კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა დამსახურებისთვის დააწინაურეს შიდა ქართლის ოლქის პროკურორი

27 ნოემბერი, 2008

საბა წიწიკაშვილი,გორი

დავით საყვარელიძე საქართველოს მთავარი პროკურორის მამუკა გვარამიას პირველ მოადგილედ დაინიშნა. მანამდე იგი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორად თითქმის 2 წელი მუშაობდა. გორში მის მუშაობას ძალიან ბევრი სკანდალები ახლდა.

დავით საყვარელიძე შიდა ქართლში იმ დროს დაინიშნა, როდესაც ოქრუაშვილის გუნდის წევრებზე (ანტიკრიმინალური კამპანიის ეგიდით) ნადირობა დაიწყო. მან 2007 წლის 12 სექტემბერს დააკავა გორის გამგებელი ვასიკო მახარაშვილი. გამგებელს საყვარელიძემ ბრალი სიმამრის კუთვნილი, ტენდერში საეჭვოდ გამარჯვებული კომპანიის სასარგებლოდ ბიუჯეტიდან თანხების გადარიცხვაში დასდო. როგორც შემდეგ გაირკვა, კომპანია ,,გალავანი 2007", რომლის გამოც შიდა ქართლის პროკურატურამ მიხეილ ქარელის გუნდის წევრების დაპატიმრება დაიწყო, სინამდვილეში გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის სიმამრს კი არა მის მეზობელს ეკუთვნოდა.

დავით საყვარელიძის პერიოდში დაიწყო იმ საკითხების გარკვევაც, რასაც ყოფილი გუბერნატორის მიხეილ ქარელის დროს კერძო მესაკუთრეებისგან წართმეული ქონების დაბრუნება ჰქვია. მაგალითად, გორის ბაზრობის (შპს ,,კომერსანტი 95")  თერთმეტმა მეწილემ სასამართლოში იჩივლა და იმ აქტის გაუქმება მოითხოვეს, რომლითაც ერთ-ერთმა მათგანმა დანარჩენენის გარეშე გამგეობას ბაზრობა ,,აჩუქა". საქმე წმინდა სამოქალაქო დავის კუთხით წარიმართა, სადაც პროკურატურას არავითარი შეხება არ ჰქონდა. პროცესი იმ დრომდე გაიწელა, ვიდრე თერთმეტივე მეწილემ სახელმწიფოსგან ქონების უსასყიდლოდ დაბრუნებაზე უარი არ თქვა.

ადგილობრივმა გაზეთმა ,,ქართლის ხმამ" 2008 წლის გაზაფხულზე შიდა ქართლის გუბერნატორთან ლადო ვარძელაშვილთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა. ჟურნალისტი გუბერნატორს ეკითხებოდა, თუ რატომ არ უბრუნებს სახელმწიფო დაზარალებულ მესაკუთრეებს ქონებას. გთავაზობთ ციტატას ინტერვიუდან:

ლადო ვარძელაშვილი: ,,მე ამ დღეებში დავიბარებ ბაზრობის თერთმეტივე მეპატრონეს, დაველაპარაკები და თუ დამარწმუნებენ, რომ რამის გამკეთებლები არიან, დავეხმარები ქონების დაბრუნებაში...

- რას გულისხმობთ საქმის გაკეთებაში?

- მაგალითად ქალაქში გააკეთონ რამდენიმე სტადიონი, სკვერები. დაასუფთავონ ქალაქი. მე ამას ქალაქისთვის ვთხოვ, ჩემთვის კი არა...

- სხვათა შორის, ისინი აპირებენ სტრასბურგში ჩივილს, დღეს სწორედ მე და ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სახალხო დამცველს შევხვდით...

- გიმეორებ, მე დღესაც ველაპარაკე პროკურორს, რომელმაც მითხრა, ლადო, მართლა არანაირი ინტერესი არ მაქვს, მაგრამ მათ ქონების დამადასტურებელი საბუთები არ გააჩნიათო.

- პროკურორი რა შუაშია?

- პროკურორმა ხომ იცის ყველაფერი, საქმის კურსშია ამ რეგიონში რაც ხდება. მე ვთხოვე პროკურორს, საქმე გადაედო, რათა შევხვედროდი თერთმეტივე მეწილეს და საქმე ასე გადაგვეწყვიტა.

- გასაგებია, მაგრამ საქმე სასამართლოში მიდის და ეს პროცესები ჩვეულებრივ სასამართლოს ძალით ხორციელდება. მაგალითად, იმ დღეს პროცესს დავესწარი და საქმის განხილვა გადაიდო, მოსამართლე ცუდად გახდაო...

- ექნებოდა ცუდად გახდომის საფუძველი. მე ვთხოვე პროკურორს, რომ ეთხოვა მოსამართლისთვის საქმის გადადება.

- ის მართლა გითხრათ გორში ჩამოსულმა გენერალურმა პროკურორმა, რომ არ ღირს ხელაღებით ქონების ასე დაბრუნება, რადგან ეს ჯაჭვური რეაქციით სხვების გააქტიურებას გამოიწვევსო?

- ეს მე  ვუთხარი გენერალურ პროკურორს. მიმაჩნია, რომ მართლაც შეიძლება ამ ფაქტმა სხვა დაზარალებული ბიზნესმენების გაქტიურება გამოიწვიოს-მეთქი და ეს მე ჩემი არგუმენტებით დავამტკიცე."

ლადო ვარძელაშვილის ამ ინტერვიუს აუდიოჩანაწერი დღემდე ,,ქართლის ხმის" რედაქციაში ინახება. ეს ინტერვიუ პირდაპირ ადასტურებდა იმ ფაქტს, თუ როგორ ერეოდა შიდა ქართლს პროკურორი სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში, როგორ ხდებოდა ცუდად მოსამართლე პროკურორის დარეკილზე და რა მონაწილეობას იღებდა ამ საქმეში რეგიონის რწმუნებული.

აღსანიშნავია, რომ ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ,,ქართლის ხმის" რედაქტორს ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა უკრძალეს.

ახალი ამბები