კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო არშემდგარ ქვეყანათა სიაში 56-ე ადგილზეა.

30 ივლისი, 2008

ბელორუსი უარესობისკენ მხოლოდ რამდენიმე საფეხურით გვისწრებს

ეკა ქევანიშვილი, თბილისი

ორმა ცნობილმა ამერიკულმა ინსტიტუტმა, ჟურნალმა „Foreign policy“ და ორგანიზაცია „Fund for Peace“-მა არშემდგარ და საგანგაშო მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოთა ყოველწლიური სია გამოაქვეყნა. საქართველო ამ სიაში 56-ე ადგილზეა. შარშანდელზე რამდენიმე საფეხურით ქვემოთ. ამ მხრივ მას ცოტათი უსწრებს ბელორუსი, რომელსაც ინდექსში 53-ე ადგილი მიუჩინეს.

FSI (Failed States Index) 2008 იმ რისკებს ეყრდნობა, რაც თითოეულ ამ ქვეყანაში არსებობს, ხოლო ინფორმაციის წყარო ის უამრავი ანგარიში, მოხსენება და სტატიაა, რომელსაც მედია თუ არასამთავრობო სექტორი ავრცელებს, რაც ასევე ვრცელდება ინტერნეტით. არშემდგარ ქვეყანათა ინდექსი 2005 წლიდან ქვეყნდება და ეს რიგით მეოთხე კვლევაა. 2007 წლის მაისიდან დეკემბრამდე კვლევის ავტორებმა 30 000 წყარო გამოიყენეს.

ისინი თორმეტ ძირითად ინდიკატორზე შეჩერდნენ. სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მომენტებზე. კერძოდ, მათ შეაფასეს ქვეყნები იმის მიხედვით, არის თუ არა მზარდი დემოგრაფიული პრობლემები ამ ქვეყანაში. ლტოლვილებისა და დევნილების მასობრივი გადაადგილების მიხედვით, რაც ბევრ პრობლემას ქმნის;
აქცენტი გაკეთდა ადამიანთა ქვეყნიდან გაქცევის მუდმივ და უწყვეტ პროცესებზე.
ეთნიკური და კულტურული ჯგუფების არათანაბარ ეკონომიკურ განვითარებაზე,
მკვეთრ ეკონომიკური ვარდნაზე. ქვეყნის კრიმინალიზაციაზე. საჯარო სამსახურების მუშაობის დონის გაუარესებასა და კანონის უზენაესობის უგულვებელყოფაზე, ადამიანის უფლებების საყოველთაო დარღვევაზე...

მეზობელი ბელორუსი, რომლის დიქტატურულ რეჟიმზეც საქართველოს ხელისუფლება ამდენს საუბრობდა ქვეყნის სათავეში მოსვლისას, საქართველოსგან არც ისე შორს, 53- ე ადგილზეა. მეზობელი და მეგობარი უკრაინა - 108-ზე.

ყველაზე საშიში ქვეყნების პირველ ათეულში სომალი, სუდანი, ერაყი, პაკისტანი და მსგავსი ქვეყნები შედიან. პოსტ საბჭოთა სივრციდან „წითელ ზონაში“ უზბეკეთი მოხვდა.
 
შედარებისთვის, სტაბილური ქვეყნების სიაში მოხვდნენ (128-162 ადგილები) რუმინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი,ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები. ხოლო უფრო ზემოთ, 163-დან 177-მდე ადგილები ყველაზე სტაბილურმა ქვეყნებმა გაიყვეს, სადაც ადამიანის უფლებები ყველაზე მეტდ არის დაცული და ესენია იაპონია, ბელგია, ჰოლანდია, შვეიცარია, ავსტრია, დანია, ირლანდია და ა.შ.
დეტალური ინფორმაციის მოძიება ამ მისამართებზეა შესაძლებელი. ForeignPolicy.com  და  fundforpeace.org.

ამ ინდექსში საქართველოს ვარდნას წინა წელთან შედარებით ექსპერტები ლოგიკურს ეწოდებენ იმ მოვლენების გათვალისწნებით, რაც ბოლო დროს ქვეყანაში განვითარდა - 7 ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე. განსაკუთრებით ეს ეხება მედიის შეზღუდვას, კერძო საკუთრების უფლების დარღვევას, არჩევნების გაყალბებას და ა.შ

„რესპუბლიკელი“ თინა ხიდაშელი ამბობს, რომ თუ მსოფლიო საზოგადოება უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს რა ხდება რეალურად საქართველოში და აქ მიმდინარე პროცესებს ყურადღებით დააკვირდება, ეს მხოლოდ წაადგება ქვეყანას.

 

ახალი ამბები