კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურამ შარაძის საქმის გამოძიებაში ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი ერთვება

24 თებერვალი, 2009

გურამ შარაძე
აკადემიკოს გურამ შარაძეს 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების გადაკვეთაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად იგი ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობა დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე მოხდა და მას  ჰყავდა მოწმეები, მათ შორის  - საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: ლევან ბოჭორიშვილი და რობერტ პანიევი. შესაბამისი კადრები მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე სადაზღვევო კომპანია "ლდაგის" ვიდეოთვალმაც ასახა.

გურამ შარაძის ოჯახის წევრებს სამართალდამცავების მიმართ უამრავი პრეტენზია აქვს. ეს ეხება, როგორც საპატრულო პოლიციას, ასევე გამოძიებას და სასამართლოს. გურამ შარაძის მკვლელობის პირველივე წუთიდან სამართალდამცავები ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ.

ოჯახი  სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგის’’ ფირზე აღბეჭდილი კადრებსა (სადაც გარკვევით ჩანს, რომ მკვევლი, რომელიც მსხვერპლს უკან მიჰყვება, რადიკალურად განსხვავდება დაკავებული ,,მკვლელისგან’’) და არაერთი მოწმის (რომელთა ვინაობის დასახელებისაგან, გასაგები მიზეზების გამო, შეგნებულად თავს ვიკავებთ) მონათხრობზე დაყრდნობით, თავიდანვე აცხადებდა, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა, რომ ის ჩაიდინა ორმა დაქირავებულმა ქილერმა და დაკავებულ გიორგი ბარათელს არავითარი კავშირი არ აქვს გურამ შარაძის მკვლელობასთან. მეტიც, ბარათელი მკვლელობის ადგილის მიდამოებში სამართალდამცავების მიერ იძულებით იქნა მიყვანილი მკვლელობიდან 15 წუთის შემდეგ, მაშინ, როდესაც ნამდვილი მკვლელები სამშვიდობოს იყვნენ გასულები. გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა. მან ადვოკატების საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. 2008 წლის 14 ნოემბერს სასამართლოს თავმჯდომარე მაია ოშხარელმა, მოსამართლეებმა: დავით სულაქველიძემ და იური ტყეშელაშვილმა დაადგინეს, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე "არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის".

2009 წლის იანვრის თვეში, პროექტის  - "სასამართლო სისტემის მონიტორინგი 'საქართველოში" ფარგლებში, "ადამიანის უფლებათა ცენტრისა" და ჟურნალ "სიტყვის" მიერ ჩატარდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ეხება გურამ შარაძის მკვლელობას საქმეს (გამოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი, პროექტის მხარდამჭერი _  "ევრაზიის პარტნიორობის ფონდი"). გამოძიების საშუალებით კიდევ ერთხელ მტკიცდება სიმართლე, აგრეთვე, საფუძველი ეცლება ხელისუფლების ვერსიას ოჯახის   ,,სუბიქტურობის’’ შესახებ. ამ გამოძიებამ ცხადყო, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე, ფაქტიურად, არ გამოძიებულა. უამრავი ეჭვი ჩნდება გიორგი ბარათელის ბრალეულობის მიმართ, რომელიც 27 წლიან სასჯელს იხდის. 

არც გამოძიებამ, არც სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც ერთი  შუამდგომლობა. სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა არამარტო უსამართლოდ, არამედ, მთელი ცინიზმით. გურამ შარაძის ოჯახის ადვოკატი საქმეს სტრასბურგისთვის ამზადებს. საქმში  ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ერთვება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები