11:00, Monday, 26.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არცერთი გამამართლებელი განაჩენი

29.07.2008
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს ის, რომ ბავშვთა უფლებების გაეროს კომიტეტი შეწუხებულია მრავალ ქვეყანაში არსებული სახელმწიფო პოლიტიკითა და საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც ეხება არასრულწლოვან დამნაშავეებს. არსებობს ბევრი ნიშანი იმისა, რომ მთავრობები არღვევენ ბავშვთა უფლებებს. ზოგადად, მარტივი გადაწყვეტილებები საკმაოდ საშიშია და კეთილი მისწრაფებების შემთხვევაშიც კი, მათ შეიძლება მიგვიყვანონ ძალადობის ახალ ციკლამდე“, - ნათქვამია დანიუს პურასის (გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი) მოხსენებაში.

ბუნებრივია „მრავალ ქვეყანაში“ საქართველოც იგულისხმება, რადგან აღნიშნულ მოხსენებაში გარკვევითაა მინიშნებული ჩვენი ქვეყნის შანსზე, შეიმუშაოს მთელი რიგი ალტერნატიული ზომები, რათა გამოიყვანოს ბავშვები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შესული ცვლილებებისა და დამატებების მიხედვით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 14-დან 12 წლამდე შემცირდა. შესაბამისად, ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონში. აღნიშნული ცვლილებები და დამატებები  2008 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. თუმცა, საქართველოს პარლამენტის რეკომენდაციის საფუძველზე, სასამართლოები აღნიშნულ ცვლილებას სავარაუდოდ 2009 წლის იანვრამდე არ გამოიყენებენ. ანუ, მანამდე,  სანამ ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ შეიქმნება.

მანამდე კი, საინტერესოა, რა პირობებში ხდება ზოგადად, არასრულწლოვანთა  გასამართლება, როგორია ქართული მართლმსაჯულების „განწყობა“ და საბოლოოდ,  რას ითვალისწინებს გამოტანილი სასჯელი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ახორციელებდა სასამართლოების  მონიტორინგს არასრულწლოვანთა საქმეებზე. 2008 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 12 არასრულწლოვანის, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 8 არასრულწლოვანის საქმეა განხილული. არასრულწლოვანთა საშუალო ასაკი 15 წლიდან 18 წლამდე მერყეობს. ისინი ძირითადად სოციალურად დაუცველ, მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს წარმოადგენენ.

„სასამართლოების მიერ განხილული საქმეებიდან ყველაზე ხშირია ქურდობის, ქურდობის მცდელობის, ძარცვის, ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვის, აგრეთვე, ტარების ფაქტები. განხილული საქმეების ანალიზით კარგად ჩანს, რომ საქმეთა უმრავლესობა გადაწყვეტილია საპროცესო შეთანხმების დამტკიცებით სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვისა და არასრულწლოვანის შესახებ, მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხების გამოკვლევის გარეშე. სასამართლოების მიერ საქმეთა განხილვა ძირითადად ერთი ან ორი პროცესის ჩატარებით შემოიფარგლება. ბუნებრივია, ამ დროს მიმდინარეობს საქმის ვითარების ზედაპირული მოსმენა და შემდეგ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სასამართლოს არცერთხელ უთქვამს უარი პროკურატურის შუამდგომლობაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ. ყველა ასეთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებულია“, - ამბობს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ოფისის იურისტი ნანა ჩაფიძე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ოფისის მიერ განხორციელებული მონიტორინგი ცხადყოფს, რომ აღნიშნული 20 საქმიდან როგორც ქუთაისის საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოს, გამოტანილი არ აქვს არცერთი გამამართლებელი განაჩენი.

„მონიტორინგის შედეგების მიხედვით, საქართველოს სასამართლოებში არასრულწლოვანი ბრალდებულების საქმეთა განხილვისას ორი ძირითადი მახასიათებელი იკვეთება, ესაა მზარდი ტენდენცია საპროცესო შეთანხმების გამოყენებისა და ჯარიმის დაკისრებისაკენ. ისინი ძირეულად ეწინააღმდეგება ევროპისა და გაერთიანებული ერების სამართლებრივ პოლიტიკასა და რეკომენდაციებს ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით. დღესდღეობით საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები და სასამართლოს დამოკიდებულება, არასრულწლოვან ბრალდებულთა მიმართ, შეუსაბამოა ბავშვთა უფლებების კონვენციის მოთხოვნებთან. კერძოდ, ვგულისხმობ პირველ, მე-3, მე-6 და მე-12 მუხლებს. მე-12 მუხლი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, ეხება ბავშვის უფლებას, რომ გაუგონ და მოუსმინონ მას“, - ამბობს ნანა ჩაფიძე.

მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების განწყობისა, და რაც მთავარია, აღნიშნული მონიტორინგის შედეგებისა, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მოზარდთა მიმართ მაინც ძალადობრივია და მცდელობაც კი, არ არის იმისა, რომ იყოს გაცილებით ჰუმანური და რაც მთავარია, ბავშვთა უფლებების გამტარებელი.

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC