კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ორდღიანი გატაცება ქუთაისში

9 აპრილი, 2009

 ავთო ბერიძე

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ავთო  ბერიძე, „ერთიანი საქართველოს“ პარტიის ბათუმის ოფისის ახალგაზრდული ორგანიზაციის  თავმჯდომარე  უცნობმა პირებმა გაიტაცეს. ორი დღის განმავლობაში ცდილობდნენ  გამტაცებლები ავთო ბერიძისგან მათთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებას. თუ რა ინფორმაციაზეა საუბარი ამას ბერიძე, არც  ღიად და არც პირად  საუბრებში ყვება. ორდღიანი გაუჩინარების შემდეგ, ბერიძე ქუთაისში ნაგავსაყრელზე დატოვეს. აღნიშნული  ფაქტის შესახებ გამოძიება დაწყებულია.

ავთო ბერიძე, პოლიტიკური აქტიურობის გარდა, სამშენებლო და საპროექტო კომპანია „ბანი და არბათმშენის“ საქმის მწარმოებელიცაა. გატაცების დღეს სწორედ აღნიშნულ კომაპნიაში იყო. „დაახლოებით საღამოს 7 საათი იქნებოდა ოფისიდან სასმელის საყიდლად რომ გავედი. უცებ მანქანა გაჩერდა და ორმა უცნობმა პირმა მაიძულა ჩავმჯდარიყავი მანქანაში.“ - ყვება ბერიძე.

როგორც თვითონ ამბობს, გამტაცებლების ამოცნობა შეუძლია, რადგან არც ერთ მათგანი ნიღაბს არ ატარებდა.  (ორი პიროვნება და ერთიც მძღოლი. მძღოლი ბერიძეს არ უნახავს _ ავტ.)  „არც ერთს არ კეთებია ნიღაბი. ამიტომ საახეების გარჩევას შევძლებ. როგორც მახსოვს  ერთ-ერთი  ახალგაზრდა იყო, დაახლოებით 25 წლის. ჩემზე რაიმე სახის ფიზიკური ზეწოლა არ მოუხდენიათ.“

ბერიძის განცხადებით, გამტაცებლებმა ის შენობაში შეიყვანეს. შენობა ქვისგან იყო აგებული,სადაც არც სკამი იყო და არც მაგიდა, ხოლო გატაცებულს 2 დღე იატაკზე ეძინა.

გამტაცებლებს ბერიძესგან ძირითადად პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციები აინტერესებდათ. „მკითხეს პოლიტიკურ საქმიანობაში ვიყავი თუ არა ჩართული. როცა გაიგეს, რომ ვიყავი ,,კმარელი“  და ,,ერთიანი საქართველოს“ პარტიის წევრი, კონკრეტულ ადამინების ამოცნობას და მათზე ინფორმაციის მიწოდებას მაიძულებდნენ „

ავთო ბერიძე ოჯახის წევრებმა ქუთაისში იპოვეს. ბერიძე გამტაცებლებმა ნაგავსაყრელზე დატოვეს.  „ქუთაისში  დამტოვეს ნაგავსაყრელზე. შენობიდან იმავე მანქანით წამომიყვანეს რითაც მოვედით.„ - აღნიშნავს ბერიძე. მანქანიდან გადმოსმის შემდეგ უთხრეს, რომ წინ ევლო და უკან არ მოეხედა. მეეზოვის დახმარებით მიხვდა, რომ იყო ქუთაისში. მან უახლოესი მაღაზიიდან მოახერხა დაკავშირებოდა ოჯახის წევრებს.

ფაქტის შესახებ  სახალხო დამცველის ბათუმის ოფისი ინფორმირებულია.   საქმეს თამარის დასახლების პოლიციის განყოფილება იძიებს. დეტალების გასარკვევად „ადამიანის უფლებათა ცენტრი“  გამომძიებელ ბესო მგელაძეს დაუკავშირდა, თუმცა ის კომენტარს არ აკეთებს. საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლითაა აღძრული.

ახალი ამბები