კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სადახლოს მოსახლეობა „საზღვრისპირა სავაჭრო ცენტრის“ გახსნას ითხოვს

23 აპრილი, 2009


ნონა სალაღაია

საქართველო-სომხეთის საზღვარის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ბაზრობის დახურვამ  5000.მდე ადამიანს შემოსავლის წყარო მოუსპო. დღეს ისინი ამ სადახლოს ბაზრის აღდგენას საჯაროდ მოითხოვენ, რადგან წლების მანძილზე, შესაბამის ინსტანციებში წერილობითმა თხოვნამ, შედეგი ვერ გამოიღო. მოსახლეობას ამ წერილების საპასუხო ბარათი უკან ჯერ არ დაბრუნებია. მათ თხოვნით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, ნინო ბურჯანაძეს (როცა ის ხელისუფლების სათავეში იმყოფებოდა) და სხვა კომპეტენტურ პირებს, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ბაზრის დახურვის მიზეზად, საზღვრის ტერიტორიაზე, სომხეთსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, კონტრაბანდული საქონლის გაცვლა სახელდება.

საქართველოს აზერბაიჯანის კონგრესის თავჯდომარე, ალი ბაბაევის თქმით: „ საქართველოს ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა უნარი, შესაბამისად გაეკონტროლებინა საზღვრის ტერიტორია და აღეკვეთა კონტრაბანდის ფაქტები. ჩემთვის გაუგებარია, მაშინ რისთვის ჭირდება მთავრობას ამდენი სასაზღვრო დაცვის თანამშრომელი, თუ ისინი შესაბამის ღონისძიების გატარებას ვერ შესძლებდნენ და უკანონობას ვერ აღკვეთავდნენ. აღადგინონ ბაზარი და გააკონტროლონ საზღვარი, მათ ამის უნარი შესწევთ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბაზრის არარსებობას, კონტრაბანდის პრობლემა არ მოუხსნია. უკანონო საქონლის გაცვლა დღესაც ხდება ბაზრის გვერდის ავლით."

მიუხედავად მრავალგზის მოთხოვნისა და საპროტესტო აქციების მოწყობის, მოსახლეობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა და სავაჭრო ცენტრი დღემდე დაკეტილი რჩება.  სადახლოს მოსახლეობის მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ აღდგეს სავაჭრო ცენტრი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი იძულებულნი გახდებიან, რომ პროტესტის უფრო მკაცრ ფორმებს მიმართონ. მოთხოვნილების არდაკმაყოფილების შემთხვევაში, უსახსროდ დარჩენილი მოსახლეობა, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს შეურთდება.
„სასაზღვრო ტერიტორიასთან მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა, ოფიციალურად 18 000 შეადგენს, ბაზრის დახურვის შემდეგ მათი უმეტესობამ საქართველოს ტერიტორია დატოვა და საზღვარგარეთ გაემგზავრა სამუშაოდ. დღეს იქ მხოლოდ 4 000მდე ადამიანი ცხოვრობს. მათ უმეტესობას არ გააჩნია  არანაირი შემოსავლის წყარო და სიღატაკის ზღვარზე იმყოფებიან. ადამიანები, რომლებსაც ბანკებიდან სესხი ჰქონდათ გამოტანილი, გადახდის უუნაროები გახდნენ, რის გამოც მათი ქონების კონფისკაცია მოხდა. ხელისუფლება არც იმისთვის ზრუნავს, რომ მათი ყოფითი პირობები გააუმჯობესოს. ბაზარი დაიხურა, მაგრამ მის სანაცვლოდ არავის შეუთავაზებია ამ ხალხისთვის დასაქმების ალტერნატივა.“-აცხადებს ალი ბაბაევი.

საზღვრისპირა სავაჭრო ცენტრმა“ ფუნქციონირება 2005წელს შეწყვიტა. ეს ბაზარი  1995 წლიდან საარსებო წყაროს წარმოადგენდა არა მარტო მარნეულის რაიონის მცხოვრებთათვის, არამედ აფხაზეთსა და ოსეთიდან ლტოლვილი მოსახლეობის ნაწილისთვისაც, რომლებიც აქ ჩამოტანილი ციტრუსისა და ვაშლის რეალიზებას ახდენდნენ.

ახალი ამბები