კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამართალდამცავებმა აქცია დაარბიეს

11 მარტი, 2009

„რატომ მოკალით როინ შავაძე“, „დაისაჯონ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელები“, „დაისაჯონ სანდრო გირგვლიანის მკვლელები“ _ ამ ლოზუნგებით დღეს, ბათუმში გამართული აქცია სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დაშალეს. სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა აქციის ორგანიზატორებზე კამერის წართმევასაც.

დაჩი ცაგურია, აქციის ორგანიზატორი: „ჩვენ ვითხოვთ როინ შავაძის მკვლელების დასჯას. არავის აპატიებს ქართველი საზოგადოება ტყეში ადამიანების წამებით მოკვლას. უნდა იცოდნენ ეს ამ ხელისუფლებამ. ყველა პოლიციელს მივმართავთ თხოვნით, ჩემო ძმებო, ნუ ჩაყვებით მიშა სააკავშვილს საფლავში“.

სამართალდაცავებთან ერთად, აქციის დაშლაში აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე რამაზ გვარჯალაძეც მონაწილეობდა. გვარჯალაძემ პრესასთან კომენტარზე კატეგორიული უარი განაცხადა. 

აქციის, რომლის მიზანიც პროტესტის გამოხატვა იყო, მოძრაობა „7 ნოემბერი“ ხელმძღვანელობდა. აქციაში  ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

აქციის გამართვასთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა მერიას ჯერ კიდევ 4 მარტს მიმართეს განცხადებით. ბათუმის მერიის 5 მარტს გაცემული პასუხით, „ხელისუფლებას უფლება აქვს შეწყვიტოს შეკრება, თუ იგი მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. ამ მიზნით ქალაქ ბათუმის მერიის მიერ გაფრთხილებული არიან სამართალდამცავი ორგანოები. თქვენს მიერ კანონმდებლობის მთხოვნათა შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას“.

დღეს პასუხისმგებლობა  არავის  დაკისრებია. თუმცა, აქცია, რომელსაც კანონსაწინააღმდეგო ხასიათი არ ქონია  ძალის გამოყენებით დაშალეს.

მაკა მალაყმაძე,ბათუმი

ახალი ამბები