კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკანონოდ დალუქული ბენზინგასამართი სადგური

21 ნოემბერი, 2008

ნონა სუვარიანი,თბილისი

ბიზნესმენ ზურაბ მონასელიძეს ბენზინგასამართი სადგური უკანონოდ დაულუქეს. მიზეზი მსხვილი საინვესტიციო კომპანიის დაინტერესება იყო, რომელსაც, თავის მხრივ, ოფიციალური სტრუქტურები მფარველობდნენ.

ბენზინგასამართი სადგური, რომელიც „ლაგუნა ვერეს“ მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, მიუხედავად იმისა, რომ მის მეპატრონეს ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა, პრკურატურამ თითქმის ერთი წელია დალუქა.
სადგურის მეპატრონის თქმით, დალუქვა ფინანსურმა პოლიციამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ამ ადგილით საინვესტიციო კომპანია „ჰაიატი“ დაინტერესდა.

ზურაბ მონასელიძე: „2006 წელს მერიის ზედამხედველობის ინსპექციის უფროსის მოადგილემ, ბატონი გიორგი საგინაშვილი დაგვიკავშირდა. მან გვითრა, რომ იმ ტერიტორიით, სადაც ბენზინგასამართი სადგური მდებარეობს, საინვესტიციო კომპანია „ჰაიატი“ დაინტერესდა, რომელსაც სასტუმროების ბიზნესი აქვს. მას მხოლოდ ტერიტორია აინტერესებდა, რომელსაც სადგური იკავებდა და არა თავად ბენზინგასამართი. საგინაშვილმა გვითხრა, რომ „ჰაიატის“ წარმომადგენელი თავად დაგვიკავშირდება და გაყიდვაზე გვესაუბრებოდა. ვუთხარი, რომ გაყიდვის  სურვილი არ გვქონდა. ერთადერთი ვარიანტი, თუ დიდ თანხას გადაიხდიდნენ, რომელიც ჩვენ გვაწყობს, მაშინ კიდევ დავთანხმდებოდით“.

ერთი წლის შემდეგ, 2007 წლის აგვისტოში კომპანიის წარმომადგენელი, კახა შარაბიძე, მართლაც გამოჩნდა. ბენზინგასამართი სადგურის გაყიდვაზეც ისაუბრეს, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

„ისინი ამბობდნენ, ჩვენ ბენზინგასამართი სადგური კი არ გვჭირდება, რომლის ღირებულაბა გაცილებით მეტია, ვიდრე ფართობის, მხოლოდ ფართობი გვაინტერესებსო. ამიტომ ისინი ნაკლებ ღირებულებას განსაზღვრავდნენ. ამსთან, არ ითვალისწინებდნენ იმას, რომ გაყიდვისას სახელმწიფოსთვის 25 პროცენტი უნდა გადაგვეცა. ანუ ეს ხარჯიც ჩვენ უნდა გაგვეღო. ამიტომ ჩვენ შორის შეთანხმება ვერ მოხდა. გაფრთხილებასავით მომცა, ჩვენ ზემოთ გვაქვს „რიჩაგები“ და თქვენზე ვიმოგმედებთო. ასე დავშორდით ერთმანეთს. ამის შემდეგ ორი თვე კავშირი არ გვქონია“.

2007 წლის 14 ნოემბრიდან 14 მარტამდე მონასელიძეს ობიექტი შპს „ჯემალი 2007“-ზე ჰქონდა მიქირავებული. მათ ხელშეკრულებაც ჰქონდათ დადებული, სადაც ურთიერთობის ყველა პუნქტი იყო გაწერილი. გარდა ამისა, თავად მონასელიძეს ყველა ის საბუთი გააჩნდა, რომელიც საკუთრების კანონიერებას ადასტურებდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, 2007 წლის 14 მარტს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა ბენზინგასამართი სადგური მაინც დალუქა.

„ბენზინგასამართს შპს 4 თვის განმავლობაში ამუშავებდა. ყველა საბუთი წესრიგში გვქონდა. დალუქვის შემდეგ, როგორც ჩემთავის თავად ამ შპს-ს ხელმძღვანლობისგან გახდა ცნობილი, შპს „ჯემალი 2007“-ზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ეს გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.

27 მარტს შპს-ს ხელმძღვანელის შვილმა, ელგუჯა მჭედლიძემ დამირეკა და ობიექტის გასაღები მომთხოვა. მე პროდუქტი გამაქვსო. ამოტუმბა როგორც დიზელი, ასევე ბენზინი. სადგურზე რომ მივედი ამ შპს-ს ინკასატორი და ორი ოპერატორი დამხვდა. გასაღები მათ გადმომცეს, სალარო აპარატი აიღეს და წავიდნენ. 28-ში ელგუჯა მჭედლიძემ ისევ დამირეკა და მითხრა, რომ ფინანსური პოლიცია სადგურის გასაღებებს ითხოვს. გაირკვა, რომ ოთახი და აბსოლუტურად ცარილელი ბაკები ფინანსთა სამინისტრომ განმეორებით დალუქა. 1 აპრილს „ჯემალი 2007“-მა ხელშეკრულების შეწყვეტა გვთხოვა.

რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც არ მაძლევდნენ მუშაობის შესაძლებლობას, მე ეს გავასაჩივრე. სარჩელი გენერალურ პროკურატურაში შევიტანე. იქიდან ფინანსურ პოლიციაში გადააგზავნეს. განცხადება სოზარ სუბართანაც შევიტანე. ფინანსურმა პოლიციამ დალუქვის მიზეზი ასე განმიმარტა: შპს წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და სადგურის დალუქვა საჭირო იმიტომ არის, რომ დაიცვან ადგილზე არსებული საწვავი. „ჯემალი 2007“-ს ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის  ლიცენზიის არქონას ედავებიან“.

ფინანსთა სამინისტროს ეს განმარტება თვალებში ნაცრის შეყრა და მეტი არაფერია. დალუქვამდე შპს-ეს წარმომადგენლებმა საცავებიდან მთელი პროდქტი ამოტუმბეს. ასე რომ, გასახარჯიც და დასაცავიც არაფერი იყო.“

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ახსნა სიმართლეს აშკარად არ შეესაბამება, სამინისტროში თავს არც იწუხებენ, რომ უფრო დამაჯერებელი არგუმენტი მოიფიქრონ. საინტერესოა ისიც, რომ ამავე შპს-ს სხვა ობიექტები არ დალუქულა და მათ კვლავ ამუშავებენ. სამინისტრომ არც ძირითადი ოფისი დაულუქა.

კომენტარისთვის ფინანსნთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს გამომძიებელს დავუკავშირდით, რომელსაც ამ საქმის გამოძიება ევალება. გამომძიებელმა კომენტარზე უარი განაცხადა, სამაგიეროდ წერილობით პასუხზე დაგვთანხმდა. თუმცა წერილობითი პასუხიც მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მოგვაწოდა და ამით საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები დაარღვია. 

კითხვები საკმაოდ მარტივი და ბუნებრივი იყო: ჩატარდა თუ არა ობიექტის დათვალიერება და დადგენილ იქნა თუ არა ადგილზე სასაქონლო მატერიალური მარაგის არსებობა? რის საფუძველზე დაილუქა ობიექტი მეორედ და შედგა თუ არა შესაბამისი ოქმი? თუ ობიექტზე არ არსებობს სასაქონლო მატერიალური მარაგი, კერძოდ, ბენზინისა და დიზელის საწვავი, რის საფუძველზე დალუქეს მონასელიძეების საკუთრებაში არსებული ობიექტი? ასევე გვაინტერესებდა, რა ეტაპზე იმყოფებოდა ეს გამოძიება. სამინისტროდან ტრადიციულად არაფრის მთქმელი პასუხი მივიღეთ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ნესტან ლონდარიძის თქმით, ფინანსთა სამინისტროს მიერ 20 ნოემბერს მოწერილ პასუხში თითქმის ყველა კითხვა იგნორირებულია.

„პასუხი მხოლოდ ერთ კითხვაზეა გაცემული, რაც საქმეს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. პასუხში წერია, რომ ლუქის ახსნა ”ჯემალი 2007”-ის დირექტორის, ჯემალ  მჭედლიძის განცხადების საფუძველზე მოხდა. გელა ბარამაშვილი განმარტავს, რომ ინვენტარიზაცია ჩატარდა ჯემალ მჭედლიძის განცხადების საფუძველზე და საწვავი მას ხელწერილით გადაეცა. ბენზინგასამართი იმავე დღეს დაილუქა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩემთვის ბევრი რამ ხდება გაუგებარი, კერძოდ, თუ მჭედლიძეს მატერიალური მარაგი ხელწერილით ჩაბარდა, მაშინ რატომღაა დალუქული მონასელიძეების საკუთრება? სახალხო დამცველისადმი მიწერილ პასუხში ხომ ნათლად არის მითითებული, რომ ობიექტის დალუქვას საფუძვლად ადგილზე არსებული ბენზინისა და დიზელის საწვავის და სხვა ტექნიკური საშუალებების  ხელშეუხებლობა და ინვენტარიზაცია დაედო.

იმ შემთხვევაში თუ ”ჯემალი 2007” არალიცენზირებული საწვავის რეალიზაციას ახდენდა, ცხადია, ასეთი საწვავი მის ყველა ობიექტებზე იქნებოდა შეტანილი. რატომ არ დაილუქა დანარჩენი ობიექტები და ოფისი, როდესაც იქ შესაძლებელია ყოფილიყო მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და რატომ მხოლოდ მონასელიძეების საკუთრებაში არსებული ობიექტი?  ეს ემთხვევა იმ პერიოდს როდესაც მას აიძულებენ გაყიდოს მის საკუთრებაში არსებული ობიექტი რაც თავისთავად ბადებს ეჭვს ურთიერთკავშირის შესახებ“.

ახალი ამბები