კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მონიტორინგის ჯგუფი გაქცევის საქმის შესწავლას ითხოვს

12 ნოემბერი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

11 აგვისტოს, მაშინ როცა ხონის ბატალიონი რუსული ბომბდამშენების მიერ იბომბებოდა, ხონის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრები გაიქცნენ. 153-დან 90-ის დაკავება მალევე მოხერხდა, დანარჩენები დღემდე იძებნებიან. ქუთაისის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაკავებული გაქცეულების ნაწილი 4 დღის  მანძილზე შიმშილობდა. პატიმრებმა შიმშილობა ციხეში საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის თავმჯდომარის შესვლის შემდეგ შეწყვიტეს.

„სულ ათი პატიმარი შიმშილობდა. როგორც თვითონ მითხრეს, პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც საკუთარი სიმართლით ვერაფერს გახდნენ. ეს ადამიანები არ უარყოფენ, რომ 11 აგვისტოს ციხიდან გაიქცნენ. უბრალოდ, იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ გაქცევის ორგანიზატორები არ არიან. პატიმრები უარყოფენ ბრალდებას, თითქოს ციხის თანამშრომლები სცემეს და ერთ-ერთ მათგანს ყბა მოტეხეს. რატომ უნდა ეცემათ ვინმე, როცა გაქცევაში მათთვის ხელი არც არავის, ციხის არც ერთ თანამშრომელს შეუშლია. კარები ღია იყო და გავედითო, იძახიან“, - აცხადებს ქუთაისის №2 სასჯელარსრულების დაწესებულების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის თავმჯდომარე მანანა მანაგაძე.

ნებით არჩაბარების შემთხვევაში გაქცეულების მიმართ სასჯელი რომ უკიდურესად მკაცრი იქნებოდა, ამის შესახებ აგვისტოს მოვლენების დროს თავად იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. მალევე ცნობილი გახდა, რომ გაქცეულებიდან რამდენიმე მათგანი პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა.

„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში არსებობს გაქცევის ორგანიზატორთა 26 კაციანი სია. სწორედ ამ სიაში არიან მოხვედრილი ის პატიმრები, რომლებმაც შიმშილობა გამოაცხადეს. ისინი ამბობენ, რომ მართალია გაიქცნენ, მაგრამ ორგანიზატორები არ არიან. ერთერთ მათგანს ციხიდან გასვლამდე 16 დღე ჰქონდა დარჩენილი. არ გაქცეულა, შიგნით, ციხეში სროლის დროს  „ასკოლკებით“ დაიჭრა. თვითონ მითხრა, მეუბნებიან თქვი, რომ იცოდი გაქცევის შესახებ და სასჯელს შეგიმსუბუქებთო. ახლა ეს ბიჭი შეწუხებულია, როგორ უნდა დავადო ხელი უდანაშაულო ადამიანს, მირჩევნია ხმა საერთოდ არ ამოვიღოო“, - ამბობს მანანა მანაგაძე.

გაქცევის ორგანიზატორთა 26 კაციანი სიის არსებობას უარყოფენ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში. პროკურორი დავით ფორჩხიძე ამბობს, რომ სია არაფერ შუაშია, უბრალოდ არიან პატიმრები, რომალთაც გაქცევის ორგანიზებაში ედებათ ბრალი.

ქუთაისის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფი გაქცევის საქმის შესწავლას ითხოვს. მანანა მანაგაძის აზრით, აღნიშნული საკითხის ირგვლივ არაერთი უზუსტობა იკვეთება და შესაბამისად, ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება. ამიტომაც, უახლოეს პერიოდში უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც საკითხის დეტალებს შეისწავლის.

ახალი ამბები