კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დასაქმების პროგრამა ყოფილ დეპუტატებზე წარმატებით ხორციელდება

25 თებერვალი, 2009

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატებიდან უმრავლესობა ისევ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში დასაქმდნენ. აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭო, სოფლის მეურნეობის, ფინანსთა და ეკონომიკის, განათლების სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო _ ეს ის საჯარო სტრუქტურებია, სადაც ყოფილი 30 დეპუტატიდან, ზოგი ისევ უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი დეპუტატია, ხოლო 12 მათგანი მოადგილედ, თანაშემწედ და ზოგიც მრჩევლებად დასაქმდნენ. ხოლო მათი სარგო 885 ლარიდან _ 1 500 ლარს შეადგენს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ყოფილი დეპუტატები შერჩევით დაინიშნენ. „მაშინ როდესაც უმაღლეს საბჭოს არ აქვს ანალიტიკური, ან კანონშემოქმედებითი საქმიანობისთვის შტატები, ხელოვნურ შტატებს ქმნიან და კონკრეტულ ადამიანებს არგებენ“, _ აცხადებს „ქრისტიან-დემოკრატი“ ნუგზარ ფუტკარაძე.
აჭარის მკვიდრნი ფაქტს ასე აფასებენ:
 

ბესიკ ბერიძე, უმუშევარი: „უმუშევრობის პრობლემას როგორც ჩანს თავის სასარგებლოდ აგვარებენ. რა შეფასება უნდა გავაკეთო, მაშიან როდესაც ქვეყანას  ასე უჭირს და დამატებით შტატებს სათავისოდ ქმნიან. 

ნათელა აბულაძე, პენსიონერი: „ამას აჯობებედა  პენსია გაეზარდათ, ვიდრე ყოფილი დეპუტატებისთვის ხელფასები“.

მიმოზა დუმბაძე, მოვაჭრე: „წლეების განმავლობაში მაღალ ხელფასს არაფრის კეთებაში ღებულობდნე.  ცოტა ჩვენზეც იფიქრონ და არა მხოლოდ ნათესავებზე“.

ჯემალ სურმანიძე, უმუშევარი: „ჯერ უმუშევრები დაასაქმონ და შემდეგ იფიქრონ საკუთარი ხელფასების გაზრდაზე. ყოფილ დეპუტატები ფინანსურად ჩვენზე უკეთესად ყოველთვიდ იყვნენ“.

აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრები სადეპუტატო უფლებამოსილების ბოლო პერიოდში ცდილობდნენ მათი პენსიის საკითხის გადაწყვეტასაც. თუმცა, ვერ მოხერხდა. არსებული პროექტით, ყოფილი დეპუტატების პენსია მათი დეპუტატობის დროინდელი ხელფასის იდენტური უნდა ყოფილიყო. დეპუტატებს კი მინიმალური ხელფასი _ 1 500 ლარი ჰქონდათ.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ამ სტრუქტურებიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. შეჯამების შემდეგ ასეთი სურათი მივიღეთ: 3 ნოემბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგად, საშტატო ერთეულთა ოდენობა იზრდება და ახალი საბჭო იქმნება.

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო
2008 წლის 16 დეკემბრის მთავრობის დადგენილებით, სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ერთი საშტატო ერთეულით გაიზარდა და ამჟამად, სამი მოადგილე ჰყავს. შტატების ოდენობის ზრდა სამმართველომ, დებულებაში განხორციელებული გაზრდილი ფუნქციებით ახსნა.

2009 წლის 13 იანვარს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ ლეონ თედორაძე (აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნა.
ხოლო, 5 იანვარს, სამმართველოს უფროსმა ირაკლი ჭავჭანიძემ მირიან ნუმანიშვილი (აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი) შტატგარეშე მოსამსახურედ აიყვანა და მასთან შრომითი ხელშეკრულება დადო. ნუმანიშვილის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს ხელშეკრულების შესაბამისად.

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მინისტრის თანაშემწედ ორი საშტატო ერთეული იყო გათვალისწინებული. სამინისტროში შტატი არ გაზრდილა, თუმცა თანაშემწეები მირიან ლებანიძე და ლია ბერიძე შეიცვალენ.

2009 წლის 5 იანვრის მინისტრ ემზარ ძირკვაძის ბრძანებით, ზურაბ მიქელაძე (აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი) მინისტრის თანაშემწედ დაინიშნა აგრარულ საკითხებში, ხოლო ავთანდილ ბეჟანიძე (აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი) სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურედ დანიშნეს, რომელთა თანამდებობრივი სარგოც _ 885 ლარია.

აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
2008 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებით, სამინისტრომ საშტატო განრიგით ოთხი თანაშემწის ერთეული დაამტკიცა. 2008 წლის 4 დეკემბერს კი მინისტრის გადაწყვეტილებით, მიხეილ მახარაძე (აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი) მინისტრის თანაშემწედ დაინიშნა. მისი სარგო შეადგენს _ 885 ლარია.

აჭარის უმაღლესი საბჭო
2009 წლის 6 იანვარს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღეს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით. იმავე დღეს, უმარლესი საბჭოს თავმჯდომარე ბრძანება #2, ბრძანებს: „აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან შეიქმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. შემადგენლობა განისაზღვროს სამი წევრით, საბჭოს თავმჯდომარე და ორი წევრი“.

საბჭოს შექმნის ბრძანების გამოცემის დღესვე, 6 იანვარს, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯომარედ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი ოისებ ხიმშიაშვილი, წევრებად კი აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები: მერაბ ქიძინიძე და ომარ ავალიანი დაინიშნენ. საბჭოს წევრების სარგოდ _ 1050 ლარი, ხოლო საბჭოს თავმჯდომარეს _ 1150 ლარი აქვს.

უმაღლესი საბჭოში კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატი დასაქმდა. ბეჟან გობაძე უმაღლესი საბჭოს აპატარის უფროსის ლევან ხოზრევნიძის 2008 წლის 18 დეკემბრის  ბრძანება #423-ით, აჭარის არ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომისიის თანმჯდომარის თანაშემწედ დაიანიშნა. საინტერესეოა, რომ მისი დანიშვნის ბრძანება 18 დეკემბერს გამოიცა, ხოლო ბრძანებაში მითითებულია, რომ ბეჟან გობაძე 2008 წლის 3 დეკემებრიდან მუშაობს. ყოფილი დეპუტატის თანამდებობრივი სარგო ამ პოსტზე 1 500 ლარს შეადგენს.
 

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

 

ახალი ამბები