კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანების დაკავება პერმანენტულ ხასიათს ესკალაციის დროს იძენს“

28 ივლისი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

ქართულ-ოსურმა დაპირისპირებამ ესკალაციის მორიგ ეტაპზე გადაინაცვლა. საქმე უკვე ადამიანების უკანონო დაკავებას ეხაბა. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენები ამის თვალსაჩინო მაგალითია. ორივე მხარის მიერ დაკავებული ადამიანები, რომლებიც საკმაოდ მძიმე დანაშაულში იყვნენ ეჭვმიტანილნი, გამოუშვეს. რას ნიშნავს ეს? რატომ ხდება ორივე მხარის მიერ ადამიანების ჯერ დაკავება და შემდგომ მათი გამოშვება?

20 ივლისს სეპარატისტული შეიარაღებული ფორმირებების წევრებმა სოფელ ნიქოზის მკვიდრი, თეიმურაზ გოგიტაშვილი დააპატიმრეს. ამავე დღეს ქართველმა სამართალდამცავებმა 4 ოსი: ზაურ და ალიხან ხუბაევები, გელა სანაკოევი და სოსლან სიუკაევი დააკავეს. ამ ფაქტის შესახებ ქართულმა მხარემ ინფორმაცია მხოლოდ 21 ივლისს გაავრცელა.
„დიახ, ჩვენ ვადასტურებთ ამ ადამიანების დაკავების ფაქტს. ისინი ეჭვმიტანილები არიან სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულში”, - განაცხადა შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა.

ოსური მხარის მტკიცბით, „მათი მოქლაქეები შურისძიების მიზნით მოიტაცეს“. თემურ გოგინაშვილის დაკავების საპასუხოდ. ოსი სეპარატისტების ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი მინძაევი ირწმუნებოდა, გოგინაშვილს მანამ არ გაათავისუფლებდნენ, სანამ გამოძიება არ დასრულდებოდა. „ქართული მხარე აცხადებს, რომ, თუ ჩვენ გოგინაშვილს არ გავათავისუფლებთ, ისინი ტყვედ აყვანილ ჩვენს მოქალაქეებს აწამებენ. როგორ შეიძლება ბოროტმოქმედი გოგინაშვილის გათავისუფლება, ის ხომ "პაიალნი ლამპით" ადამიანებს კლავდა. ქართული მხარის მიერ დაკავებული ოთხი ადამიანი კი სრულიად უდანაშაულოა. ქართული მხარე ასევე იმუქრება, რომ დაკავებულ ოთხ ოსი ეროვნების ადამიანს ნარკოტიკებს ჩაუდებს“.

მიუხედავად გოგინაშვილის მიერ ჩადენილი ასეთი „მძიმე დანაშაულებისა“ ის 24 ივლისს ოსურმა მხარემ გაათავისუფლა. ხოლო ერთი დღით ადრე 23 ივლისს გორის რაიონულმა სასამართლომ 2 ათასი ლარის გირაოს გადახდის პირობით, ცხინვალის მკვიდრები სოსლან სიუკაევი და ზაურ ხუბაევი გაათავისუფლა. დანარჩენ ორს კი, ნარკოტიკების უკანონოდ შენახვის ბრალდება წაუყენა.

"ოსი ეროვნების მოქალაქეების დაკავებამდე მცირე ხნით ადრე, ოსმა ძალოვნებმა თეიმურაზ გოგინაშვილი დააპატიმრეს, რომელიც სრულიად უდანაშაულოა. თუმცა, ჩვენ გაცვლას არ ვაპირებთ და გოგინაშვილის გათავისუფლებას სხვა გზებით შევეცდებით“, - დამნაშავეების გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უტიაშვილმა განაცხადა.
ის ფაქტი, რომ ეს ორი დაკავება დროში უცნაურად დაემთხვა ერთმანეთს, ეჭვს  ბადებს, რომ დაკავების მიზეზი არა რეალური დანაშაული, არამედ ძალის დემონსტრირებაა. მით უმეტეს, ამ დაკავებებს უსაფუძვლო გათავისუფლებები მოყვება.

