კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციის უფროსი ჟურნალისტებს დაკავებით ემუქრება

8 იანვარი, 2009

 სოსო მარტაშვილი
გელა მთივლიშვილი, კახეთი

შს გურჯაანის სამმართველოს უფროსი   რეგიონულ ჟურნალისტებს  სპორტსმენების უკანონოდ დაპატიმრების ფაქტის გაშუქების გამო ატერორებს. პოლიციის უფროსმა კორესპონდენტები გააფრთხილა, რომ თუ ისინი სპორტსმენების საქმეზე მუშაობას არ შეწყვეტენ, ნარკოტიკები შესაძლოა, არა მარტო მათ, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც აღმოაჩნდეთ.
 
ჟურნალისტების განცხადებით, შს გურჯაანის სამმართველოს  უფროსმა სოსო მარტაშვილმა, გუშინ, გურჯაანის რაიონული სასამართლოს შენობასთან, საპროტესტო აქციის გასაშუქებლად მისულ ჟუტნალისტებს უყვირა: "მიკროფონებს ერთ ადგილზე გაგთხრით და სპორტსმენების მსგავსად თქვენც გაგსროკავთ". ამასთან ერთად, პოლიციის უფროსი ტელეკომპანიების "რუსთავი 2"-ის, "პირველი არხის", "გურჯაანის" და ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტ გაზეთის, კახეთის რეგიონული გაზეთის "იმედის" კორესპონდენტებს დაკავებითაც დაემუქრა.

"07 იანვარს გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა და პოლიციის თანამშრომელზე ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ახალგაზრდა სპორტსმენებს ბიძინა სეფიაშვილსა და სპარტაკ სალთხუციშვილს წინასწარი აღმკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დარბაზში მსხდომმა ადამიანებმა სასამართლოს გადაწყვეტილება პროცესის შემდეგ აქციით გააპროტესტეს. დაკავებულების ახლობლები გვიხსნიდნენ, რომ სპორტსმენები პოლიციის თანამშრომელს ჯგუფურად თავს კი არ დაესხნენ, არამედ შელაპარაკება მოუვიდათ სამართალდამცავთან, რომელიც ინციდენტის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ აღნიშნული თვითმხილველთა ჩვენებებით დაედასტურებინათ. აქციას თვალს პოლიციის თანამშრომლებიც ადევნებდნენ.  აქციის  დაშალის შემდეგ   სასამართლოს შენობის შორიახლოს, პოლიციის მანქანით სამმართველოს უფროსი მარტაშვილი მოგვიახლოვდა და გინება დაიწყო (ჩვენი ვარაუდით, ის ნასვამ მდგომარეობაში იყო.) "მიკროფონებს ერთ ადგილზე გაგთხრით და სპორტსმენების მსგავსად თქვენც გაგსროკავთ".   დაგვემუქრა დაკავებითაც:  "შეეშვით მაგ ამბავს, თორემ შემთხვევით ჯიბეში ნარკოტიკები არ იპოვოთ”. იმ შემთხვევაში თუ სპორტსმენების საქმეზე მუშაობას არ შევწყვეტთ, ნარკოტიკები შესაძლოა ჩვენი ოჯახის წევრებსაც აღმოაჩნდეთ, - განაცხადეს შეურაცხყოფილმა ჟურნალისტებმა.

უნდა აღინიშნოს, რომ შს გურჯაანის სამმართველოს უფროსი სოსო მარტაშვილი კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის ახლო მეგობარია და სამხარეო ადმინისტრაციის ნდობით სარგებლობს. ჟურნალისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მარტაშვილი აღნიშნავს, რომ მას ვერავინ ვერაფერს დააკლებს.

საგულისხმოა ისიც, რომ გასულ წელს, კახეთში რამდენიმე დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა საკუთარ ხელჩანთაში ნარკოტიკული ნივთიერების მსგავსი ფხვნილი არაერთხელ იპოვა.

ახალი ამბები