19:39, Monday, 30.03.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ნაცემია ბიზნესის და შოუბიზნესის წარმომადგენელი

15.04.2009
ირაკლი მანაგაძე

მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა 14 აპრილის ღამესაც დაფიქსირდა. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მიიღო ინფორმაცია, თბილისის რამდენიმე უბანში თავდასხმების შესახებ.  14 აპრილს დაახლოებით 19 საათზე მომღერალ ზურა მანჯავიძეს თავს დაესხნენ. მანამდე კი „კოკა-კოლას“  გენერალურ დირექტორს ვახტანგ ლაღიძეს ავტომანქანა წაართვეს და სასტიკად სცემეს. ასევე ნაცემია ხალხის პარტიის”, პარტია “თავისუფლებისა” და “ალიანსი საქართველოსთვის” სამი წევრი.ოპოზიციის წარმომადგენლები გიზო სართანია, ჰამლეტ გულორდავა და მალხაზ ჩარკვიანი ისე სცემეს, რომ ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც გიზო სართანიამ განაცხადა, ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მანქანაში უნდა ჩამსხდარიყვნენ და წასულიყვნენ რუსთაველის გამზირზე, თავს დაესხნენ ორი “მერსედესის” და ერთი “ტოიოტას” მარკის ავტომანქანით და სასტიკად გაუსწორდნენ.

“თავში გვირტყამდნენ, დამაგდეს ძირს და ფეხით მირტყამდნენ”, - განაცხადა გიზო სართანიამ. ჰამლეტ გულორდავას თქმით კი, თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ და ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან. როგორც მან აღნიშნა, ყველას ამოცნობა შეუძლ. დაზარალებულები ადრე ზუგდიდში აგიტაციას ეწეოდნენ და ჯერ კიდევ მაშინ დაემუქრნენ ანგარიშსწორებით. ამ წუთებში ავლაბრის რეზიდენციასთან საზოგადოებრივი დამცველისა და სახალხო დამცველის თანამშრომლები იმყოფებიან.

დაფიქსირდა აქამდე უპრეცედენტო ფაქტიც. ნაცემია შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე საპროტესტო აქციიდან წასულ მომღერალ ზურაბ მანჯავიძეს  შეიარაღებული ნიღბიანები თავს დაესხნენ.

შემთხვევა #1 სკოლის გვერდით, ლესია უკრაინკას ქუჩაზე მოხდა.“ადამიანის უფლებათა ცენტრი“  ზურაბ მანჯავიძს დაუკავშირდა. როგორც მომღერალი აცხადებს, ის  და მისი ორი ძმა აქციიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც  “გოლფის”(სახელმწიფო ნომერი სავარაუდოდ არის WNX-937 ან WNX-972) და“ბე-ემ-ვე”-ის მარკის ავტომანქანებით დაახლოებით ათი ნიღბიანი თავს დაესხა. მათ სცადეს მანქანის კარების გაღება. ზურაბ მანჯავიძის ძმებმა მოასწრეს კარებების ჩაკეტვა, თუმცა თავად მანჯავიძემ ვერ მოასწრო და მას უცნობები ექაჩებოდნენ, ურტყამდნენ ხელკეტებს, ჩაამტვრიეს მისი მანქანის მინა.

როგორც მანჯავიძე აცხადებს, ცოტა ხანში იქ შეკრებილმა ხალხმა ხმაური გაიგო და ნიღბიანებმა ხალხის გამოჩენისთანავე ტერიტორია დატოვეს. ზურაბ მანჯავიძე აცხადებს, რომ მან პატრულს მიმართა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდა.

“დიდ ხანს გრძელდებოდა ინციდენტი, ხმაურზე ხალხმა გამოიხედა და თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან გაიპარნენ”, - აცხადებს მანჯავიძე. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ მანჯავიძე კვლავ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაბრუნდა და მომხდარის შესახებ იქ მყოფ ოპოზიციის ლიდერებს აცნობა.

თავდასხმა მოხდა ქვეყნის ერთ ერთი მსხვილი კომპანიის “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” გენერალურ დირექტორზე. ვახტანგ ლაღიძეს ავტომანქანა წაართვეს და სასტიკად სცემეს.

როგორც ლაღიძის მეუღლემ მაკა თავამაიშვილმა აცხადებს, 14 აპრილს, 18.00 საათზე, როდესაც მისი მეუღლე საპროტესტო აქციიდან ბრუნდებოდა, 12-მდე ადამიანი 6 მანქანით გაჰყვა და როდესაც სახლს მიუახლოვდა, ჭავჭავაძის გამზირზე სასტიკად სცემეს და მანქანა წაართვეს.

ამჟამად დაზარალებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება და ამბულატორიული მკურნალობა უტარდება. შსს-ს ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
შვიდი წელია არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრში ვმუშაობ და ამდენივე წელია, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობას ვსწავლობ.
ვრცლად...
გორაშვილი vs ნაჭყებია
სიკვდილით სავსე ქალაქი
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC