კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთი დიდი, ფუმფულა ფისუნიაა, რომელსაც ვერ გაუგეს – როგორ დაიწყო აგვისტოს ომი?

27 ოქტომბერი, 2008

ჯეფრი ქეი სილვერმანი

ქართული არმიისა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ფიასკომ ქართველ მაღალჩინოსნებს აჩვენა , რომ არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია საიმედო სამხედრო ძალის გარეშე ნორმალური საგარეო პოლიტიკის წარმოება. ბევრს მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ დაიწყო ომი. საქართველოს ახლანდელი მდგომარეობის გაანალიზებისას,  ომის დაწყების საკითხმა, შესაძლოა, ბევრი კამათი გამოიწვიოს. დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ საქვეყნოდ ცნობილი ამერიკის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა წარუმატებლი იყო. ეს პროგრამა უფრო მეტად ქართული ჯარების გაწვრთნაზე იყო გათვლილი ერაყსა და ავღანეთში შემოდგომი როტაციისთვის, ვიდრე საქართველოს "დემოკრატიულად არჩეული" მთავრობის მიერ ქვეყნის მთლიანობის აღდგენაზე.

კონფლიქტის ორივე მხარე ბევრს საუბრობს იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი. ზოგიერთის სიტყვები უფრო ცივი ომის რიტორიკას მოგვაგონებს ვიდრე სიმართლეს ან რაიმეს სიმართლის მსგავსს. საქართველო კარგია, რუსეთი კი ცუდი. დიდმა რუსულმა დათვმა საქართველოში შემოჭრა საქართველოს მეგობარი ქვეყნების ცხვირწინ 2008 წლის 7 აგვისტომდე დიდი ხნით ადრე დაგეგმა საქართველოს მთავრობის შესაცვლელად და რეგიონის დესტაბილიზაციისათვის - ეს იყო დეივიდ სმიტის ძირითად გზავნილი თბილისში 9 ოქტომბერს გამართულ დისკუსიისას, რომელიც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომს ეძღვნებოდა . დეივიდ სმიტი "საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის" დირექტორი და "პოლიტიკურ მეცნიერებათა პოტომაკის ინსტიტუტის" ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია ამერიკაში.

ჩემთვის ეხლა უკვე ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნის “ჯაშუშები დაქირავებით - დაზვერვის დაქირავების საიდუმლო სამყაროს” თანახმად, პოტომაკის ინსტიტუტი არის ყველაზე გასაიდუმლოებული კონტრაქტორი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო და სამთავრობო სტრუქტურებისთვის მუშაობს. წიგნის ავტორია ტიმ შოროკი, ჟურნალისტ-გამომძიებელი. პოტომაკის ინსტიტუტის მსგავსი ორგანიზაციებია Blackwater, Carlyle Group, CACI International, and InQtel...
დეივიდ სმიტის პათოსს შეხვედრაზე კახა ლომაია, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი და საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი და შოთა უტიაშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც იზიარებდნენ, ისევე როგორც სხვა, ერთი შეხედვით სანდო წყაროები.

რუსები და ქართველები ერთმანეთისკენ იშვერენ თითს და ერთმანეთს ადანაშაულებენ ომის დაწყებასა და თავდასხმის წინასწარ დაგეგმვაში. 2008 წლის იანვარში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ “სტრატეგიული თავდაცვის გეგმა” გამოაქვეყნა , რომელშიც ნათლადაა წარმოდგენილი საქართველოს ფართომასშტაბიანი გეგმები სეპარატისტული რეგიონების შესახებ.  "პოტომაკის ინსტიტუტის" წარმომადგენლის მისტერ სმიტის თქმით, ამ დოკუმენტში ჩამოყალიბებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების მიზნები და გამოკვეთილია სეპარატისტულ რეგიონებში კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე.

სამთავრობო გაზეთ “24 საათში” გამოქვეყნებული პრესრელიზი 9 ოქტომბრის დისკუსიის შესახებ საუკეთესოდ აჯამებს ამ დისკუსიის ტონსა და მიმართულებას. ეს დისკუსია შეიძლება ჩაითვალოს ფაქტების ცალმხრივ დეკლარაციად, ვიდრე ნამდვილ დისკუსიად.


http://www.potomacinstitute.org/media/mediaclips/2008/Smith_24Saati_Gassiev_9_22_08.pdf

გაეცანით მასალას და თავად განსაზღვრეთ სიმართლეა მასში ნათქვამი თუ არა. გაზეთ 24 საათს ახასიათებს ფაქტებზე საუბარი დასაბუთების გარეშე. ამის მაგალითი იყო ხურჩაში არჩევნების დღეს მომხდარი ინციდენტი, რომელზეც დეივიდ სმიტმა სტატია იმავე 24 საათში გამოაქვეყნა  ფაქტების მოშველიების გარეშე.

http://en.wikipedia.org/wiki/2008_Khurcha_incident

სმიტი თავის სტატიაში წერს, რომ 7 აგვისტო თენდებოდა, როცა რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონის ერთ-ერთი მესაზღვრე ვინმე გასიევი როკის გვირაბის სამხრეთ გამოსასვლელთან იმყოფებოდა. დილის 3:52 მან თავის უფროსს დაურეკა და უთხრა: „შეიარაღება და ხალხი... 20 წუთის წინ... ტანკები, ჯავშანტანსპორტიორები და...“ ამ სატელეფონო საუბარზე, რომელიც ხარვეზებით იყო ჩაწერილი, პირველად „ნოუ იორკ ტაიმსში“ 16 სექტემბერს დაწერეს. სატელეფონო საუბრის საფუძველზე შეიქმნა მითი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის თავდასხმა საქართველოზე ცხინვაზე მიტანილი მოუფიქრებელი იერიშით დააჩქარა .

სმიტის სტატიის თანახმად, ვისაც სჯერა (მე მაგალითად), რომ სხვანაირად მოხდა ყველაფერი( რომ საქართველო რუსეთის პროვოკაციას არ წამოგებულა), მწარედ ცდება  ... „ეს შეხედულება უფლებას აძლევს ევროპელ ლიდერებს ანალიზი გაუკეთონ მხოლოდ მომხდარ მოვლენებს და არ ჩახედონ რუსეთის აგრესიას თვალებში. ბევრი ჟურნალისტი კი პირიქით ცდილობს ღრმად ჩაწვდეს მოვლენათა არსს და დაადგინოს რა მოხდა სინამდვილეში. თუმცა, რამდენიმე ჟურნალისტი ამბობს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ ქართული პოლიციის გაუმართლებელი ჩარევით იყო გამოწვეული ...“

რუსეთ-საქართველოს ომზე გერმანულმა რესპექტაბელურმა გაზეთმა „დერ შპიგელმა“ საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და მოვლენების განსხვავებული ანალიზი მოგვცა.

შესაძლოა რუსეთი მართალია, როცა აცხადებს, რომ დასავლური პრესა საკმაოდ ლოიალურია საქართველოს მთავრობის მიმართ, მაგრამ გაზეთ „შპიგელის“ სტატია საწინააღმდეგოში გვარწმუნებს. სტატიის დასაწყისი გაზეთ „პრავდისთვის“ დამახასიათებელი ტონითაა გაჟღენთილი (თუმცა,სტატიის ბოლოს ავტორი ქართული მთავრობის მსგავსად რუსებსაც მატყუარებს უწოდებს).

ზოგიერთი გერმანელის მსგავად შეიძლება გვეფიქრა, რომ  გერმანიის გენერალური შტაბის პოლკოვნიკი  და  „ეუთოს“ გერმანიის წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი ვოლფგანგ რიხტერი იზიარებს იმ აზრს, რომ  რუსეთი დიდი, ფუმფულა ფისუნიაა, რომელსაც ვერ გაუგეს.

თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. რიხტერი სამხედროა და ყველა დეტალი სამხედრო თვალსაზრისით მშვენივრად იცის. ის ისეთი ადამიანია, რომელიც მოვლენებზე პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე საუბრობს.

