კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური თუ კრიმინალური პატიმარი

11 მარტი, 2009

სოფელ გარეჯვარში მცხოვრები 51 წლის ანზორ მეზვრიშვილი, სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის აგვისტოს ომის გამო თავს თბილისში 165 სკოლას აფარებდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ მეზვრიშვილი ჯანაშიას ქუჩაზე დააკავეს ძველი თბილისის  შს სამმართველოს მე-5 განყოფილების პოლიციის თანამშრომლებმა, რა დროსაც მას ჯიბიდან "ფოლგაში" გახვეული მოთეთრო-მოყავისფრო ფხვილისებრი ნივთიერება აღმოუჩინეს. მეზვრიშვილის სასამართლო პროცცესები ისევ გრძელდება, მას ბრალად 260-ე მუხლი აქვს წაყენებული (ნარკოტიკების შეძენა, შენახვა, გადაზიდვა).

ფიზიკურად ბრგე აღნაგობის მეზვრიშვილს, ექსპერტიზის შემდეგ სისხლში ნარკოტიკის შემცველობა არ აღმოაჩნდა. ანზორ მეზვრიშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ის ჯანაშიას ქუჩაზე არ დაუკავებიათ.

"მამჩემი სკოლიდან წაიყვანეს და ჯანაშიას ქუჩაზე ვერ  დააკავებდნენ. მამა  სამმა პიროვნებამ "ნივით" წაიყვანა,  რომლებიც მანამდე კი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეს ირინე გიგაურს ესაუბრებოდა  თავის კაბინეტში. იმის გამო, რომ მამამ დაიგვიანა დავურეკეთ. პროცესზე  "მაგთიდან" ამონაწერიც მივიტანეთ ამის დასადასტურებლად,  სადაც გარკვევით წერია, რომ ზარი მოდულის შენობაში განხორციელდა. სწორედ მოდულის შენობაში კითხავდნენ მამაჩემს  6 საათის განმავლობაში.”  "მოდულის" შენობიდან უცხოური მარკის ავტომობილით წამოყვანილი მეზვრიშვილი ჯანაშიას #23 -თან ჩამოსვეს, სწორედ ამ დროს დააპატმრეს. _ აღნიშნავს შვილი თეა მეზვრიშვილი.

ის, რომ ანზორ მეზვრიშვილი მანამდე სკოლაში იმყოფებოდა, ადასტურებენ იმავე სკოლაში მყოფი,  გარეჯვარში მცხოვრები ადამიანები. ანზორ მეზვრიშვილი პარტია "სამართლიანობის" წარმომადგენელია. სწორედ მის პოლიტიკურ მოღვაწეობას მიიჩნევენ ოჯახის წევრები მისი დაპატიმრების მიზეზად.

სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ოქმის დაწერის შესაბამისი პირობები მაღაზია "ლუქსთან" არ იყო და ოქმი იქვე ვერ შეადგინეს.

ზურაბ პავლიაშვილი, სამართალდამცავი:
ამონაწერი დაკითხვის ოქმიდან:   "ოპერატიული ინფორმაცია, პიროვნება ეწეოდა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას...ჩხრეკა ადგილზე ჩავუტარეთ... ოქმი სად შედგა არ მახსოვს...ანზორი მეზვრიშვილი რომ იყო ვიცოდი, მანამდე ვიცოდი, რომ ანზორ მეზვრიშვილი ასე გამოიყურებოდა"

გია სიდამონიძე მოწმე, სამართალდამცავი:
ამონაწერი დაკითხვის ოქმიდან: "დაკავების ოქმი განყოფილებაში შედგა, ღამე იყო და პირობები არ იყო ოქმის შედგენის...მეორე პიროვნება  ჩემთან ვინც იყო ის ხედავდა თუ არა არ ვიცი...ოქმი არ გვქონდა და პირობებიც არ ყოფილა"

ანზორ მეზვრიშვილი ჩვენებაში განმარტავს, რომ სამართალდამცავებმა მას წამალი ძალით ჩაუდეს  ჯიბეში. მეზვრიშვილმა ჩხრეკის ოქმს ხელი არ მოაწერა, ისიც და სამართალდამცავებიც საკუთარ ჩვენებაში აღნიშნავენ, რომ მეზვრიშვილი ჩხრეკის ოქმს არ ეთანხმებოდა.

მეზვრიშვილი 2005 წლის 28 სექტემბერს შეიარაღებულმა ადამიანებმა სწორედ პარტიული მოღვაწეობის გამო სცემეს.  თეა მეზვრიშვილის განმარტებით, ცემაში სწორედ ის პოლიციელები მონაწილეობდნენ, რომელბმაც მამამისი ცრუ ბრალდებით დააკავეს. "მაშინ ზურაბ პავლიაშვილი და დიტო თათრიშვილი, რომელმაც ნარკოტიკი ჩაუდო ჯიბეში გორში მუშაობდნენ.  მამაჩემა ამოიცნო, ორივე ის ადამიანია, რომლებმაც უმოწყალოდ სცემეს 2005 წელს"_ამბობს თეა მეზვრიშვილი.

საქმეზე სასამართლო განხილვა ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს. პროცესი 17 მარტსაა ჩანიშნული. გუშინ დანიშნულ სასამართლო სხდომაზე განსასჯელმა მოწმის ირინე გიგაურის იძულების წესით მოყვანა ითხოვა, რაზეც ცინიზმით უპასუხეს. აღნიშნულის გამო  განსასჯელმა დარბაზი დატოვა. მეზვრიშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ ირინე გიგაურის  ზარის გამო მოხდა ყველაფერი, ამიტომ მიიჩნევს, რომ საჭიროა მოწმის  დროულად დაიკითხვა. უნდა აღინიშნოს, რომ ანზორ მეზვრიშვილმა გულის ინფაქტი გადაიტანა, მიუხედავად ამისა  ციხის საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ. პროცესები კი მოწმის გამოუცხადებლობის გამო განუწყვეტლივ იშლება.

თეა თედლიაშვილი,გორი

ახალი ამბები