კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაზარალებული კუთვნილ კომპესაციას ითხოვს

16 თებერვალი, 2009

 თენგიზ ბიბინეიშვილი

45 წლის თენგიზ ბიბინეიშვილმა ტრავმა სამუშაო მოვალეობის შესრულების დროს მიიღო. საქმეზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე კი ამნისტიის გამო შეწყდა. საქმეში დაზარალებულ ბიბინეიშვილს კი კომპესაცია ჯერ კიდევ არ მიუღია.

2006 წლის 27 ნოემბერის შემდეგ მარცხენა ხელის გარეშე ცხოვრობს. ოჯახში თითქმის ვერაფერს აკეთებს. სოციალური სიდუხჭირის მქონეთა სიაში არ იმყოფება, თუმცა ოჯახს სამედიცინო პოლისი გააჩნია. ორი სტუდენტითა და მეუღლით, სოფელ ერგეში ცხოვრობს. უმუშევარი თენგიზ ბიბინეიშვილის ოჯახი სახელმწიფოსგან პენსიის სახით მხოლოდ 65 ლარს იღებს. საწარმო ტრავმამდე კი 500 ლარიანი ხელფასით ირჩენდნენ თავს.

ბიბინეიშვილი შპს „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების ბათუმის დეპარტამენტში 2004 წლიდან მუშაობდა. მისი თანამდებობა იყო საისრე პოსტის უფროსი მორიგე. თენგიზ ბიბინეიშვილს მორიგეობისას მოძრავი შემადგენლობა დაეჯახა. დაზარალებული მკურნალობის მიუხედავად ხელის ამპუტაციას ვერ გადაურჩა.

„წესისამებრ, მე უნდა გამეცა შეტყობინება, რომ ვაგონები წამოსულიყვნენ. რატომღაც ისე მოხდა, რომ შეტყობინებამდე წამოვიდა რელსზე და ხელი დამიზიანა. ექიმებმა ასე არჩიეს რომ ამპლუატაცია გაეკეთებინათ...“,- იხსენებს ბიბინეიშვილი.

დაზარალებულის ინტერესებს იურისტი ნოდარ დიასამიძე იცავს. მისი განცხადებით, პოლიციამ ფაქტის თაობაზე მოკვლევა აწარმოა და ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მოგვიანებით პროკურორმა ადილალ წირღვავამ საქმის წარმოება სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტის არარსებობის გამო შეწყვიტა. თუმცა მაშინ პროკურატურამ ბიბინეიშვილი დაზარალებულად ცნო. დაზარალებულის ადვოკატმა პროკურორის ეს გადაწყვეტილება ჯერ ბათუმის რაიონულ პროკურატურის მთავარ პროკურორთან ავთო კილაძესთან და შემდეგ კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. ორივე უწყებამ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის მოტივად სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლზე გამოცხადებული ამნისტია დაასახელა.

2006 წლის 27 ნოემბერს, აღნიშნული უბედური შემთხვევის დროს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ბრძანებულება მოქმედებდა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაზარალებულის ადვოკატმა სამოქალაქო სარჩელი შეიტანა, რომელშიც საქართველოს რკინიგზას წლების წინ მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურებას თხოვს.

საქართველოს რკინიგზის სადგურის ბათუმის დირექტორის მოადგილე სერგო დოლიძე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თენგიზ ბიბინეიშვილმა ტრავმა მიიღო. მისივე განმარტებით 2006 წელს მკურნალობის ხარჯები სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“ -მ დაფარა.

ბიბინეიშვილი კი აცხადებს, რომ სამედიცინო ხარჯები, როემლიც დაახლოებით 703 ლარი იყო, იმ პოლისით დაიფარა, რაც ოჯახს სოციალური დახმარების სახით ჰქონდა.
უფრო მეტიც, ის აცხადებს, „სადაზღვეო კომპანიამ მხოლოდ ერთი წლის დაზღვევით გათვალისწინებული კომპესაცია შემომთავაზა. ისიც მოითხოვა, რომ წერილობით დამეფიქსირებინა, სხვა მოთხოვნები მათ მიმართ რომ არ გამაჩნდა“.

დაზარალებულის ადვოკარი დიასამიძე აღნიშნავს, რომ ბიბინეიშვილს ხუთწლიანი კომპესაცია ეკუთვნის: „საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48 დადგენილებით დამტკიცებულ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წესის“ 33-ე პუნქტის მიხედვით დაზარალებულზე უნდა გაიცეს ერთჯერადი დახმარება 5 წლის სარგოს ოდენობით 37 260 ლარი, რადგან მან პროფესიული შრომის უნარი დაკარგა სრულად. ასევე უნდა მიიღოს ყოველთვიური სარგოც იმ ოდენობით, რა ხელფასიც ჰქონდა“.

ამჯამად, ბიბინეიშვილის სამოქალაქო სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს, თუმცა სასამართლო პროცესი უკვე რამდენჯერმე გადაიდო.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები