კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

'ადამიანის უფლებათა ცენტრმა" სამართალდამცავებს ტრენინგი ჩაუტარა

26 დეკემბერი, 2008

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

,,წამების პრევენცია-საერთაშორისო კანონმდებლობის იმპლემენტაციის საკითხები” - ეს ის თემაა, რომელიც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა” და ,,წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა”  სამართალდამცავებთან ერთად ზუგდიდში განიხილა. სემინარის მუშაობაში ევროკავშირის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტები პოლიციის, პროკურატურისა და სასამართლოს თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობასთან ერთად იმ საერთაშორისო დოკუმენტების მნიშვნელობას აცნობდნენ, რომლის რეალიზებაც ამ სტრუქტურებში აუცილებლობას წარმოადგენს.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტები, დავით მანაგაძე და გიორგი გარსევანიშვილი ამბობენ, რომ 2006 წელთან შედარებით წინსვლა შეიმჩნევა.

დავით მანაგაძე, იურისტი: ,,ორი წლის წინ ძალიან ბუნდოვანი წამოდგენა ჰქონდათ ამ საკითხებზე. ახლა ზოგადად მაინც იცნობენ  თემას. მათ მოჰყავთ კონკრეტული მაგალითები, ფაქტები და შეუძლიან შედარებით ზუსტი განსაზღვრების გაკეთება, მაგრამ თეორიული ცოდნა ნაკლებად გამოავლინეს. მათთვის საინტერესო იყო ეთიკის ნორმენზე საუბარი, განმარტებები, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს კონკრეტული ფაქტი წამებად ან ცემად. არ იცოდნენ დეფინიციები, განმარტებები, თუ რა არის არაადამიანური მოპყრობა. რა შემთხვევაში არ უნდა განახორციელოს პოლიციელმა ისეთი ქმედებები, რომ არ ჩაეთვალოს არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში“.

დავით მანაგაძე იმასაც აღნიშნავს, რომ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით სამართალდამცავებს ზოგადი წარმოდგენა ჰქონდათ.

დავით მანაგაძე, იურისტი: ,,აუცილებელია შსს მიერ უფრო დაზუსტებული გახდეს პოლიციელის მხრიდან იარაღის გამოყენების შემგედ გამოძიების საკითხები. შეიძლება პოლიციელს მართლაც გაუჩნდეს იარაღის გამოყენების აუცილებლობა, მაგრამ იგი მაინც ფრთხილობს, რადგან იცის, რომ მისი გამოყენების შემდეგ გამოძიება ჩატარდება და მას განმარტებების გაკეთება მოუწევს“.

იურისტი გიორგი გარსევანიშვილი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტების მართლწესრიგისა და თანამდებობის პირთა ქცევის კოდექსის, დაკავებულ პირებთან მოპყრობის პრინციპების შესახებ სამართალდამცავებმა ყველაფერი როდი იცოდნენ.

გიორგი გარსევანიშვილი, იურისტი: ,,ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა ,,წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ არსებობის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდნენ. ფაქტია, რომ მათ ძალიან მცირე ინფორმაცია აქვთ ისეთი საერთაშორისო დოკუმენტების, შეთანხმებების შესახებ, რომლის შესრულებაც აუცილებელია, რომელიც კანონმდებლობის დონეზეა. იმედი მაქვს, რომ ისინი დელიკატურად მიუდგებიან ამ საკითხს და პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენებენ. გვქონდა საუბარი მედიისა და პოლიციის ურთიერთობაზეც, ქცევის წესებზეც, რაც მათთვის პრაქტიკულად სიახლე იყო“.

სემინარის მონაწილეები მსგავსი სახის მეცადინეობებს საჭიროდ და სასარგებლოდ მიიჩნევდნენ.

დიტო ხვიტია, საოლქო პროკურორის მოადგილე: ,,საინტერესო თემები და საინტერესო ტრენერები იყვნენ. ვფიქრობ, რომ ყოველი სიახლის ამ სახით გაცნობა ნებისმიერი სამართალდამცავისთვის აუცილებელია“.

მირანდა მუმლაძე, საოლქო პროკურატურის პროკურორი: ,,კარგი იქნება, თუ ასეთი განხილვისა და სწავლების შესაძლებლობა მომავალშიც მოგვეცემა. ამით ყველა იმ ხარვეზის შევსება და გამოსწორება შეიძლება, რომელიც ნებისმიერ ჩვენთაგანს სჭირდება“.

მაია ეხვაია, პოლიციის სამმართველოს ინსპექტორ გამომძიებელი: ,,თითოელი განხილული საკითხი ძალიან საინტერესო იყო. საინტერესო იქნებოდა უბრალო მოქალაქეების მოწვევა და არა მარტო თანამდებობის პირებს. თუ ასეთი სემინარის ჩატარება პერიოდულად მაინც მოხდება, უფრო სასარგებლო იქნება“.

ახალი ამბები