კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არქიტექტორთა კავშირს სახელმწიფო ქონებას ართმევს

10 მარტი, 2009

საქართველოს არქიტექტორთა კავშირს აჭარის ორგანიზაციის კუთვნილი 163 კვ.მ ფართობი სახელმწიფომ მიისაკუთრა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ფართობი სახელმწიფო საკუთრება იყო და საქართველოს მთავრობის განკარგულებით მათ საკუთრებაში გადაეცათ. არქიტექტორთა კავშირს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემები აქვს, სადაც აღნიშნულია რომ ფართობი საკუთრების უფლებით გააჩნდათ. სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში  უკვე შეტანილია.

„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა ერთმანეთში ვერ განასხვავა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონება. საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა შესაბამისად, მინისტრის მოადგილის, ბატონ დავით წითლიძის 17. 01. 2008 წლის მიმართვის #01-22/130 საფუძველზე, სახელმწიფო საკუთრებად დაარეგისრტირა ჩვენი ფართობი, რომელიც კანონმდებლობით, ამავე დროს წარმოადგენს საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრთა საერთო საკუთრებას“,  - აცხადებს კავშირის ხელმძღვანელი რევაზ გოგიტიძე. 

ბათუმში, ფარნავაზ მეფის #73-ში მდებარე შენობა 163 კვ.მ ფართობით არქიტექტორთა კავშირს ბალანსიდან ბალანსზე აჭარის მინისტრთა საბჭოს 1974 წლის 5 ნოემბრის #834 განკარგულების საფუძველზე გადაეცა. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1975 წლის 14 მაისის #315 გადაწყვეტილებაც.

თუმცა, ფართობი არქიტექტორთა კავშირს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ ჰქონდათ. ხოლო ტექნიკური ინვენტარიზაციის მონაცემების თანახმად, „საკუთრების უფლებით პირზე საქართველოს არქიტექტორთა კავშირის აჭარის ორგანიზაცია 163 კვ.მეტრის ფართი წილობრივი მონაცემების გარეშე“ კავშირის სახელზეა. „იმ მოტივით, რომ ქონება, რომელიც საჯარო რეესტრის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში ირიცხებოდა არქიტექტორთა კავშირის საკუთრებად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ იყო, რადგანაც აღნიშნულ საკითხს არეგულირებდა საქართველოს კანონი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ სავალდებულო და ნებაყოფლობით რეგისტრაციის თაობაზე. ჩვენს შემთხვევაში, ჩვენი უძრავი ქონების რეგისტრირების აუცილებლობა არ იყო და ექვემდებარებოდა ნებაყოფლობით რეგისტრაციას. ჩვენთვის ის საკითხი, რომ სამინისტრომ მისთვის დაიკანონა, ცნობილი გახდა 19 მაისს, 2008 წელს, როდესაც ქონების დარეგისტრირება გადავწყვიტეთ“, -  აღნიშნავს გოგიტიძე.

კავშირის ფართობი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებად 2008 წლის 17 იანვრის მიმართვის საფუძველზე გახდა. მიმართვაში აღნიშნულია:  „გთხოვთ დაარეგისტრიროთ სახელმწიფო საკუთრებად...“, რომელსაც ხელს მინისტრის მოადგილე დავით წითლიძე აწერს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების განყოფილების უფროსს, ედიშერ ჩავლეიშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით,  საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემებრის 585-ე  განკარგულების თანახმად  აღნიშნული ფართი საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. ხოლო ფართობი ირიცხებოდა არქიტექტორთა კავშირის ბალანსზე. რაც მისი თქმით,  საკუთრებაში ყოფნას არ ნიშნავს.

უნდა აღინიშნოს, რომ არქიტექტორთა კავშირის ფართობი სამინისტროს საკუთრებაში განკარგულებამდე აღმოჩნდა. კერძოდ კი  საჯარო რეესტრის სააგენტოს ამონაწერი ადასტურებს, რომ „2008 წლის 23 იანვარს, ფარნავაზ მეფის ქუჩის 73-ში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მიმართვის საფუძვლეზე“, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება გახდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ხელძღვანელ კახა თავდგირიძის განცხადებით, ისინი  მარეგისტრირებელი ორგანო არიან. ,,ჩვენ ვალდებულნი  ვართ დავარეგისტრიროთ. დანარჩენი კი თუ რამდენად კანონიერად მოხდა რეგისტრაცია, ან თავისთანზე აღრიცხვა, ეს საკითხი სასამართლოს განსასაზღვრელია“.

რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციაში მისულ თანამშრომლებს კავშირის შენობის კარი აჭედილი და ბოქლომდადებული დახვდათ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ სამართალდამცავებს მიმართეს,  თუმცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ შენობა მათ არ დაულუქავთ.

არქიტექტორთა კავშირი  დაახლოებით 250 წევრს აერთიანებს. ისინი საქმის გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში აპირებენ.  სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე შესულია. როგორც ჩვენთვის გახდა  ცნობილი, საქმეს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს. სასამართლო სხდომა, ჯერჯერობით, ჩანიშნული არ არის.

მაკა მალაყმაძე,ბათუმი

ახალი ამბები