კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბან კი მუნი საკუთარ ანგარიშში ხურჩის ინციდენტზე აკეთებს აქცენტს

31 ივლისი, 2008


ნონა სუვარიანი, თბილისი

23 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ხურჩას ინციდენტსაც შეეხო. ანგარიშის ავტორებს დღესაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა უჩნდებათ. ტექსტის ინტერპრეტირება, სწორედ მისი დიპლომატიური ტონიდან გამომდინარე, მრავალნაირად შეიძლება. რის თქმას ცდილობენ გაეროს ექსპერტები სტრიქონებს შორის?

23 ივლისს გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის მოხსენებაში  აქცენტები ქართულ-აფხაზურ ზონაში მომხდარ ინციდენტებზე კეთდებოდა. ბან კი მუნის შეფასებით, კონფლიქტის ზონაში სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. მან გააკრიტიკა საქართველოს უპილოტო საფრენი აპარატის გადაადგილების ფაქტი და განაცხადა, რომ ეს არის მოსკოვის შეთანხმების პირველი პუნქტის დარღვევა. იმავე შეთანხმების საფუძველზე, გააკრიტიკა ამ საფრენი აპარატების განადგურების ფაქტიც.

ბან კი მუნი 21 მაისის არჩევნებსაც შეეხო. საპარლამენტო არჩვენების დღეს გაეროს მისია ენგურის ხიდზე მოსახლეობის გადაადგილებას აკვირდებოდა. მათი  განცხადებით, მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, ადგილობრივ მოსახლეობას ნეიტრალურ ზონაში მოძრაობას არავინ უშლიდა. რეალურად კი აფხაზურმა  მხარემ ცეცხლის შეწყვეტის ხაზი მხოლოდ 1 ივლისს რიგი აფეთქებების შემდეგ გადაკეტა.

29 და 30 ივნისის აფეთქებები გაერომ როგორც „ძალადობის ახალი საგანგაშო დონე“ შეაფასა.  

გაერო ხაზს უსვამს ქართული მედიის მონაწილეობას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და  დსთ-ეს სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების დროს. მასმედია აქტიურად აშუქებს ამ დაპირისპირებას.

თუმცა მოხსენებაში ყველაზე მძიმედ ხურჩის ინციდენტია შეფასებული. ამ ინციდენტის გამოძიების აუცილებლობის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არჩევნების დღეს და შემდგომი პერიოდშიც საუბრობდა. ამ ინციდენტზე სტუდია  “რეპორტიორმა“ ჟურნალისტური გამოძიებაც ჩაატარა.  ჟურნალისტების მიერ მოძიებულმა ინფორმაციამ უამრავი კითხვა გააჩინა. ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტები გასხვავდებოდნენ ოფიციალური ვერსიისგან და ეჭვს ბადებდნენ, რომ აფეთქება ქართული მხარის მიერ იყო მოწყობილი. ხურჩის ინციდენტზე  ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენლები, ივარ დალე და ოგე ბორჩგრევინკიც წერდნენ, ისინი ასევე ითხოვდნენ ფაქტის ობიექტურად გამოძიებას. სოფელ ხურჩას ისინი აფეთქების მეორე დღეს ეწვივნენ. თვითმხილველებმა მათ უამბეს, რომ ქართველი ამომრჩევლები საქართველოს მიმართულებით ხმის მისაცემად მართლაც მოემგზავრებოდნენ.

აი, რას ყვება 23 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ივარ დალე:

„ავტობუსები ხურჩის სტადიონზე გაჩერდნენ, სადაც მოგვიანებით აფეთქება მოხდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აფეთქებამდე იქ უკვე იმყოფებოდნენ ტელეჟურნალისტები. ხოლო სროლისთანავე ადგილზე სამხედროებიც მოვიდნენ. მოგეხსენებათ, სოფელი ხურჩა დემილიტარიზებულ ზონაში მდებარეობს. უახლოესი სამხედრო ბაზა 20 წუთის სავალზეა. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, როგორ მოახერხეს შეიარაღებულმა ძალებმა ასე სწრაფად შემთხვევის ადგილზე მისვლა. კიდევ ერთი რამ აეჭვებს ჩვენთან ერთად ადგილზე მისულ გაეროს სამხედრო ექსპერტს. იმ ყუმბარის სროლა, რომელიც ავტობუსებს მოხვდა, განსაკუთრებულ ოსტატობას მოითხოვს. თან მისი სროლა მხოლოდ ახლო მანძილიდან არის შესაძლებელი“.
ივარ დალეს ასევე მიაჩნდა, რომ აფეთქების ტრაგიკული სცენარი წინასწარ იყო მომზადებული იმისთვის, რომ ყურადღება არჩევნებიდან სხვა საკითხზე გადაეტანათ.

ბან კი მუნი საკუთარ ანგარიშში, ფაქტობრივად, იგივეს წერს:

„21 მაისს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, სოფელ ხურჩასთან, რომელიც ბუფერული ზონის სიახლოვეს მდებარეობს, ყველაზე სერიოზული ინციდენტო მოხდა. ამჯერად მასიური ორმხრივი სროლა ფეხბურთის მოედნის ირგვლივ მიმდინარეობდა, სადაც ძირითადად, გალის რაიონის მოსახლეობა შეკრიბეს იმისთვის, რომ ავტობუსებით ზუგდიდიში ხმის მისაცემად წაეყვანათ.  გამოძიებისას გაირკვა, რომ მას შემდეგ, რაც  თავმდასხმელებმა ცეცხლი გახსნეს, ფეხბურთის მოედანზე შეკრებილმა მოსალეობამ გაიქცა, ხოლო ცარილი ავტობუსები ყუმბარმტყორცნებიდან დაცხრილეს და ააფეთქეს. სამი ადამიანი საავადმყოფოში მიიყვანეს, ერთ-ერთი მათგანი მძიმედ იყო დაჭრილი. ქართული უშიშროების ძალებმა შემთხვევის ადგილას მალევე მივიდნენ და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ისროდნენ ნეიტრალური ტერიტორიის მიმართულებით. ინციდენტი სრულად გადაიღეს ქართული მასმედიის წარმომადგენლებმა. ქართულმა მხარემ ამ ინციდენტზე პასუხისმგებლობა მაშინვე  აფხაზურ მხარეს დააკისრა. აფხაზურმა მხარემ უარყო ამ ინციდენტთან ყოველგვარი კავშირი.

მისიის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, დადგინდა, რომ ადგილი, საიდანაც თავდამსხმელები ისროდნენ - ავტობუსებიდან დაახლოებით 100 მეტრით იყო დაშორებული და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობდა. ჯერ კიდევ ვერ აღმოვაჩინეთ მყარი მტკიცებულებები თავდამსხმელთა ვინაობის შესახებ. ინციდენტთან დაკავშირებით ბევრი შეუსაბამობაა. კერძოდ კი, ის ფაქტი, რომ ინციდენტი ისე გადაიღეს, თითქოს იცოდნენ, როგორ განვითარდებოდა. ვითხოვთ, რომ UNOMIG-მა გააგრძელოს გამოძიება.

ბან კი მუნი მოუწოდებს აფხაზურ მხარეს UNOMIG-ის (გაეროს სადამკვირვებლო მისია) თავისუფალ გადაადგილებას უწყობდეს ხელს, ხოლო ქართულ მხარეს - იცავდეს დსთ-ს სამშვიდობო ძალების შესაბამის ზონაში გადაადგილებას.

 გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში აფხაზეთში, საქართველოში სიტუაციის შესახებ

ახალი ამბები