კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

17 წლიანი უსახლკარობა გრძელდება

16 სექტემბერი, 2008

ცხინვალის რეგიონიდან დევნილ შალუტაშვილების ოჯახს ყურადღება არ ეღირსა

გულო კოხოძე, ახალციხე

1991 წელს ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ჯიმშერ შალუტაშვილისა და ციცინო ზედგინიძის ოჯახი ისევ უბინაოდაა. სახლი სადაც შალუტაშვილები არიან შეხიზნული, მიზერულ ფასად აუქციონზე გაიყიდა. ,,იმ დღეს სამართალი გაიყიდა”  - აცხადებს ციცინო ზედგინიძე.
                                      
ზნაურის რაიონის სოფელი ახალშენიდან იძულებით გადაადგილებული შალუტაშვილების ოთხსულიანი ოჯახი, 1991 წლიდან დევნილის სტატუსით ახალციხეში ცხოვრობს.

ქალაქში,  ეს საცხოვრებელი - თაბუკაშვილის 42 ნომერი, ყოფილი ბიბლიოთეკის შენობა – შალუტაშვილების ოჯახმა თავად მოძებნა.  მანამდე მათ ქირით რამდენიმე ბინა გამოიცვალეს.

,,ის ბინაც, სადაც ქირით ვიყავით, გაიყიდა. ახალციხეში ბინის ფასმაც აიწია, სხვა ბინის დაქირავებაც ვერ შევძელით”, - გვითხრა ციცინო ზედგინიძემ.

თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა ერთ-ერთი ორგანიზაციის ოფისი აღმოჩნდა.

„შევხვდი ორგანიზაციის თავმჯდომარეს – მიშა კეთილაძეს. ჩემი გასაჭირის მოსმენის შემდეგ მათ შენობა დაგვითმეს. კრედიტით ბინა გავარემონტეთ და გასული წლიდან იქ ცხოვრება დავიწყეთ. გამგეობასაც ვაცნობე ამის შესახებ და ვითხოვე ჩვენთვის იქ ცხოვრება ოფიციალურად დაეკანონებინათ. ახალციხის სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსმა თენგიზ ზედგინიძემ მიპასუხა, რომ იქ არ უნდა გადავსულიყავით, რადგან შენობის აუქციონზე გაყიდვა იყო დაგეგმილი ”, - ამბობს ციცინო ზედგინიძე.

ოჯახის დიასახლისმა თხოვნის წერილი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და პრეზიდენტსაც გაუგზავნა.

,,წერილი და სამინისტროს შუამდგომლობა ქონების მართვის დეპარტამენტში გადაიგზავნა, სადაც მოხდა ჩვენი დარეგისტრირება ამ ბინაში”, - გვითხრა ციცინო ზედგინიძემ.

შენობა 2005 წლის 13 სექტემბერს  აუქციონზე მაინც გაიტანეს. ფასი 7318 ლარი იყო. შენობის შეძენის მსურველი შალუტაშვილების ოჯახის გარდა, ახალციხის მკვიდრი ვინმე ხაჭაპურიძე იყო. ამ თანხის გადახდა ვერცერთმა მხარემ ვერ შეძლო.
დევნილები ისევ შენობაში დარჩნენ.
 
მორიგი აუქციონი ექვს დეკემბერს გაიმართა. შალუტაშვილებს სხვადასხვა მიზეზების გამო აუქციონში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.

აუქციონზე ხაჭაპურიძეს კონკურენტი აღარ ჰყავდა და შენობა 276 დოლარად გაიყიდა.

მთავარი კითხვა როგორ მოხდა აუქციონზე 7318 ლარად გატანილი შენობის 276 დოლარად გაყიდვა უპასუხოდ რჩება.

თენგიზ ზედგინიძე ახალციხის სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღარ მუშაობს. ის ამჟამად ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სპეციალისტია.

როგორც ჩანს, თანამდებობის დატოვებას პასუხისმგებლობის მოხსნაც მოჰყვა, რადგან თენგიზ ზედგინიძემ სხდომაზე მაგვიანდებაო და ჩვენთან საუბარი არ ისურვა.

დიალოგი, რომელიც გამგეობის დერეფანში დაიწყო და ჩემი თხოვნის შემდეგ მის კაბინეტში განვითარდა ასეთი იყო;

,,მე არაფერ შუაში ვარ, ჭორებზე კი კომენტარს არ გავაკეთებ”, - საკმაოდ აღელვებული ტონით გვიპასუხა თენგიზ ზედგინიძემ.

,,ქალაქში ვინ რას იტყვის მე ხო არ უნდა ვუპასუხო ყველას?” – უეცრად გაღიზიანებულმა და ანერვიულებულმა ახალციხის სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ყოფილი უფროსმა კაბინეტში გაჩერება აღარ ისურვა და ისევ დერეფანში გამოვიდა.

შალუტაშვილების ოჯახში ბინის დატოვების თაობაზე ჯერჯერობით არავინ მისულა, თუმცა ისინი მუდმივ შიშში ცხოვრობენ.

იმ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების შემთხვევაში, რომელშიც განთავსებულნი არიან დევნილები, საქართველოს პრეზიდენტის 05.01.2002 წლის # 5 ბრძანებულების თანახმად, მყიდველმა დევნილთა გამოსახლება უნდა განახორციელოს მხოლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში პოსტკონფლიქტური სიტუაციის მოწესრიგებისა და მათთვის სხვა საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შემთხვევაში.

ახალი ამბები