის საჯარო სკოლაში არსებული კონფლიქტის მოგვარებას პირადად შეეცადა. "სკოლა არის სასწავლო დაწესებულება და არა ოჯახური კონფლიქტების მოგვარების ადგილი. ფაქტია, რომ ბავშვებმა დანაშაული ჩაიდინეს, ან უბრალოდ შეეშალათ და ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადდნენ სკოლაში. მოსწავლე-მასწავლებლების ასეთი ურთიერთობა მიუღებელია. ეს პირველი შემთხვევაა და მოსწავლეები საყვედურს მართლაც იმსახურებენ, მაგრამ პედაგოგებსაც მეტი თმენის უნარი მართებთ“.

ტალერის საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან დაკავშირებით ამ დრომდე არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. არც პედაგოგიური და სამეურვეო საბჭო შეკრებილა. ურჩი მოსწავლეები კი სკოლის დატოვებას არ აპირებენ.

 

 

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: სოფლის მკვიდრი
2014-10-27 13:51
დები ჯოჯუები რასაც ცადიან ამას მტელი სკოლა და სოფელი უყურებს მაგრამ რატომღაც არაფერს ამბობენ არც ერთი გაკვეთილი არ ტარდება მხოლოდ ოჯახების გარჩევა და ლანძღვა ესაა მათი დევიზი მეტი არც მოეკითხებათ იქ რაც მოხდა ეს პირადი ინტერესი იყო სხვა კი არაფერი
სახელი: მგლები მე-9 კლასელები
2014-04-28 14:11
ხალხნო ტქვენ არ იციტ კიდევ ტალერსჰი რა დაძაბულობაა დები ;ჯოჯუები;ცდილობენ რომ მტელი სკოლა დაამხონ მაგრამ ამის უფლებას არავინ არ მისცემს . ჩვენ კლასში 13-ნი ვიყავიტ და ჯოჯუების ლანძღვა გინების გამო 5 ბავშვი სალხინოსი წავიდა .. აი ასეტია საზიზხარი აზა
სახელი: მგლები მე-9 კლასელები
2014-04-28 14:11
ხალხნო თქვენ არ იციტ კიდევ ტალერსჰი რა დაძაბულობაა დები ;ჯოჯუები;ცდილობენ რომ მთელი სკოლა დაამხონ მაგრამ ამის უფლებას არავინ არ მისცემს . ჩვენ კლასში 13-ნი ვიყავიტ და ჯოჯუების ლანძღვა გინების გამო 5 ბავშვი სალხინოსი წავიდა .. აი ასეტია საზიზხარი აზა ჯოჯუა
სახელი: მოსწავლის მშობელი
2014-04-13 12:34
ვაი იმ მშობელს ვისაც საკუთარი შვილი ვერ აღუზრდია და ღირსეულ პედაგოგებს ადანაშაულებს
სახელი: მარეხ ჯოჯუა
2013-10-06 22:06
ვაი სირცხვილო......... ხომ იყო შესაძლებელი ეს საკითხი სკოლას ისე მოეგვარებინა, რომ სააშკარაოზე არ გასულიყო
სახელი: გოგი
2013-03-29 13:23
მგონი მასწავლებლები (ჯოჯუები) უფრო მეტს აშავებენ ვიდრე მოსწავლეები.

სახელი: ნიკა ჯოჯუა
2013-02-27 21:56
ტალერსრაჯობია))))))))))))))))))))))))))))))))
სახელი: სულხანი ქობალია
2011-03-22 20:27
არადა მახსოვს ჩემს ბავშვობაში ტალერში მშვიდი ხალხი ცხოვრობდააააააააააა?????????????
\
სახელი: ირაკლი
2010-11-20 20:23
დაძაბული სიტუაციაა.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC