კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკანონო გადასახადი და უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა

22 იანვარი, 2009

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

სოფელ ციხისძირში წყლის პრობლემა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ორი წლის წინ „მოაგვარა“. საზეიმოდ გახსნილი წყალსაცავი დღეს მოსახლეობის სარჩენია. მუშა-მოსამსახურეთა ხელფასები ადგილობრივი მცხოვრებლებისგან აკრეფილი 5-5 ლარით გაიცემა. ხოლო თვითონ წყალსაცავი, ჯერ კიდევ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ბალანსზეა.

ადამიანის უფლებათა ცენტრს სოფელ ციხისძირის მოსახლეობა დაუკავშირდა. მათი განცხადებით, სოფლის გამგეობის წარმომადგენლები მათ ყოველთვიურად წყლის გადასახადის სახით, უკანონოდ 5 ლარს ართმევს.  მიუხედავად ამისა,  წყალი მაინც არ მოდის  „რაში გვართმევენ ამ ფულს ვერ ვხდებით.“  - აღნიშნავს მოსახლეობა. 

სოფელ ციხისძირში წყლის პრობლემა წლების განმავლობაში არსებობდა. მოსახლეობაში ხუმრობაც კი იყო გავრცელებული -  „სოფელ ციხისძირში ქალს არ გავათხოვებ, წყალი ექნება საზიდი“.  ხუმრობა დღემდე შემორჩა სოფელს ...

ადამიანის უფლებათა ცენტრმა  ციხისძირის რწმუნებულს ავთანდილ გორგილაძეს მიმართა. გორგილაძემ სოფლის მცხოვრებთა კოლექტიური განცხადება, დათარიღებული 2008 წლის 5 აპრილით და 2008 წლის 7 მაისის სოფლის ყრილობის ოქმი წარმოგვიდგინა. ციხისძირის მცხოვრებთა განცხადებაში წერია: „ფულს ყოველთვიურად რამდენიც  შეგვეძლება გადავიხდით. 5-10 ლარზე არავინ არაფერს იტყვის... ეს წყლის საქმე ჩავაბაროთ ვინმე ჩვენს სოფლელს, რომ გაჭირვებისას მისი ძებნა არ დაგვჭირდეს“. განცხადებაშივეა ღნიშნული, რომ უხარისხო მილების გამო მოსახლეობას წყლის მიწოდება  ერთი თვის შემდეგ  შეფერხებებით აღუდგა.  განცხადებას 14 ციხისძირელი აწერს ხელს.  სოფელ ციხისძირში კი სოფლის რწმუნებულისვე განმარტებით 325 ოჯახი ცხოვრობს. თუმცა, სოფლის ყრილობის განცხადებას, რომელზეც  წყლის მიწოდების საკითხი „დადებითად“ გადაწყდა   ყრილობის ოქმს 120 კაცის ნაცვლად  206 კაცის ხელმოწერა აქვს.

სოფლის ყრილობის მიერ მიღებული  ოქმის მიხედვით წყალის  მიმწოდებელ 9 მომსახურეს 18 თვის განმავლობაში  ხელფასი არ მიუღიათ. დავალიანებამ 16 200 ლარი შეადგინა. 

ავთანდილ გორგილაძე, სოფელ ციხისძირის რწმუნებული: „ვიცი რომ ეს არასწორი მიდგომაა, მაგრამ იმისთვის, რომ სოფელს წყალი უწყვეტად მიეწოდოს ეს აუცილებელი წინაპირობაა. გიგი წერეთელი, კობა ხაბაზი, გოგა გაბაშვილი, ოთარ ხინიკაძე და სხვა პარლამენტის წევრები წინასაარჩევნოდ იყვნენ ჩამოსულები  და მე  მათ ამის შესახებ განვუცხადე. ვუთხარი, რომ  ხდება ფულის შეკრება  და წყალსაცავის დარაჯთა ხელფასების გადახდა. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  ლევან ვარშალომიძემ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს უკვე მიმართა   წყალსაცავის მუნიციპალიტეტისთვის  გადმოცემის თაობაზე. მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის შემთხვევაში მოსახლეობას თანხის გდახდის შემდეგ  ქვითარს მივცემთ.“

სოფლის რწმუნებულის განცხადებით, პრეზიდენტმა სოფელს სამშენებლო მასალები - მილები აჩუქა და არა   წყალი უფასოდ, როგორც ამას მოსახლეობა აღნიშნავს. 
 სოფლის მკვიდრნი კი   სწორედ  წყლის უხარიხო მილებზე ჩივიან,  რაც გახდა  მიზეზი ყოველთვიური დამატებითი თანხის გადახდის.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა აღნიშნულ  საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს დავით ღონღაძეს უკვე რამდენჯერმე მიმართ.  პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

ახალი ამბები