ასეთი ქმედებები, ექსპერტ მამუკა არეშიძის აზრით, საერთო გაღიზიანების შედეგია. დაკავებები და გატაცებები ყოველთვის ხდება, თუმცა პერმანენტულ ხასიათს ესკალაციის დროს იძენს. ბოლო დროს ასეთი ტენდენცია მკვეთრად გამოიხატა. ამით ორივე მხარე ძალის დემონსტრირებას ცდილობს. 

„დინამიკას რომ მიაქციოთ ყურადღება, პროცესი ინტენსიურად მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნეზავისიამაია გაზეტაში“ და „კომერსანტში“ „ქართველების საიდულო გეგმის“ შესახებ დაიწერა, მერე კონდოლიზა რაისი ჩამოვიდა, მერე მეთიუ ბრაიზა სოხუმში ჩავიდა. 3 ივლისს სანაკოევზე თავდასხმა მოხდა. ამის შემდეგ დაკავება დაკავებას მოყვებოდა. ჯერ 4 ქართველი დააკავეს, რომლებიც სოფელში საქეიფოდ წავიდნენ და დაბრუნებისას გზა აერიათ. რუსეთის პოსტს მიადგნენ. იქ უხერხული შელაპარაკება მოხდა. მათ სასტიკად მოექცნენ, თუმცა შემდეგ მაინც ქართულ მხარეს გადასცეს. სასჯელად ოსური სახელმწიფო საზღვრის დარღვევა მიუყენეს. ასეთი სასჯელის მიყენება ყოველთვის ნებისმიერი მოქალაქისთვის არის შესაძლებელი, რომელიც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს ან იქ მოძრაობს. მერე ანალოგიური რამ ქართველებმა გააკეთეს, ნარკოტიკებით ვაჭრობაზე ოთხი კაცი დააკავეს. შემდეგ ისევ ოსებმა დააკავეს და ა. შ. კონფლიქტის ესკალაციის დროს ხდება არა მხოლოდ დაკავებები, არამედ აბუჩად აგდება, დამცირება შეურაცხყოფა“.
მამუკა არეშიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ადამიანებს სპეცოპერაციების მიზნითაც აკავებენ. ბევრი ქართველი ახალგაზრდა ოსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნარკოტიკების შეძენისთვის ჩადის.

რაც შეეხება გათავისუფლების ფაქტებს, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ეს გარკვეული ძალების ჩარევის შემდეგ ხდება, რომლებსაც კონფლიქტის ესკალაცია არ სურთ.
„ყველა ის ფაქტი, როდესაც ოსებმა ქართველები გამოუშვეს, ცხინვალის კონფლიქტის ზონაში მოქმედი შერეული სამშვიდობო ძალების სარდლის, მარატ კულახმეტოვის პირადი დამსახურება იყო. ის დაინტერესებულია, რომ დაპირისპირება არ მოხდეს. სამშვიდობოები რეალურად სიტუაციას არ აკონტროლებენ. რაღაცით თავისი ყოფნა ხომ უნდა გაამართლონ. მდგომარეობის შერბილებისთვის გადადგმული ნაბიჯები, ბოლო დროს მათი ქცევის წესი გახდა, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში. როდესაც სანაკოევზე თავდასხმის შემდეგ, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთს ტყვიები დაუშინეს, რუსები არ ჩარეულან. ადრე თავის პოზიციებსაც კი უთმობდნენ ოსებს. ხანდახან ასეთ სროლებში მონაწილობდნენ კიდეც. ახლა პირიქით, დემონსტრატიულად არ ერევიან ამ პროცესში. ზოგი რამ ადამიანის პირად თვისებებზეც არის დამოკიდებული. კულახმეტოვი მყავს მხედველობაში,  რომელიც უკვე დაიღალა გაუთავებელი დაპირისპირებით და ურთიერთბრალდებით. რაც არ უნდა ხდებოდეს, გარკვეულწილად ორივე მხარე დამნაშავეა“, - აცხადებს არეშიძე.


ახალი ამბები