კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბუნტი ქალთა კოლონიაში ძალით ჩაახშეს.

22 აპრილი, 2009

ნონა სალაღაია

თბილისის ქალთა კოლონიაში მომხდარი ბუნტის შემდეგ, რუსთავის  პირველ საპყრობილეში გადაყვანილი პატიმარი ქალები, მძიმე ყოფით პირობებში იმყოფებიან. როგორც საქართველოს ადვოკატთა პროფკავშირების პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს  მათი უფლებები დარღვეულია.

- მათ არ აქვთ სასმელი წყალი, არ გააჩნიათ არანაირი ჰიგიენური საშუალებები, ვერ იღებენ ვერანაირ ამანათებს ოჯახის წევრებისგან და  არა მარტო ამანათებს. ოჯახის წევრებს ინფორმაციაც კი არ მიეწოდებათ პატიმრების შესახებ. რაც მთავარია, ისინი მიიჩნევენ, რომ  აქცია პროვოცირებული იყო ციხის ხელმძღვანელობის მიერ.

ადვოკატები აცხადებენ, რომ თავდაპირველად პატიმრების მოთხოვნა იყო, შეხვედროდნენ ადამიანის უფლებების  დამცველებსა და ჟურნალისტებს. პატიმრები უნდოდათ საზოგადოებისთვის აეხსნათ საკუთარი პრობლემები. მსჯავრდებულები საკუთარი  უფლებების დაცვის მოთხოვნებით გამოდიოდნენ, აპროტესტებდნენ პრეზიდენტის მიერ შეწყალების  კრიტერიუმებს, სადაც შეწყალებულთა რიგებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაპატიმრებული ადამიანები მოხვდნენ.  ფეხმძიმე ქალები და წვრილშვილიანი დედები, კი ისევ საკნის კარის მიღმა დარჩნენ.

პატიმრების მოთხოვნა, შეხვედროდნენ ადამიანის უფლებების დამცველებს, ლალი აფციაურსა და ნანა კაკაბაძეს არ დაკმაყოფილდა, რამაც მათ შორის  უკმაყოფილების ტალღა უფრო გაზარდა. შედეგად 3 ქალის მიერ დაწყებული პროტესტი, მთელ საპყრობილეს მოედო.

როგორც ადვოკატები ამბობენ, პატიმრები შენობის უკან, სახელდახელოდ გამონგრეული კედლიდან მანქანებში შესვეს და რუსთავის საპყრობილეში გადაიყვანეს. ნანა კაკაბაძის თქმით, უკლებლივ ყველა მათგანს მიაყენეს ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცყოფა. შედეგად 10 პატიმარს აღენიშნება სხეულზე დაზიანების კვალი. ორი პატიმარი, მანანა მსხილაძე და ვულსაფა აივაზოვა მძიმედ არიან დაშავებულები.

ნანა კაკაბაძე კოლონიაში  ბუნტის  ჩახშობის დროს მიმდინარე დარღვევებზეც საუბრობს:

-გარდა იმისა, რომ იქ შეყვანილი იყო პოლიცია, კუდი და სოდის წარმომადგენლები, იყვნენ აგრეთვე ადამიანები, რომლებსაც არანაირი ფორმა არ ეცვათ. ისინი მოსულები იყვნენ ჩვეულებრივი ჯიპებით, ანუ მათი იდენტიფიცირება, რომელიმე უწყებასთან შეუძლებელი იყო. კითხვაზე, თუ რომელი უწყებიდან იყვნენ ისინი, მათ პასუხი არ გაგვცეს, თუმცა ჩვენ შევძელით რამოდენიმე მანქანის ნომრების ამოცნობა და დღეს შეგვიძლია განვაცხადოთ,რომ ეს სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ადამიანები მონაწილეობას იღებდნენ  მიმდინარე მიტინგების დარბევაშიც.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად  ქალთა კოლონიაში მივიდა.

შაშკინის ინფორმაციით, იმისათვის, რომ ქვეყანაში არ იყოს შეთქმულების თეორიები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თავად ჰქონდათ საშუალება დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ #5 კოლონიიდან რუსთავის #1 კოლონიაში გადაყვანისას პატიმარ ქალებს არანაირი დაზიანებები არ მიუღიათ.

“ჩვენ ვთხოვეთ მოსულიყვნენ და თავად დარწმუნებლიყვნენ, რომ ძალადობა არ ყოფილა. ისე არიან პატიმრები გადმოყვანილები, რომ არაფერი აქვთ დაზიანებული. ეს ციხე თებერვალში გავხსენით და ყველა სტანდარტებს შეესაბამება საკნები გადატვირთული არ არის. #1 კოლონია 630 პატიმარზეა გათვლილი  და დღეისათვის იქ 600 პატიმარი ქალია მოთავსებული.“, _ განაცხადა  დიმიტრი შაშკინმა.

საქართველოს ადვოკატთა პროფკავშირი უნდობლობას უცხადებს დღევანდელ ხელისუფლებასა და ქვეყანაში არსებულ სამართლებრივ სტრუქტურებს და რუსთავის I საპყრობილეში გადაყვანილი 742 პატიმრის უფლებების დასაცავად ევროპის სასამართლოში აპირებენ საჩივარის შეტანას.

ახალი ამბები