სავარაუდოდ, ბევრი ადამიანი იზიარებს იმ აზრს, რომ აგვისტოს ომი იმისთვის დაიწყო, რომ საქართველოს მთავრობას პოლიტიკური დივიდენდები დაეგროვებინა და დასავლეთის თანაგრძნობა გამოეწვია და არა იმისთვის, რომ სამხედრო მიზანისთვის  მიეღწია, კერძოდ კი როკის გვირაბი ჩაეკეტა და რუსეთის შემოსვლის ბლოკირება მოეხდინა. თუმცა, თავად შეადარე მკითხველო აზროვნების ორი სკოლა (დეივიდ სმიტისა და გაზეთ „შპიგელის“) და მსჯელობა საშინელ და უსარგებლო აგვისტოს ომზე.

საქართველოს წინასწარდაგეგმილი იერიში

გაზეთ „შპიგელში“ ნათქვამია, „ნატოს თანამდებობის პირებისთვის ნათელი იყო, რომ კონფლიქტი ქართველებმა დაიწყეს და მათი მოქმედება უფრო მეტად წინასწარ დაგეგმილს ჰგავდა, ვიდრე თავდაცვას ან პასუხს რუსეთის პროვოკაციაზე. უფრო მეტიც, ნატოში თვლიან,რომ ქართველბის თავდასხმა ოსურ პოზიციებზე წინასწარ იყო დაგეგმილი და ქართული მხარე დიდ ყურადღებას არ აქცევდა ურთიერთსროლებს, რომელიც ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მიმდინარეობდა. უფრო მეტიც, ნატოს წარმომადგენლები თვლიან, რომ ამ ურთიერთსროლებით სცადა ქართულმა მხარემ ომისთვის მზადების გამართლება.

რუსი ჯარისკაცები სამხრეთ ოსეთში 2008 წლის 10 აგვისტო
“ნატოს“ ექსპერტებს არ ეჭვი ეპარებათ ქართველების მტკიცებაში, რომ რუსებმა პროვოკაცია მოაწყვეს როცა როკის გვირაბის გავლით ჯარების გამოგზავნეს, მაგრამ აგვისტოს მოვლენების შეფასებისას ისინი გამოთქვადნენ ეჭვს, რომ შესაძლოა ეს ფაქტი სულაც არ იყო სააკაშვილის სამხედრო მოქმედებების ნამდვილი მიზეზი.

დასავლური ქვეყნების დაზვერვის წარმომადგენლებიც ეთანხმებიან ნატოს ამ მოსაზრებას. უცხოური დაზვერვის ინფორმაციით, ქართველებმა 12 000 ჯარისკაცს მოუყარეს თავი ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე 7 აგვისტოს დილას. 75 ტანკისა და ჯავშანტრანსპორიორის, რაც ქართული არმიის არსენალის მესამედია, მობილიზაცია მოხდა გორის მახლობლად. სავარაუდოდ, სააკაშვილის გეგმა იყო დაძრულიყო როკის გვირაბისკენ 15 საათიანი „ბლიცკრიგით“ და ჩაეკეტა როკის გვირაბი და რუსეთისთვის სამხრეთ ოსეთში შემოსვლისთვის შეეშალა ხელი.

7 აგვისტოს 10: 35, ერთი საათით ადრე სანამ რუსეთის არმია როკის გვირაბში შემოვიდოდა, სააკაშვილის თანახმად, ქართულმა სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს ცხინვალზე. ქართველებმა 27 საარტილერიო მოწყობილობა, მათ შორის 152 მილიმეტრიანი ქვემეხები და კასეტური ბობმები გამოიყენეს. ღამით კი სამი ქართული ბრიგადა ერთად გადავიდა შეტევაზე. უცხო ქვეყნის დაზვერვამ დააფიქსირეს რუსეთის ძალები როგორ უხმობდნენ  რადიო ტალღებით დახმარებისთვის თავისიანებს. ჩრდილოეთ ოსეთში დისლოცირებული 58-ე არმიის ნაწილი , რომელიც ყველაზე ახლოს იყო კონფლიქტის ზონასთან პირველივე დღეს არ ჩართულა ომში. სავარაუდოდ, არ იყო მზად ამისთვის.

ამასობაში ქართული არმია, რომელიც ძირითადად ქვეითი ჯარით იყო დაკომპლექტებული,  მთავარი გზებით მიიწევდა ცხინვალისკენ. მალე ისინი შეჩერდნენ და ვეღარ შეძლეს ცხინვალის მიმართულებით წასვლა. დასავლურმა დაზვერვამ შეიტყო, რომ  ქართველებს იარაღის ტარებასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ. მინიშნება იყო იმაზე, რომ ქართველები კარგად ვერ იბრძოდნენ.

დასავლური დაზვერვის ვარაუდით, რუსებმა ცეცხლი 8 აგვისტოს დილის რვის ნახევარზე გახსნეს. მათ სს-21 ტიპის მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს ბორჯომის მიმართულებით. დასავლური დაზვერვის ინფორმაციით რაკეტა ქართველების სამხედრო  და სამთავრობო პოზიციებს მოხვდა . ცოტა მოგვიანებით კი რუსულმა თვითმფრინავებმა იერიში ქართულ არმიაზეც მიიტანეს . მოულოდნელად რადიო ტალღების საშუალებით ინფორმაციის მიწოდება გააქტიურდა. გააქტიურდა რუსული არმიაც.

რუსული ჯარები ჩრდილოეთ ოსეთიდან როკის გვირაბის გავლით საქართველოს მიმართულებით 8 აგვისტოს დილის 11 საათამდე არ დაძრულან. მოვლენათა ეს თანმიმდევრობა მოწმობს, რომ რუსეთის მოქმედება არ ყოფილა წინასწარ დაგეგმილი. რუსებმა მოგვიანებით კვლავ გაუშვეს სს-21-ები სამხრეთის მიმართულებით. რუსებმა 5 500 ჯარისკაცი გორში, ხოლო 7 000 კი საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაისროლეს.

საერთაშორისო გამოძიების ჩატარებასთად დაკავშირებული მოწოდებები ევროპაში

გერმანიის გენერალური შტაბის პოლკოვნიკი და გერმანული „ეუთოს“ მისიის უფროსი სამხედრო ექსპერტი ვოლფგანგ რიხტერი ამ სიტუაციას კარგად იცნობს. რიხტერი ადასტურებს, რომ ქართული ჯარები ჯერ კიდევ ივლისში იყვნენ მობილიზებულნი ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე. რამდენიმე კვირის წინ ბერლინში დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ბატონმა რიხტერმა გერმანიის თავდაცვის მინისტრს ფრანც- ჟოზეფ იუნგს და გერმანული პარლამენტის საერთაშორისო და თავდაცვის კომიტეტების წამყვან წევრებს მოახსენა, რომ ქართველებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს, „იცრუეს“ ქართული ჯარების გადაადგილების შესახებ.

რიხტერის ინფორმაციით, მან ვერ იპოვა ვერანაირი საბუთი, რომელიც დაადასტურებდა სააკაშვილის სიტყვებს, რომ რუსული არმია მანამდე დაიძრა როკის გვირაბის მიმართულებით, სანამ ოფიციალური თბილისი თავდასხმის ბრძანებას გასცემდა. გერმანული პარლამენტის ზოგიერთი წევრისთვის რიხტერის განცხადება ომის დაწყების რუსული ვერსიის დადასტურება იყო. მისი (რიხტერის) სიტყვები უტყუარ ინფორმაციას იძლევა და აქ მოვლენათა სხვაგვარი ინტერპრეტაცია შეუძლებელია,“ დაასკვნა ერთ-ერთი კომიტეტის წევრმა. „ნათელია, რომ ქართველები უფრო მეტად არიან დამნაშავეები, ვიდრე რუსები,“ განაცხადა მეორე პარლამენტარმა.

„სამხრეთ ოსეთი“

დადგა დრო „ევროკავშირმა“ ომის მიზეზებზე იმსჯელოს. მოსკოვი საგონებელშია ჩავარდნილი იმის გამო, რომ  ევროპულმა ქვეყნებმა უარი თქვეს სააკაშვილის მიერ ცხინვალზე იერიშის მიტანასა და რუსეთისკენ თითის გაშვერის ფაქტები დაეგმოთ.  ერთ -ერთი რუსი დიპლომატის თქმით,რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოადგენს, ევროპელებს, როგორც ჩანს, „არ აღმოაჩნდათ საკმარისი გამბედაობა იმისათვის, რომ ვაშინგტონსა და თბილისში ამერიკის მთავრობის მოკავშირეთათვის წინააღმდეგობა გაეწიათ.“

რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის სამხრეთ ქალაქ ავინიონში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კონფლიქტის „საერთაშორისო გამოძიების“ ჩატარება მოითხოვეს. ხოლო ის, ვინც გამოძიებას ჩაატარებს მიუკერძოებელად  უნდა შეაფასოს აგვისტოს თვეში კავკასიის რეგიონში მომხდარი მოვლენები. როგორც ჩანს ამ მოთხოვნას დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და სხვა აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებიც შეუერთდნენ, რაც გასაკვირია იმის გამო, რომ არსებული ფაქტებისდა მიუხედავად, ისინი მანამდე მოსკოვის მიმართ საკმაოდ კრიტიკულები იყვნენე, ხოლო თბილის მიმართ სოლიდარობას  გამოხატავდნენ.

27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაწყვიტა ოფიციალური რეზოლუციის მიღება საერთაშორისო გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებით. თუმცა, ვინ იქნება ამ გამოძიების ხემძღვანელი- გაერო, ეუთო, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ მეცნიერები, კვლავ გარუკვეველია. ნათელია მხოლოდ ის, რომ თავად ევროკავშირი ამ საქმეში ჩაერევას არ აპირებს. ევროპელები შიშობენ, რომ ეს ფაქტი უფრო მეტად გააღრმავებს დაპირისპირებას ხისტი პოლიტიკისა და რუსეთთან ფრთხილი მოქმედების მომხრეთა შორის.

საქართველოს ფიცხი მმართველი საკმაოდ ნერვიულად აღიქვამს დასავლეთის პოზიციის შეცვლას. ტელევიზიით გამოსვლისას ის კვლავაც იმეორებს საქართველოზე თავდასხმის ვერსიას. საქართველოს მთავრობის მიერ დაქირავებული საერთაშორისო პიარ ფირმა  „ასპექტი“ დასავლურ მედიას სისტემატურად აწვდის მასალებს საქართველოს შესახებ. ოფიციალური თბილისი კი ჰააგის "ომის დანაშაულებების საერთაშორისო ტრიბუნალის" წინაშე აპირებს რუსეთის საწინააღმდეგო სარჩელის შეტანას, რომლითაც საქართველო რუსეთს ეთნოწმენდაში ადანაშაულებს.  
უნდა ითქვას, რომ სააკაშვილს თავისი მოკავშირეების მხარდაჭერის იმედი უკვე ნაკლებად აქვს. „ნატოს“ გენერალური მდივნის იაპ დე ჰოპ სხეფერის თბილისში ჩამოსვლამდე სააკაშვილმა დასავლელ მოკავშირეებს სიმტიკიცისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ დასავლური ქვეყნების მიერ მოსკოვისადმი გამოჩენილ სისუსტეს შესაძლოა შედეგად „რუსეთის მხრიდან აგრესია მოჰყვეს, რომელიც არასოდეს დამთავრდება.“

არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკურად მკვდარი?

საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქვეყნის შიგნითაც სერიოზული ზეწოლის ქვეშაა. ერთიანი ფრონტი, რომელიც რუსული აგრესიის დროს შეიქმნა იშლება. ისინი, ვინც სააკაშვილსა და მის გუნდს დიდი ხანია აკრიტიკებენ და ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებაში ადანაშაულებენ, კვლავ ალაპარაკდნენ მთავრობის შეცდომებზე.  ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში გიორგი ხაინდრავამ, რომელსაც 2006 წელს დაატოვებინეს მინისტრის პოსტი, 2007 წლის დეკემბერში განუცხადა გაზეთ „შპიგელის“ ჟურნალისტს, რომ სააკაშვილისთვის და მისი გუნდის წევრებისთვის „ძალაუფლება ყველაფერია“. ამ კომენტარამდე რამდენიმე კვირით ადრე სააკაშვილის ბრძანებით ქართულმა პოლიციამ ოპოზიციური პარტიების დემონსტრაცია დაარბია თბილისში და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყანაში. მაშინ ხაინდრავამ სინანულით განაცადა, რომ შესაძლოა სააკაშვილს თავისი შერყეული იმიჯის აღდგენა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ „პატარა ომით ეცადა, რომელიც გამარჯვებით დამთავრდებოდა“.

ჯერ კიდევ 2006 წლის მაისში  საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი თავისი უკვე ყოფილი უფროსის მოქმედებების შესახებ გვაფრთხილებდა. „ ფართომასშტაბიანი მილიტარიზაცია“, რომელიც მან წამოიწყო, „აზრს მოკლებულია,“ განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარებას სამხედრო გზით გეგმავდა.
 
საქართველოს ორი მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელები გამუდმებით ითხოვდნენ სააკაშვილის გადადგომას და ისეთი მთავრობის შექმნას, რომელიც „არც პრორუსული,არც პროამერიკული იქნებოდა და იქნებოდა პროქართული.“ მოსკოვში მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე თემურ ხაჩიშვილი, რომელმაც რამდენიმე წელი ციხეში გაატარა ედუარდ შევარდნაძის მკვლელობის მცდელობის გამო, რუსეთში მცხოვრებ მილიონზე მეტ ქართველს მოუწოდებს მხარდაჭერისაკენ საქართველოში მთავრობის შესაცვლელად.

საკითხავია არის თუ არა რამდენიმე კვირის წინ დასავლეთის მხარდაჭერის მქონე სააკაშვილი უკვე პოლიტიკურად მკვდარი? ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაშე მან რუსეთი თავაცვის სამინისტროს კუთვნილი გაზეთის „წითელი ვარსკვლავის“ მხარდაჭერა მოიპოვა, რაც გასაოცარია. გაზეთში გამოქვეყნდა 58-ე არმიის ოფიცრის კომენტარები, რომლებსაც რუსეთი დღემდე არ იზიარებს. ოფიცრის კომენტარებმა დასავლური ქვეყნების დაზვერვასა და ნატოს მაღალჩინოსნებს კითხვა გაუჩინა , როგორ მოხდა, რომ რუსულმა ჯარებმა ცხინვალს 9 აგვისტოზე ადრე ვერ მიაღწიეს.

გაზეთ „წითელ ვარსკვლავში“  135-ე მოტომსროლელთა ქვეითი პოლკის ხელმძღვანელი კაპიტანი დენის სიდრისტი ყვება,რომ ის და მისი ნაწილი ჯერ კიდევ 7 აგვისტოს იმყოფებოდნენ როკის გვირაბში ცხინვალისკენ მიმავალ გზაზე. ჩნდება კითხვა, შემოიჭრნენ თუ არა რუსები საქართველოში უფრო ადრე ვიდრე ამას ოფიციალური მოსკოვი აღიარებს.

რუსმა გამომძიებლებმა პირველად განაცხადეს, რომ ცხინვალში  ქართველების იერიშის შედეგად 134 ადამიანი დაიღუპა და არა 2 000, როგორც ამას რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ.

„წითელ ვარსკვლავში“ გამოქვეყნებულ მასალზე „შპიგელთან“ საუბარში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ტექნიკური შეცდომა იყო დაშვებული ციფრების გამოქვენებისას. უფრო მეტიც, სამინისტროს წარმომადგენელმა მოგვიანებით განაცადა, რომ რესპოდენტი (რუსი ოფიცერი) ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ დაიჭრა და აღარაფერი ახსოვდა და ვერც დაადასტურებდა და ვერც უარყოფდა მის მიერ მანამდე ნათქვამს.“

ბოლოს გერმანული გაზეთი ასკვნის, რომ „კავკასიაში მომხდარი მოკლე ომის შესახებ არსებულ ინფორმაციას შორის ტყუილ-მართლის გარჩევა რთულია“.თუმცა, ბოლოს დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი 7 აგვისტოს ღამეს დაიწყო, როცა ქართულმა არმიამ სადესანტო არმიის, ტანკებისა და არტილერიის გამოყენებით იერიში მიიტანა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალზე.

ახალი ამბები