კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" განცხადება

7 მაისი, 2009

"ადამიანის უფლებათა ცენტრი"

7 მაისს  თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიციის მიერ დაკავებული ოპოზიციის სამი აქტივისტის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავდნენ.  პოლიცია ოპოზიციის მხარდამჭერებსა და ლიდერებს ფიზიკურად გაუსწორდა. სამართალდამცავებმა ”წესრიგის” დამყარების დროს სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენა ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერს და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს:  გია მაისაშვილს, დავით გამყრელიძეს, შალვა ოგბაიძეს, ლევან და გია გაჩეჩილაძეებს, აგრეთვე ტელეკომპანიების I არხის ჟურნალისტს სალომე ქოქიაშვილს, კავკასიის ოპერატორს ზაზა შუკვანს, რუსთავი - 2 ოპერატორს ლევან კალანდიას, გაზეთ ”ვერსიის” ჟურნასლისტს ნინო კომახიძეს და ფოტო-რეპორტიორს ანა ხავთასს. დაზარალებულებს სხეულის დაზიანებები   მიყენებული აქვთ კანონით აკრძალული საგნების საშუალებით, როგორიცაა  ბლაგვი საგნები, ქვები და პლასტიკური ტყვიები.

კანონის  ”საქართველოს პოლიციის შესახებ” თანახმად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს სპეციალური  საშუალებები: ხელბორკილი  ან შებორკვის სხვა შაშუალება. რეზინის ხელკეტი. ცრემლსადენი გაზი. ფსიქოლოგიური ზემოქმედებითი შუქბგერითი მოწყობილობა. დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებით გაჩერების საშუალება. ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება. წყალსატყორცნი. ელექტროშოკური მოწყობილობა. სასამსახურო ძაღლი. ინდივიდუალური კონტროლის ტექნიკური საშუალებები.

სპეციალური საშუალებების ნებადართულ ჩამონათვალში,   არაა მითითებული ქვები და პლასტიკური ტყვიები. შესაბამისად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პოლიციას არ ქონდა უფლება თბილისის შს სამმართველოს შენობასთან თავმოყრილი მოქალაქეების წინააღმდეგ კანონით გაუთვალისწინებელი საშუალებები გამოეყენებინა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრი” გმობს   დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.  ორგანიზაცია მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ  მისიებს აღნიშნული კანონდარღვევის წინააღმდეგ რეაგირებისკენ.

ახალი ამბები