კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აგვისტოს კონფლიქტის დროს საქართველოში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ და ომის დანაშაულებს ჰქონდა ადგილი

20 ნოემბერი, 2008

სიმონ პაპუაშვილი ჰოლანდიიდან

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის წარმომადგენელს, ბ-ნ მეთიუ ბრუბაჩერს გადასცა ომის დანაშაულებების მტკიცებულებების შემცველი დოკუმენტები; ასევე მტკიცებულებები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა ქართულ-რუსული ომის დროს. შეხვედრა შედგა 19 ნოემბერს ჰააგაში, ჰოლანდია.

2008 წლის შემოდგომაზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტისა და ავსტრიის ჰელსინკის კომიტეტის, ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტის შემსწავლელი კავკასიის ცენტრის წამომადგენლების დახმარებით კონფლიქტის ზონაში შეაგროვა მასალები ომისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე. მონიტორები მსხვერპლთა რაოდენობის დასადგენად და მოწმეთა დასაკითხად იმყოფებოდნენ გორის, ცხინვალის, ქარელის, ხაშურისა და ზუგდიდის რაიონებში; ისინი კონფლიქტის დროს ყველაზე მეტად დაზარალებული ტერიტორიებიიდან ინტერვიუების საფუძველზე აგროვებდნენ ინფორმაციას და ფოტომასალას. იქიდან გამომდინარე, რომ დამკვირვებლებს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეეძლოთ შესვლა, მათ მიერ მოგროვებული მასალა მხოლოდ რუსეთის სამხედრო ფორმირებების მიერ მიყენებულ ზარალს აღწერს, რაც დღემდე გრძელდება საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ისევ რუსეთის მხარე აკონტროლებს. ცხინვალში ჩატარებულმა გამოძიებამ გვიჩვენა, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმაც დაარღვიეს ჰუმანიტარული სამართალი და წარმოდგენილ მასალებში ეს ჩანს.

სავარაუდოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სამართლოს პროკურორი საკითხის განხილვისას მოიწვევს კონფლიქტის ორივე მხარეს, რათა უკეთ შეისწავლოს ის ფაქტორები, რაც მის იურისდიქციაში შედის. რომის წესდების მიხედვით შექმნილი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო განიხილავს მხოლოდ სამ დანაშაულს: გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და ომის დანაშაული. საქართველოს ადამიანის უფლებათა ცენტრის, ნორვეგიის და ავსტრიის ჰელსინკის კომიტეტების და ადამიანის უფლებათა და კონფლიქტის შესწავლის კავკასიის ცენტრის მიერ მოძიებული მასალებით, ზემოთ ჩამოთვლილი სამი დანაშაულიდან ორი ნამდვილად მოხდა საქართველოში აგვისტოს კონფლიქტის დროს. ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ომის დანაშაულები.

ადამიანების მიზანმიმართული და სისტემატური დევნა იმის საფუძველზე, რომ ისინი ქართველები არიან, მსგავსი ფაქტების სიმრავლე და სიმძიმე აგვისტოს მოვლენების შემდეგ იმის საფუძველს იძლევა განვახადოთ, ჩადენილია დანაშაული კაცობრიობის წინააღდეგ. გადაჭარბებული ძალის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე სამოქალაქო დაწესებულებების  წინააღმდეგ აკრძალული იარაღების საშუალებიოთ, გაუსამართლებელი მკვლელობები, წამება, გაუპატიურება და მძევლად აყვანა ის ფაქტებია, რომელიც საფუძველს გვაძლევს ომის დანაშაულზე ვისაუბროთ. საერთაშორისო სასამართლოზე გადაცემული მასალები ამტკიცებს, რომ აღნიშნული ფაქტები მოხდა აგვისტოს ომის დროს და შემდეგაც.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების მიხედვით, რაიმე ღონისძიებების გატარებამდე სასამართლო იკვლევს მხარეების შესაძლებლობასა და სურვილს, გამოიძიონ წარმოდგენილი მასალები საკუთარი იურისდიქციის ქვეშ. თუ სასამართლოს პროკურორი დაადგენს, რომ მხარეებს არ შეუძლიათ ან არ აქვთ სურვილი, ჩაატარონ დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება დამნაშავეთა დასადგენად და დასასჯელად, პროკურორს შეუძლია გამოიყენოს თავის უფლება -„პროპრიო მუტო“ და თავად დაიწყოს გამოძიება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, ნორვეგიის და ავსტრიის ჰელსინკის კომიტეტები და ადამიანის უფლებათა და კონფლიქტოლოგიის კავკასიის ცენტრი აგრძელებს ფაქტების მოძიებას კონფლიქტის რეგიონში და აღნიშნულ მასალებს დოკუმენტურად წარუდგენს საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურას.

უფრო მეტიც, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ნორვეგიისა და ავსტრიის ჰელსინკის კომიტეტები და ადამიანის უფლებათა და კონფლიქტოლოგიის კავკასიის ცენტრი
მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას:
• უზრუნველყოს სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის, მათ შორის, ქართველების უსაფრთხოება და შეწყვიტოს ადამიანების დევნა.
• ხელი შეუწყოს საქართველოში დევნილთა შეუფერხებელ და ნებაყოფლობით დაბრუნებას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარე მშობლიურ სოფლებში;
• გამოიძიოს უამრავი ფაქტი, რომელიც ცხადყოფს მათი მხრიდან ჰუმანტირაული სამართლისა და ადამიანის უფლებების დარღვევას, რაც შეიარაღებული კონფლიქტის დროს და შემდეგ მოხდა, იმის მიუხედავად, რომელი მხარე იყო ამ დანაშაულებში დამნაშავე.
საქართველოს ხელისუფლებას:
• მიიღოს ზომები (მაგ. პოლიცია განლაგდეს) მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის დე-ფაქტო საზღვრის ახლოს მდებარე სოფლებში და ამავე დროს, თავიდან აიცილოს კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ესკალაციის საფრთხე;
• გამოიძიოს მტკიცებულება ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების დარღვევით ჩადენილ უამრავ მძიმე დანაშაულზე, რომელიც მოხდა შეიარაღებული კონფლიქტის დროს და შემდგომ, იმის მიუხედავად კონფლიქტის რომელი მხარეა ამაში დამნაშავე;
• შევიდეს კონფლიქტის ზონის სოფლებში რაც შეიძლება სწრაფად, რათა მონაწილეობა მიიღონ განაღმვით სამუშაოებში და დაადგინოს აუფეთქეებლი მოწყობილობების, მათ შორის, კასეტური ბომბების ზუსტი ადგილსამყოფელი.

ახალი ამბები