20:27, Thursday, 27.02.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საკრებულოს წევრი გადაცემის წამყვანს პირდაპირ ეთერში დაემუქრა

15.10.2008
 
 მარინა გოგოლაძე
გელა მთივლიშვილი, კახეთი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ევა ლომთაძე, 13 ოქტომბერს, საღამოს, ტელეკომპანია ლაგოდეხის პირდაპირ ეთერში, ყოველკვირეული გადაცემა "სტუდია დიალოგის" წამყვანს, ჟურნალისტ მარინა გოგოლაძეს დაემუქრა. როგორც ჩანს, ლომთაძის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ტელეკომპანიამ მაყურებლების არცერთი შეკითხვა არ დაბლოკა. ამავე დროს გადაცემის მსვლელობისას ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც ლაგოდეხის მაცხოვრებლები პარლამენტის წევრს მკვეთრად აკრიტიკებდნენ.

"სტუდია დიალოგის" სტუმარი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ კაკალაშვილი იყო, რომელიც ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა გადაცემის წამყვანის და მაყურებლების შეკითხვებს, ლაგოდეხის რაიონში არსებული პრობლემებისა და მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. პირდაპირ ეთერში მაყურებლებმა გურამ კაკალაშვილს არაერთხელ შეახსენეს წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები, რომელიც მოსახლეობის თქმით, ამ დრომდე შეუსრულებელია.

გადაცემის დასასრულს "სტუდია დიალოგს" ლაგოდეხის საკრებულოს წევრი ევა ლომთაძე დაუკავშირდა. იგი აღშფოთებას ვერ მალავდა, რამდენჯერმე გაიმეორა რომ იყო საკრებულოს წევრი და გადაცემის წამყვანს დაემუქრა. "მე მრცხვენია ასეთი უსახური კითხვების. ისე წაიყვანეთ გადაცემა, რომ თითქოს ლაგოდეხში კარგი არაფერი გაკეთებულა. დანარჩენზე ხვალ საკრებულოში დაგელაპარაკებით", - განაცხადა ლომთაძემ პირდაპირ ეთერში.

ჩვენთან საუბარში ევა ლომთაძე ჟურნალისტის მიმართ მუქარას უარყოფს. მისი თქმით, მარინა გოგოლაძე ლაგოდეხის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელიცაა და მას როგორც თანამშრომელს პრეტენზიით ამიტომ მიმართა. "მე არ მინდა, რომ რამე ცუდი მოხდეს", - აღნიშნა ლომთაძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა.

თავად გადაცემის წამყვანი მარინა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ საკრებულოს წევრი მასზე ზეწოლის მოხდენას შეეცადა. "ალბათ იმ მიზნით, რომ მომდევნო გადაცემებში მაყურებელი შევზღუდო, რათა პირდაპირ ეთერში სტუმარს არასასიამოვნო, კრიტიკული კითხვებით არ მიმართონ", - განაცხადა გოგოლაძემ.

მომხდარს გუშინვე გამოეხმაურა „ადამიანის უფლებათა ცენტრი“. უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მეტი თავშეკავებულობისაკენ მოუწოდებს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ახსენებს.

"არც საკრებულოს წევრს, მითუფრო ევა ლომთაძეს, რომელიც საკრებულოში მოღვაწეობასთან ერთად ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციაშიც საქმიანობს და არც სხვას, არ აქვს უფლება ჟურნალისტს მისი ნების საწინააღმდეგოდ მიუთითოს, რა მიმართულებით წაიყვანოს გადაცემა. ეს არის ჟურნალისტის, საინფორმაციო საშუალების საქმიანობაში ჩარევა, რაც მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია. გარდა ამისა, საჯარო მოხელეებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათ აკისრიათ თმენის ვალდებულება", - აღნიშნეს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტებმა.

ლაგოდეხის ტელეკომპანია მთელი კახეთის მასშტაბით 2008 წლის აპრილიდან მაუწყებლობს. ამ ტელევიზიის გარდა რეგიონში კიდევ სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანია ფუნქციონირებს: საგარეჯოს მუნიციპალიტეტში – ტელეკომპანია "თვალი"; გურჯაანში - "გურჯაანი", თელავში - "თანამგზავრი". საინფორმაციო ანალიტიკური ხასიათის ყოველკვირეული გადაცემები "გურჯაანს" და "თანამგზავრსაც" აქვს, მაგრამ ობიექტურობის, ღიაობის და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით "სტუდია დიალოგი" გამოირჩევა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ტელეკომპანიების ძირითად შემოსავალს, რაიონული ბიუჯეტიდან, გამგეობის საინფორმაციო – სარეკლამო მომსახურებისათვის მიღებული დაფინანსება შეადგენს. "სტუდია დიალოგს" ლაგოდეხის ტელეკომპანია საკუთარი ხარჯებით ამზადებს და პროექტი ამჟამად არცერთი დონორი ორგანიზაციიდან არ ფინანსდება.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გადაცემის დასრულების შემდეგ და მომდევნო დღეს, სხვადასხვა პირები შეეცადნენ ზეწოლა მოეხდინათ ლაგოდეხის ტელეკომპანიის ხელმძღვანელობაზე, "სტუდია დიალოგს" პირდაპირი ეთერის რეჟიმში აღარ ემუშავა, ან გადაცემა საერთოდ დახურულიყო. ტელეკომპანიის დირექტორმა ლალი ხუბულავამ "ადამიანის უფლებათა ცენტრს" განუცხადა, რომ "სტუდია დიალოგი" მუშაობას ჩვეულებისამებრ გააგრძელებს და ორშაბათს,  20 ოქტომბერს შეკითხვებს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი უპასუხებს. "ადამიანის უფლებათა ცენტრი" თვალყურს მიადევნებს მოვლენების შემდგომ განვითარებას.

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC