კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლებამ დევნილებს საკვები პროდუქტების მიწოდება შეუწყვიტა

18 თებერვალი, 2009
თეა თედლიაშვილი, გორი

გორის მე-10 საბავშვო ბაღში ჩასახლებულ დევნილებს ელემენტარული საარსბო საშუალება არ აქვთ. დევნილებისთვის, რომლებსაც ომის შემდეგ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნათ ექიმთან მისვლას და წამლის შეძენას ვერ ახერხებენ.


ამასთან,  ხელისუფლებამ  მათ საკვები პროდუქტრის მიწოდებაც შეუწყვიტა. მეათე საბავშვო ბაღში დევნილებისთვის ერთ სულზე დღეში მხოლოდ ნახევარი პურია.  "ცხელი კერძი", რომელიც დევნილების დახმარების პროგრამაში შედიოდა დეკემბრის შემდეგ შეწყდა. დევნილების ორ სულიანი ოჯახი,  დროდადრო 5 შეკვრა ნახევარ კილოგრამიან მაკარონს, ერთ ბოთლ ზეთს, ერთ კილოგრამ შაქარს და  3 კილოგრამ ლობიოს იღებდნენ.  ეს ის პროდუქტებია, რომელიც ოჯახს მთელი მთელი თვის მანძილზე უნდა ეყოს. კარვების ქალაქის დაშლის შემდეგ, ასეთი შემადგენლობით პროდუქტი დევნილებმა მხოლოდ სამჯერ მიიღეს. კარვების ქალაქი  ოქტომბრის ბოლოს დაიშალა.

დისევიდან დევნილ ბეღელურების ოჯახს  საკვებად დღეში მხოლოდ  ცარიელი პური აქვთ. სულიკო ბეღელური, რომელმაც დისევში ორ სართულიანი სახლი დაკარგა, დღეს მკურნალობას საჭიროებს, ექიმთან უფულობის გამო ძლივს ახერხებს მისვლას, თუმცა ექიმისგან წამოსული სამედიცინო  მედიკამენტებს  ვერ ყიდულობს.

სოციალური სუბსიიდიების სააგენტოს გორის ოფისის წარმომადენლების შემოწმების შემდეგ, ბეღელურებს 49000 ქულა მიანიჭეს, თუმცა  ისინი ფულად დახმარებას ვერ იღებენ. მათ სუბსიდიების სააგენტოს გორის ოფსს  განცხადებით უვე ორჯერ მიმართეს. სააგენტოსგან მიიღეს პირობა,  რომ მათ კიდევ  შეამოწმებენ, თუმცა  იქ ჯერ არავინ მისულა.

ცოლ-ქმარი აცხადებს, რომ სუბსიდირების სააგენტო დახმარებებს მხოლოდ ნათესავებს  აძლევს. ,,დახმარებები გასცეს, მაგრამ ჩვენ არც კოტეჯი მოგვცეს და არც ფულადი დახმარება. Dდახმარებები უკანონოდ გასცეს, ძირითადად ნათესავებზე” 

სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გორის ოფისის თანამშრომლის მალხაზ ბოლოთაშვილის განცხადებით, დევნილებს, რომლებსაც სოციალური სტატუსი საკუთარი საცხოვრებლების მიხედვით უკვე მინიჭებული ჰქონდათ, ავტომატურად გადმოვიდა მათზე ვინც კოტეჯებში შესახლდნენ, დანარჩენები თვითონ უნდა მივიდნენ და დარეგისტირდნენ ინდივიდუალურად.

გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსის კობა ტლაშაძის თქმით, მან არ იცის რატომ არ არის  ინფორმირებულები დევნილი მოსახლეობა: "შიდა ქართლის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან ზურაბ ჯალაბაძესთან მივიდნენ დევნილები და მიიღებენ უფასო მედიკამენტებს. არსებობს სამედიცინო პროგრამა დევნილებისა და ბუფერული ზონის მოსახლეობის დასახმარებლად, რათა მათთვის უფასო მედიკამენტების გადაცემას და მკურნალობას ითვალისწინებს. მათ უნდა წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია ფორმა ასი და ექიმის დამოწმებული გამოწერილი წამლების ნუსხა"-განაცხადა კობა ტლაშაძემ.
აღნიშნულ  საკითხებზე დევნილ მოსახლეობას რეალურად ინფორმაცია არ აქვს და თყველა მათგანი წამალს აფთიაქში ყიდულობს.
 
დენილების ყოველდღიურ კვებაზე  რეგიონში გაეროს სასურსათო პროგრამა მუშაობს. საბავშვო ბაღში შესახლებულ დევნილებს კი სახელმწიფომ მშრალი პროდუქტი და ჰიგიენის საშუალებები მხოლოდ შესახლების დროს გადასცეს.

ახალი ამბები