კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღის გამგეობაში ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

25 ივლისი, 2008

თამარ მახარაშვილი, კახეთი

გუშინ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაცვის წარმომადგენლების მეშვეობით, შენობიდან გააძევეს. გამგეობის თანამშრომელმა ფიქრია ჯოხარიძემ ჟურნალისტს განუცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენტებთან ამგვარად მოქცევის შესახებ მითითება, გამგებლის მეშვეობით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან მიიღეს.

ჟურნალისტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისგან მის მიერ გამოტანილი იმ გადაწყვეტილების გაცნობას ითხოვდა, რომლითაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს გიორგი ჩხეიძეს, უარი ეთქვა საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე. ინფორმაცია სიღნაღში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების თანხებს ეხება.

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა უარით გვპასუხობს ყველა ჩვენს წერილობით მოთხოვნაზე, მოგვაწოდონ ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით საჯაროა. რამდენიმე დღის წინ, სიღნაღის გამგეობის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მოვალეობის შემსრულებელმა შორენა ქადაგიშვილმა მომცა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილებაში იგი მიუთითებს, რომ „საჯარო ინფორმაციის საკანონმდებლო დატვირთვა არ გულისხმობს საჯარო დაწესებულების მხრიდან დაინტერესებული პირებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გაცემას“, რაც არის უკანონო. რადგან სიღნაღის გამგეობიდან საჯარო ინფორმაციის მიღების კუთხით მუდმივად ასეთი პრობლემები გვაქვს და არა მარტო მე, არამედ კახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც, გადავწყვიტე საჯარო ინფორმაციას, რომელიც მაინტერესებდა, ადგილზე, გამგეობაში გავცნობოდი. ამიტომაც მივედი და ვთხოვე ქადაგიშვილს, რომ გაეცნო ჩემთვის მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება #1, რომლითაც უარი უთხრა გიორგი ჩხეიძეს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. გარდა იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებით გაუმჭვირვალეა თუ რა თანხები და საიდან გაიხარჯა სიღნაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ეს გადაწყვეტილება კახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან რეგიონის სხვა გამგეობებსაც დაეგზავნათ სახელმძღვანელოდ, რამაც მოგვიტანა ის, რომ გამგეობების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები სისულელეს იმეორებენ. ქადაგიშვილმა მითხრა, რომ მომეცადა. შევიდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვანო პეტრიაშვილის სამუშაო ოთახში. არ ვიცი, რა ისაუბრეს, მაგრამ რომ გამოვიდა უარი მითხრა. მოვთხოვე, განემარტა, რა უფლებით მეუბნებოდა უარს საჯარო ინფორმაციის გაცნობაზე, რა დროსაც ოთახში გამგეობის თანამშრომელი და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ფიქრია ჯოხარიძე შემოვარდა. მან, ჩემი მისამართით შემოსვლისთანავე აგდებით დაიწყო ლაპარაკი.

სიღნაღის გამგეობაში არაერთი უდანაშაულო პირი დაუპატიმრებიათ ხულიგნობის მოტივით. ვიცი, რომ სიღნაღის გამგეობის ხელმძღვანელობას და ამ რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს ნუგზარ აბულაშვილს, რომელიც ერთპიროვნულად მართავს ადგილობრივ ხელისუფლებას, განსაკუთრებით ვძულვარ, რადგან მის მიმართ არაერთი მამხილებელი სტატია და მოკვლევა მაქვს გამოქვეყნებული. ვიცი ისიც, რომ სიღნაღის გამგეობაში პროვოკაციის მოწყობის რამდენიმე ოსტატი მუშაობს, რომლებიც ჩემს გაღიზიანებას შეეცდებოდნენ, ამიტომ დიქტოფონი საჯაროდ ჩავრთე და ქადაგიშვილთან საუბარი ისე გავაგრძელე. ჯოხარიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, დამწყევლა და მაგინა. დიდი ხმით ყვიროდა, ვინ ოხერი ხარ, რომ გამგეობაში შემოდიხარ და ინფორმაციის გაცნობას ითხოვო. მის ყვირილზე ოთახში უცნობი მამაკაცები შემოიჭრნენ. ორმა მათგანმა, რომელმაც ჩემი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, უკვე გამგებლის მოადგილის ვანო პეტრიაშვილის თანდასწრებით ვინაობა არ გაამხილა, ხელები გადამიგრიხეს, მუშტები დამაყარეს და ოთახიდან გამომიყვანეს, რის შემდეგაც შენობიდანაც გამაძევეს“, - ამბობს გელა მთივლიშვილი.

ინციდენტის დროს ჯოხარიძემ ხმამაღლა აღნიშნა, რომ დავალება იმის შესახებ, რომ ჟურნალისტებს საჯარო ინფორმაცია არ უნდა მიაწოდონ და საჭიროების შემთხვევაში ამგვარად უნდა მოექცნენ, სიღნაღის გამგებლის მეშვეობით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან მიიღეს.

აუდიო ჩანაწერის არსებობის მიუხედავად, საიდანაც ნათელია, ფიზიკური ძალის გამოყენებით როგორ აძევებენ გამგეობის შენობიდან დამოუკიდებელ ჟურნალისტს, კახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი ბოტკოველი ინციდენტს უარყოფს. "მე ვესაუბრე სიღნაღის გამგებელს და მითხრა, რომ ასეთი ფაქტი საერთოდ არ მომხდარა. იყო მხოლოდ კამათი. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ასეთი დავალებები ჩვენ გავეცით, სიმართლეს არ შეესაბამება.

- სიღნაღის გამგებელმა საიდან იცის ზუსტად რა მოხდა გამგეობის შენობაში? ინციდენტის დროს ის სოფელ ულიანოვკაში იყო, სადაც მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავდა?

- მან ალბათ იცის ის, რაც გამგეობის თანამშრომლებმა უთხრეს.

- და თქვენც გჯერათ? აბა, გამგეობის თანამშრომლები ხომ არ ეტყოდნენ, ჟურნალისტი, რომელიც საჯარო ინფორმაციის გაცნობას დაჟინებით ითხოვდა ფიზიკურად გავუსწორდით და გამგეობის შენობიდან გავაგდეთო? ისე, საჯარო ინფორმაციას ჟურნალისტებს სამხარეო ადმინისტრაციაც აქტიურად უბლოკავს, არც ჩვენს მიერ დაწერილ ადმინისტრაციულ საჩივრებს განიხილავთ...

- გავერკვევი.

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს საჯარო ინფორმაციის არაერთხელ დაბლოკვისათვის უჩივის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.

 

ახალი ამბები