კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა მოხდა დიღმის სამართველოსთან

9 მაისი, 2009

ქართლოს შარაშიძე

ლევან გაჩეჩილაძე, გია მაისაშვილი, დავით გამყრელიძე, ზვიად ძიძიგური, „უცნობი“ და ოპოზიციის სხვა ლიდერები, პოლიციასთან შეტაკებისას, სერიოზულად დაშავდნენ. აქციის დასასრულს, დიღმის ტრასაზე მობილიზებულმა სპეციალური დანიშნულების რაზმმა და პოლიციამ, იქ მყოფი მოქალაქეების დიდი ნაწილი დააკავა და სასტიკად სცემა.

6 მაისს, გია გაჩეჩილაძის ინიციატივით, რუსთაველზე შეკრებილმა მომიტინგეებმა, პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან გადაინაცვლეს. მსვლელობა პარლამენტიდან მოეწყო და დიღმის მასივში სამმართველსთან აქცია მოეწყო. ოპოზიციის ლიდერები, საზოგადოებრივი  მაუწყებლის ჟურნალისტის, ნიკა ავალიანის, ცემაში ეჭვმიტანილი სამი  მოქალაქის, მელორ ვაჩნაძის, გიორგი ონიანის და რევაზ რევაზიშვილის   გათავისუფლებას  ითხოვდნენ. მათი ინფორმაციით, დაკავებულები, პოლიციის მიერ, სასტიკად არიან ნაცემები.

პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობას, ხელკეტებითა და რეზინის ტყვიებით შეიარაღებული სპეციალური დანიშნულების რაზმი იცავდა. დაპირისპირება პოლიციასა და მომიტინგეებს შორის მას შემდეგ დაიწყო,რაც გია გაჩეჩილაძე და მსასთან ერთად, ოპოზიციის აქტივისტების გარკვეული ნაწილი, პოლიციის სამმართველოს ტერიტორიაზე შევიდნენ. ამ დროს გია გაჩეჩილაძეს წრე შემოარტყეს და იგი სასტიკად სცემეს. რამდენიმე წამში კი პოლიციამ აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიები ესროლეს. რამდენიმე წუთში დაშავდა ოპოზიციის ლიდერები. შეტაკებისას, მძიმედ დაშავებული ლიდერები, ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აქციის მიმდინარეობისას, სპეციალური დანიშნულების რაზმი, მოქალაქეების მიმართულებით, რეზინის ტყვიებსა და ქვებს ისროდა. დაშავდა ათობით ადამიანი, მათ შორის, ქალები, მოხუცები და არასრულწლოვანი მოქალაქეები. ასევე, ტელეკომპანია „კავკასიის“ ოპერატორი, „რუსთავი 2“–სა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები.

მთელი ღამის განმავლობაში, ოპოზიციის ლიდერები მოითხოვდნენ, მიეღოთ ინფორმაცია, დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.  ასევე ითხოვდნენ, სამმართველოს შენობაში პასუხისმგებელ პირებთან მოსალაპარაკებლად, სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის, შეშვებას. ომბუდსმენის მცდელობა  უშედეგოდ დასრულდა. მან, შექმნილი სიტუაცია, ადგილზევე კრიტიკულად შეაფასა. გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაიების სახელით, დიალოგზე შესვლას ითხოვდა ჟურნალისტი ლალი მოროშკინაც.

მომიტინგეებსა და სპეცრაზმელებს შორის, უკიდურესად დაძაბული სიტუაციის განმუხტვას ჯერ ქალბატონები, შემდეგ კი სასულიერო პირები ცდილობდნენ, რომლებიც მათ შორის იდგნენ. სიტუაცია, რამდენიმე წუთის ინტერვალით, რეგულარულად იძაბებოდა. შეკრებილი მოქალაქეების სკანდირებებსა და შეძახილებს, ღობის მეორე მხარეს მდგომი სპეციალური დანიშნულების რაზმი, განსაკუთრებული აგრესიით პასუხობდა.

მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდრებმა, რუსთაველის გამზირზე დაბრუნების და  მიტინგის იქ გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.  ლიდერებმა და ჟურნალისტებმა დატოვეს სამმათველოს მიმდებარე ტერიტორია, თუმცა იქ ისევ დარჩა მომიტინგე მოქალაქეების ნაწილი.

ამის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, მეათე კლასელი, შალვა ალიბეგაშვილის დაჭერის შესახებ, რომელიც მეგობრებთან ერთად შინ ბრუნდებოდა. აქციის მონაწილეები დიღმის ტრასაზე იყვნენ შეკრებილები და სწორედ ამ დროს, გამოჩნდა სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელმაც მოქალაქეების მასობრივი დაჭერა და ხელკეტებით ცემა დაიწყო.  უცნობია დაზარალებული და დაკავებული ადამიანების რაოდენობა. ვინაიდან პოლიციელებისა და სპეცრაზმელების რიცხვი, იქ მყოფი მოქალაქეების რაოდენობაზე გაცილებით დიდი  იყო, შეუძლებელი გახდა ამის დაფიქსირება. დაკავებული მოქალაქეები გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, ზოგიერთი მათგანი კი იქვე, პოლიციის განყოფილებაში შეიყვანეს და სასტიკად, ხელკეტებითა და ფეხებით სცემეს.
   
ხელკეტებით შეიარაღებული ნიღბოსანი სპეცრაზმელები განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ იქ მყოფ სასულიერო პირებსაც. აგინებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მათი ადგილი ეკლესიაშია და არა მიტინგზე. ასევე, სახლში შეცვენით ემუქრებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც აივნიბიდნან უყურებდნენ ამ მოვლენებს და აღშფოთებას ხმამაღლა გამოხატავდნენ.

პოლიციამ ძალადობით და ცემით გახსნა აღმაშენებლის ხეივანი და მარშალ გელოვანის პროსპექტი.

ახალი ამბები