კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა მდგომარეობაა სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში

2 აპრილი, 2009

ირინა მაჩურიშვილი,თბილისი

30 მარტს  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" ორგანიზებითა და შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით  "New Art Cafe" - ში რიგით მეხუთე მედია კლუბი გაიმართა. მედია კლუბის მუშაობაში მონაწილეობას უცხოელი დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელები და ქართველი ჟურნალისტები იღებდნენ. ამჯერად დისკუსიის თემას  სექსუალური უმცირესობის უფლებები და ქართულ მედიაში მათ გაშუქება წარმოადგენდა. ძირითადი მომხსენებლები ფონდი ინკლუზივის პრეზიდენტი,  პაატა საბელაშვილი და პროექტის მენეჯერი ეკა აღდგომელაშვილი იყვნენ.

ფონდი “ინკლუზივი” 2006 წელს ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერით დაარსდა. ფონდის ხელმძღვანელის, პაატა საბელაშვილის განცახადებით, ამ საკითხებზე საუბარი იმდენად არ არის  მნიშვნელოვანი, რამდენადაც, საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ მაჩვენებელის სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია წარმოადგენს.

,,ჩვენ ვცდილობთ ადამიანებს ამ კუთხით მაქსიმალურად დავეხმაროთ" - აღნიშნა მან. პაატა საბელაშვილის თქმით, სექსუალრი უმცირესობების დაცვის კუთხით საქართველოში უამრავი პრობლემა არსებობს.

მისი თქმით, პირველ გადაუწყვეტელ პრობლემას ყოველდღიურ მუშაობაში  სტიგმა წარმოდგენს. ეს პრობლემა თავად  სექსუალური უმცირესობის უფლებების დარღვევებზე ინფორმაციის მოპოვების პროცესში იჩენს თავს. პაატა საბელაშვილი აღნიშნავს, რომ ვერც ერთი სამართალდარღვევითი საქმე სამართალწარმოებამდე ვერ მიდის.

,,2006 წელს ჩავატარეთ კვლევა იმ ადამიანების გამოსავლენად, რომლებიც  დისკრიმინაციის მსხვრეპლნი გახდნენ. ასოცი შემთხვევიდან სასამართლოში განცახადი მხოლოდ ექვსმა შეიტანა. სამართალწარმოების გამოცდილება ამ კუთხით იმდენად  არასახარბიელოა, რომ რთული სავარაუდოა  რომელიმე მათგანი  სამართალწარმოებაზე დავიყოლიოთ. ,,ჩვენ ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემთ მათ, რომ გაიუმჯობესონ მდგომარეობა. ამის მიზეზი უამრავია. მათ შორის სპეციფიკური დაცვითი მექანიზმების არარსებობა, სამართალდამცავი მოხელეების მხრიდან ჰომოფობიური დამოკიდებულება.

პრობლემას წარმოადგენს ასავე უმცირესობების  არაინფორმირებულობა საკუთარი უფლებების შესახებ. ამავე დროს სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სექსუალური უმცირესობების დაცვას, მაშინ როდესაც წარმატებას აღწევს სხვა უმცირესობების დაცვისას.

შეხვედრაზე ეკა აღდგომელაშვილმა, რომელიც ქართულ მედიაში სექსუალური უმცირესობების თემის გაშუქებაზე მედია მონიტორინგს 2006 წლიდან ატარებს, ვრცლად ისაუბრა დღეს არსებულ პრობლემატიკაზე. მისი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ ზოგადი სურათი შეიცვალა, კერძოდ კი  გაიზარდა ნეგატიური შეფასებები. თუკი ადრე ნეგატიური შეფასებების გამყარება  მოწვეული ექსპერტების საშუალებით ხდებოდა, დღეს წამყვანი ქართული მართლმადიდებლური ტრადიციები გახდა. უნდა აღინიშნოს, რომ შემცირდა ნეიტრალურ შეფასებათა რიცხვი.  ეკა აღდგომელაშვილის განცახადებით, ძირითადი აქტორები საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისას არის სახელმწიფო, ეკლესია  და მედია. მისი თქმით,  წლების მანძილზე არსებული ჰომოფობია  ქსენოფობიაში გადაიზარდა. მოხდა კონტექსტის ცვლილება და დღეს ჰომოსექსუალობა განიხილება როგორც მორალური პრობლემა და არა როგორც კრიმინალური დანაშაული. ყველაზე დიდი აქტორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში  ტელევიზიაა, რომელიც ბოლო პერიოდში ამ თემით განსაკუთრებით დაინტერესდა. ტელევიზიით სექსულურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხების გაშუქება ძირითადად  უარყოფით კონტექსტში ხდება, რასაც  უმრავლეს შემთხვევაში დაცინვის ფორმა აქვს.

შეხვედრაზე ჰოლანდიის ელჩმა საქართველოში  ონო ენდერნბოშმა შეფასებები გააკეთა და  ისაუბრა მედიის  როლზე სექსუალური უმცირესობის დაცვის თემასთან დაკავშირებით.

"მედიაზე დიდი   პასუხისმგებლობა მოდის. თუ ქართულ საზოგადოებას ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია სურს, მან უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები.   საქართველოსგან არც ევროსაბჭო და არც ეუთო  უმცირესობების   ქორწინების აღიარებას არ ელის,  მთავარია შეწყდეს დისკრიმინაცია" - აღნიშნა მან.

ახალი ამბები