კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თავდასხმა ბურჯანაძის პარტიის წევრებზე

1 მაისი, 2009

თეა თედლიაშვილი

26 აპრილს ქარელში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” წევრებზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. პარტიის ქარელის კოორდინატორი ვასილ ბაქრაძე და მისი ძმა ნიკოლოზ ბაქრაძე ბახტრიონის ქუჩაზე 20:00-დან 21:00 საათამდე ავტომობილით მოძრაობდნენ. ბაქრაძეების ავტომობილს მოულოდნელად გზა ჩაუჭრა BMW-ს მარკის ჯიპმა, რის გამოც საჭესთან მყოფი ნიკოლოზ ბაქრაძე იძულებული გახდა ავტომობილი შეეჩერებინა. ჯიპიდან ორი ძლიერი აღნაგობის პირი გადმოვიდა და ბაქრაძეების ავტომობილისკენ გაემართა, ისინი ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი. როგორც ნიკოლოზ და ვასილბაქრაძეები ყვებიან, ერთ მათგანს სახეზე ნიღაბი ჰქონდა ჩამოფარებული.

ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანები ბაქრაძეების ავტომობილის საქარე მინას ურტყამდნენ, შემდეგ მძღოლის გვერდით მინა შეამსხვრიეს, ნიკოლოზ ბაქრაძეს მინის ნამსხვრევები თვალებში და სახეზე შეეყარა. რის გამოც ნიკოლოზ ბაქრაძეს თვალი, ყური და სახე დაუზიანდა. სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ წარმოებული დაკითხვის დოკუმენტში წერია, რომ ბაქრაძემ ასეთი თავდასხმის შემდეგ ავტომობილი უკანა სვლით წაიყვანა და ბოძს შეეჯახა, თავდამსხმელები მათ უკან დაედევნენ, ბაქრაძემ ავტომობილის მობრუნება და გაქცევა შეძლო, რასაც თავდამსხმელების მხრიდან სამი გასროლა მოჰყვა.

"თავდამსხმელები ისროდნენ საბურავების მიმართულებით, დაბლა. მათ არაფერი არ უთქვამთ ჩვენთვის, პირდაპირ თავდასხმაზე გადმოვიდნენ. ავტომობილი ისე დაგვიყენეს გვერდით, რომ სანომრე ნიშნები არ ჩანდა. მანამდე მეგობრულად იყო გაფრთხილება, რომ პარტიისთვის თავი დამენებებინა, რა ძალა გადგიაო. ასევე იყო ჩემს დებთან დაკავშირებული ფაქტი. ისინი მასწავლებლები არიან და როდესაც ბურჯანაძის შეხვედრას დაესწრნენ, მათზე დაიწყო სხვადასხვა სახის გამოკითხვები, რატომ დაესწრნენ და ასე შემდეგ. მე არავისთან პიროვნული დაპირისპირება არ მქონია. პარტიაში, რომ ვარ, იმას ვუკავშირებ თავდასხმას”, _ ამბობს ვასილ ბაქრაძე.

თავდასხმის შემდეგ შემთხვევის ადგილზე სახალხო დამცველის წარმომადგენლები ნინო დალაქიშვილი და გიორგი გოცირიძე მივიდნენ, რომლებიც შეხვდნენ ექიმს, რომელსაც ნიკოლოზ ბაქრაძემ მიმართა და მან გასცა დასკვნა, რომ ბაქრაძეს თვალი აქვს დაზიანებული, მეზობლებს, რომლებიც ბახტრიონის ქუჩაზე ცხოვრობენ. 20 მეზობელი ადასტურებს, რომ ბახტრიონის ქუჩაზე სამჯერ მოხდა გასროლა.

ბახტრიონის ქუჩის მაცხოვრებ გია საზანდრიშვილის თქმით, სახლში იყო, როდესაც გასროლის ხმა გაიგო, გარეთ გამოსულს ქუჩაში მხოლოდ მეზობლები დახვდნენ, რომლებიც გასროლის ხმაზე გამოვიდნენ. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მეზობლებთან ერთად შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ორი მასრა და ერთი ტყვიის გულა აღმოაჩინეს.

ავტომობილის დათვალიერებისას ასევე აღმოჩნდა, რომ ერთი ტყვია ჩარჩენილია ზეთის ჩასასხმელ კაბურაში, ხოლო მეორე ტყვია სანომრე ნიშნების ქვემოთ. შიდა ქართლში სახალხო დამცველის წარმომადგენელ ნინო დალაქიშვილის განცხადებით, ვიდრე დაზარალებულებს პოლიციასთან მათ არ დაარეკინეს, პოლიცია არ იყო საქმის კურსში. "ეს მაშინ, როდესაც გასროლა მოხდა ქუჩაში და ხალხმა ამის ხმა გაიგო", _ ამბობს ნინო დალაქიშვილი.

შიდა ქართლში პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლა ბოლო დროს ძალიან გახშირდა. უკვე რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, როცა ოპოზიციური პარტიის წევრებს ნიღბიანი ადამიანები ხვდებიან და ყოველგვარი დალაპარაკების გარეშე სცემენ. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ 26 აპრილს მომხდარ ფაქტში იარაღიც ფიგურირებს.

ახალი ამბები