კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფსიქიატრიულებში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, ადამინის უფლებები კვლავაც ირღვევა

15 ოქტომბერი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მიღებული ცვლილების და რეფორმების მიუხედავად, ადამიანის უფლებები კვლავაც ირღვევა. წამება, არაადამიანური მოპყრობის ფაქტები საქართველოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მაინც ფიქსირდება.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ოფისში ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს მოხსენების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში არსებულ მდგომარეობას შეეხება.

როგორც სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი აღნიშნავს, ომბუდსმენი ამ სფეროს ყველაზე ფრთხილად ეკიდებოდა და ამიტომ მონიტორინგი ყველაზე გვიან სწორედ ამ სფეროში დაიწყო. საბჭო 2006 წლის იანვარში დაარსდა. შედეგები მონიტორინგის პირველივე პრეზენტაციის შემდეგ გამოჩნდა. პარლამენტში ახალ კანონმდებლობაზე დაიწყეს მუშაობა. ბევრი პრობლემა გადაწყდა, თუმცა ბევრი რამ მაინც გასაკეთებელი დარჩა.

„ზოგადად საავადმყოფოების მდგომარეობა უკეთესი გახდა. თუმცა დღესაც პრობლემად დაფინანსება რჩება, რომელიც საკმარისი არ არის. სერიოზული პრობლემა კლინიკის გარეთ მკურნალობაა. უამრავი ადამიანის საზოგადოებაში ინტეგრირება ვერ ხერხდება იმის გამო, რომ საავადმყოფოების კედლების დატოვების შემდეგ, არ არსებობს არანაირი სერვისი, რომელიც საზოგადოებაში მათ ინტეგრირებას შეუწყობს ხელს. ჯერ კიდევ პრობლემაა საზოგადოების დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ და სტიგმის არსებობა. თუმცა უნდა გავიხსენო ჩვენი რადიოგადაცემები. როდესაც პირველი რამდენიმე გადაცემა გავიდა, ხალხი გვირეკავდა და თავის შეხედულებას გვიზიარებდა, რომ ფსიქიკურად დაავადებულები საზოგადოებისთვის საშიშნი არიან და ა.შ.  მესამე და მეოთხე გადაცემების დროს ისინი უკვე აქეთ გვიყვებოდნენ იმას, რასაც პირველ გადაცემებში ვეუბნებოდით.“

სახალხო დამცველის მრჩეველი, არჩილ თალაკვაძე ფსიქიატრიულებში შექმნილი მდგომარეობის შეფასებისას აღნიშნავს, რომ ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია საბჭოს რეკომენდაციების და მიდგომების მიმართ, რომლებსაც საბჭო ნერგავს, კონსტრუქციულად არის განწყობილი. ამიტომ დღეს იმ წვრილმანებზე აღარ უწევთ საუბარი, რომლებზეც საბჭოს დაარსებისას საუბრობდნენ.

„სიტუაცია მედიკამენტების მომარაგების თვალსაზრისითაც შეიცვალა. ზოგმა დაწესებულებამ პერსონალის ხარისხი გააუმჯობესა. დღეს პაციენტების უმრავლესობა აღარ არის იმდენად უკმაყოფილო პერსონალით, როგორც ადრე“.

თუმცა ის ყურადღებას ისეთ პრობლემებზეც ამახვილებს, რომლის მოგვარებაც ჯერ კიდევ არ მოხერხდა. მაგალითად, პერსონალს დაფინანსების გაზრდის გარდა, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის კოორდინირებული და ეფექტური მექანიზმების განხორციელებაა საჭირო.

„დღეს პაციენტების უმრავლესობა ისევ იმყოფება რეზერვაციაში, უვადო სტაციონირების პირობებში. ყველა ფსიქიატრიულში ავადმყოფების დაახლოებით 40 % უვადო სტაციონარში რჩება“.

განსაკუთრებულ ყურადღებას საბჭოს მოხსენება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის  ფაქტებს აქცევს.

„მართალია, მსგავსმა ფაქტებმა იკლო, მაგრამ 2008 წლის მონიტორინგის განმავლობაში ჩვენ კვლავ ვაწყდებოდით სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის  ფაქტებს. პერსონალის ახსნით, პაციენტები ოთხივე კიდურით საწოლზე დღეების განმავლობაში მხოლოდ იმიტომ იყვნენ მიბმულები, რომ შუადღის პერიოდული გამწვავების გამო მთელი საავადმყოფო ასეთი ფორმით თავს იცავდა. ხაზგასასმელია, რომ ეს გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევაში  კანონის და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით მიიღებოდა, თან  არა ექიმების, არამედ ექთნების და დაბალი სამედიცინო ტექპერსონალის მიერ. პრობლემად საიზოლაციო პალატები რჩება, ეს პალატები  ფსიქიატრიული დაწესებულებების „საპატიმროა“. ის, რომ პაცინტს ერთი კვირის განმავლობაში გისოსებს მიღმა ტოვებენ ისე, რომ არ ხდება მისი სამედიცინო გადამოწმება და შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება სამედიცინო დოკუმენტაციაში, რა თქმა უნდა, უფლებების სერიოზული დარღვევაა. სხვადასხვა დაწესებულებებში დღემდე ხდება პაცინტთა ფიზიკური შრომის გამოყენება მძიმე სამუშაოების შესასრულებლად, როგორიც არის სანიტარული კვანძების დასუფთავება და სხვა პაციანტების მოვლა, პერსონალის დახმარება. 2007 წლის მიწურულს გვქონდა შემთხვევები, როდესაც პაციენტებს სარემონტო სამუშაოებშიც იყენებდნენ.

ნინო ანდრიაშვილი, სახალხო დამცველთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრი 2008 წლის ზაფხულში  ქუტირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც საბჭო მონიტორინგს ავადმყოფებზე, პერსონალსა და საყოფაცხოვრება პირობებზე ახორციელებდა.

„შედეგმა აჩვენა, რომ წინა წლების მონიტორინგთან შედარებით დარღვევები ნაკლებად, მაგრამ მაინც შეინიშნება. ისინი, ძირითადად, საყოფაცხოვრებო პირობების დაკვირვებისას გამოვლინდა. სამზარეულოში იმ რაოდენობის მაგიდები და სკამები არ არის, რამდენიც ავადმყოფია. ამის გამო საკვებს ზოგი უმაგიდოდ, ზოგი უსკამოდ, ზოგი კი იატაკზე მიირთმევდა. სველი წერტილები (ტუალეტი, ნიჟარა, აბაზანა) საშინელ მდგომარეობაში იყო. სამედიცინო მედპერსონალის დამოკიდებულება პაციენტების მიმართ წინა წლებთან შედარებით უკეთესია“.

არჩილ თალაკვაძე ყურადღებას არაფსიქიატრიულ სამედიცინო მომსახურებაზეც ამახვილებს, რომელიც ისევ მწვავე საკითხად რჩება. „არაფსიქიატრიულ სამედიცინო მომსახურება ნაკლებად ხელმისაწვდომია. მონიტორინგი გვაჩვენებს, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ადმინისტრატორები პირადი კონტაქტებით უზრუნველყოფენ პაციენტებისთვის სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების გაწევას, რაც ხელმისაწვდომობის პრინციპის დარღვევაა. ხშირად სპეციალიზებული საავადმყოფოები ფსიაქიატრიულ საავადმყოფოებს უარს უცხადებენ მათ თხოვნაზე, მიიღონ პაციენტი. ამას საავადმყოფოების გადავსებულობით ხსნიან. თუმცა მონიტორინგის საბჭოს ორმაგი გადამოწმების შემდეგ გამოჩნდა, რომ უარის თქმა დისკრიმინაციის ნიადაგზე ხდება. მაგალითად, ასათიანის სახელობის ფსიქიატრიულმა საავადმყოფომ ერთ-ერთი სპეციალიზებული კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებას მიმართა, სადაც უარი უთხრეს, უარი სასწრაფო დახმარების სამსახურმაც თქვა. ხოლო, როდესაც პაციენტი სახლში გადაიყვანეს და სასწრაფო ისევ გამოიძახეს, პაციენტი ჩვეულებრივად გადაიყვანეს საავადმყოფოში“.

მოხსენებაში საუბარია საკანონმდებლო ინციტივებზე. კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ შეიძლება ჩაითვალოს სასიკეთო მოვლენად ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. თუმცა საბჭოს წევრებს გარკვეული შენიშვნებიც აქვთ. ამ შენიშვნებზე არილ თალაკვაძე საუბრობს:

„როდესაც სასამართლო არანებაყოფლობით სტაციონირებაზე იღებს გადაწყვეტილებას, სტაციონირების სამი თვის შემდეგ პაციენტი ან უნდა გაეწეროს საავადმყოფოდან ან სასამართლომ მკურნალობის ვადის გაგრძელების შესახებ ხელახალი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. სირთულეები სწორედ მაშინ წარმოიშვება, როდესაც ამ პაციანტებს საავადმყოფო მკურნალობის გაგრძელებას უპირებს. ექიმებს სასამართლო პროცესის დროს პაციენტის წინაშე იმის ახსნა უწევთ, რატომ სჭირდება პაციენტს მკურნალობის გაგრძელება. წარმოიდგინეთ, ექიმი, რომელიც სამი თვის განმავლობაში უმტკიცებს პაციანტს, რომ ის მალე გაიწერება, რომ ის უკეთ არის, სასამართლოზე კი იმას ამტკიცებს, რომ ის ისევ აღგზნებულია და საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ეს იწვევს დაძაბულობას პაციანტსა და პერსონალს შორის“.

ამ მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით სახალხო დამცველთან არსებულმა საბჭომ რეკომენდაციები ფსიქიატრიული დაწესებულებების, საქართველოს მთავრობის, შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს პარლამენტის მიმართ შეიმუშავა.

ფსიქიატრიულად დაავადებულ პირთათვის სახალხო დამცველთან დაარსდა უნარშეზღუდული შესაძლებლობების პირთა დაცვის ცენტრი. 

ახალი ამბები