კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის წამება ისევ სერიოზულ პრობლემად რჩება

2 დეკემბერი, 2008

 ნონა სუვარიანი, თბილისი

2 დეკემბერს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა წარმოადგინა 2008 წლის პირველი ნახევრის  საანგარიშო მოხსენების ნაწილი, რომელიც წამებას, სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელ მოპყრობის ფაქტებს შეეხება.

 „საქართველოში წამება ძალიან სერიოზულ პრობლემად რჩება. ქვეყანაში მწამებელთა დაუსჯელობის პრეზუმცია მოქმედებს. ზოგჯერ კი სჯიან მათ, მაგრამ როგორც კი საქმე თანამდებობის პირის მხრიდან ჩადენილ დანაშაულს შეეხება, საქმე გამოუძიებელი რჩება. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ერეკლე კოდუას, მეგის ქარდავას მიერ ჩადენილი დანაშაულები. ერთ-ერთი ბოლო საქმე როინ შავაძის მკვლელობას ეხება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ომბუდსმენის აპარატი ასეთ ფაქტებს აღმოაჩნეს და პროკურატურას გადასცემს, პროკურატურა არა გამოძიებას, არამედ ნაწამები ადამიანების ინტერვიუირებას იწყებს. ამ „ინტერვიუების“ შემდეგ ეს ადამიანები უარყოფენ წამების ფაქტს და იგონებენ ,,ისტორიებს“, თუ როგორ აღმოჩნდა მათ სხეულზე დაზიანებები.

2005 წელთან შედარებით წამების ფაქტები მართალია შემცირდა, ანუ ყველას აღარ სცემენ, მაგრამ სიტუაცია მკვეთრად არ შეცვლილა. ძირითად შემცირება  ვაზაგაშვილის და ხუბულოვის  მკვლელობის ფაქტების გახმაურების შემდეგ მოხდა. პოლიცია ისევ აგრძელებს უფლებამოსილების გადამეტებას. ამ ადამიანების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს ან არ იძიებენ, ან არაადეკვატურ საჯელს უფარდებენ“.

სოზარ სუბარმა ისაუბრა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ყველაზე გახმაურებულ ფაქტებზე, მათ შორის გელა ცინდელიანის, როინ შავაძის, პაატა ქარდავას, ალექსი ბახუტოვის და ა.შ. საქმეებზე. სოზარ სუბარმა ყურადღება  არასრულწოვანთა წამების ფაქტებზეც გაამახვილა.

სოზარ სუბარი: „არც ერთი საქმე, რომელიც ციხეებში ადამიანების წამებას ეხება არ გამოძიებულა. ამგვარი ფაქტები გრძელდება 2005 წლიდან, როდესაც სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია გახდა. პირველი შემაშფოთებელი ფაქტი 2006 წლის იანვარში მოხდა, როდესაც ბათუმის ციხეში რამდენიმესაათიანი ჩხრეკა ჩატარდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ყველა პატიმარი შიშველი იყო. ისინი ჯერ დერეფნებში სცემეს, შემდეგ ეზოში გამოიყვანეს. ეს ფაქტი დღემდე არ არის გამოძიებეული“.

სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პოლიტიკური ნება,  წამების საქმეები გამოიძიონ და მწამებლები დაისაჯონ, არ არსებობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“  ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ საქართველოში ამ მხრივ არსებული მდგომარეობა შეაფასა, როგორც უკიდურესად მძიმე.

ნანა კაკაბაძე: „ამის იქით გზა აღარ არსებობს. მქონდა შეხვედრა სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომდგენლებთან. მიიჩნევა, რომ იქ დემოკრატია ჩვენთან შედარებით უფრო დაბალი ხარისხისაა. მაგრამ ამ მიმართულების მხრივ საქართველო უკანასკნელ ადგილზეა, განსაკუთრებით პატიმართა მდგომარეობას, წამების და ღირსების შემლახავ მოპყრობას რაც შეეხება, ასევე პენიტენციალურ სისტემაში გამჭვირვალეობას. მხოლოდ ჩვენთან არის ეს სისტემა ისეთივე დახურული, როგორც საბჭოთა დროს იყო. თუ სომხეთში 100 ათას ადამიანზე 104 პატიმარია, ხოლო აზერბაიჯანში - 202, ჩვენთან 500-ია. ჩვენთან პატიმრებს უმიზეზოდ აწამებენ, რათა ისინი  კანონიერი მოთხოვნის დაყენებას ვერ ბედავდნენ“.

ახალი ამბები