კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოქალაქე გორის ჰოსპიტალს გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს

27 თებერვალი, 2009


 ჯემალ წიკლაური
გორის ჰოსპიტალში მკურნალობის შემდეგ მოქალაქე ჯემალ წიკლაური მიიჩნევს, რომ მისი უფლებები მედიცინის მუშაკებმა შელახეს. წიკლაურის განცხადებით, ჰოსპიტალში განვლილი მკურნალობიდან მას სასწრაფო ოპერაცია რამდენიმე დღეში დაჭირდა.

60 წლის ჯემალ წიკლაური ჰოსპიტალში მუცლის ქვედა არეში მწვავე ტკივილების გამო მივიდა. ექიმებმა მას მწვავე აპენდიციტი დაუდგინეს და სტაციონალში მოათავსეს, მას ოპერაციის გაკეთება შესთავაზეს, რაზეც ავადმყოფმა თანხმობა გნაცხადა. წიკლაური სტაციონალურ მკურნალობას 5 დღის მანძილზე გადიოდა, თუმცა როგორც თვითონ აცხადებს, მას არავითარი შედეგი არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ ტემპერატურამ დაუწია.

"ხუთი დღის შემდეგ გამომიცხადეს, რომ მემკურნალა სახლში და ჰოსპიტალში მკურნალობის თანხა 583 ლარი გადამახდევინეს. მე საავადმყოფოდან გაწერას არ ვთანხმდებოდი, რადგან ოპერაციის შემდეგ შედეგი არ მქონდა. Eექიმები მარწმუნებდნენ,  რომ ამ წამლებით ტკივილები ჩამიცხრებოდა და 3-4 თვის შემდეგ ოპერაციას გამიკეთებდნენ. გამოწერიდან სამი დღის შემდეგ ისევ მივაკითხე ჰოსპიტალს, მაგრამ ოპერაციაზე კვლავ უარი მითხრეს. 10 დეკემბერს საშინელი შეტევები დამეწყო, მაშინ უკვე სხვა კლინიკას მივმართე, სადაც სასწრაფო ოპერაცია გამიკეთეს და სიკვდილს გადავრჩი"- ამბობს ჯემალ წიკლაური.

წიკლაურს მიაჩნია, რომ ჰოსპიტალში, მას არაადამიანურად მოექცნენ, გადაახდევინეს უშედეგო ოპოერაციისა და მკურნალობის თანხა, რისი გადახდაც მას სხვა საავადმყოფოშიც მოუწია. "მოგეხსენებათ დღეს რა გაჭირვებაა, ჰოსპიტალში მკურნალობა და გამოწერილი წამლები 800 ლარი დამიჯდა, მე თანხის გადახდა მეორე საავადმყოფოშიც მომიწია, სწორედ იმის გამო, რომ ჰოსპიტალში სათანადოდ არ მიმკურნალეს, ამიტომ მე მოვითხოვ ჰოსპიტალმა დამიბრუნოს ოფიციალურად გადახდილი 583 ლარი"- აღნიშნავს ჯემალ წიკლაური.

ჯემალ წიკლაური აცხადებს რომ ჰოსპიტალის დირექტორს, ნუკრი ჯოხაძეს თანხის დაბრუნების მოთხოვნით უკვე მიმართა, მან კი უარი განუცხადა.

„წიკლაურის პრეტენზიები უსაფუძვლოა, მაშინ ოპერაციის გაკეთება არ შეიძლებოდა, ოპერაციამდე ცოცხალი რომ გადარჩა, ჩვენი მკურნალობის  დამსახურებაა, მეტი რა შედეგი უნდა მოყოლოდა"- აღნიშნა ნუკრი ჯოხაძემ.

თეა თედლიაშვილი

ახალი ამბები