კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარ პაატა კაიკაციშვილის დედა შიმშილობს

16 მაისი, 2009

მაკა მალაყმაძე

მოშიმშილე ნარგიზ კაიკაციშვილის კარავთან მხოლოდ ერთი მოთხოვნაა: „მოვითხოვ უკანონო პატიმრის პაატა კაიკაციშვილის გათავისუფლებას“. მოთხოვნის გვერდით კი შიმშილობის დღეები იზრდება. დღეს, აქ „შიმშილობის 7 დღე“ წერია. დედა უკანონოდ დაკავებული შვილის გათავისუფლებას ითხოვს.

ორი კარავი ქობულეთში, მუნიციპალიტეტის შენობის წინ, სკვერში დგას. ერთში ნარგიზ კაიკაციშვილია დაბინავებული, მეორეში კი ღამით ოჯახის რამდენიმე ახლობელი რჩება. „მარტო ვერ ვტოვებთ, ღამით რომ შეწუხდეს, სასწრაფო რომ გამოვიძახოთ“, – ამბობენ ისინი. კარავში მხოლოდ მედიკამენტები და ბოთლით წყალი დევს.

მოშიმშილე ნარგიზ კაიკაციშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ის შიმშილობის გაგრძელებას მანამდე აპირებს, სანამ პაატა კაიკაციშვილს არ გაათავისუფლებენ. პატიმრის დედის განცხადებით, მისი ვაჟი უდანაშაულოა და იგი პოლიტპატიმარია. „მოვითხოვ, ჩემი შვილის გათავისუფლებას. პაატა უდანაშაულოა და მხოლოდ იმისთვის დაიჭირეს, რომ ზურაბ ნოღაიდელის ნათესავია. იძულებული ვარ, რომ პროტესტის უკიდურეს ზომას მივმართო“, – ამბობს მოშიმშილე ნარგიზ კაიკაციშვილი.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" მოშიმშილესთან სწორედ მაშინ მივიდა, როდესაც ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის, 03-ის თანამშრომელი მოშიმშილეს წნევას უსინჯავდა. „გამოგვიძახეს და მოვედით. წნევა თავიდან ნორმაზე მაღალი ჰქონდა, მაგრამ ბოლო დღეებში დაბალი აქვს. ჩვენ ვურჩევთ, რომ მკურნალ ექიმს დაუკავშირდეს, რადგან ღებულობს მედიკამენტს, რომელიც მისი ექიმისგან მკურნალობის გამო აქვს დანიშნული. მედიკამენტის მშიერ კუჭზე მიღება კი ცუდად გახდომას იწვევს. ჩვენ, სხვა შემთხვევაში, მსგავს მდგომარეობაში მყოფს სტაციონარში გადავიყვანდით. სასწრაფოს ფარგლებში მეტი არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია“, – აღნიშნავს 03-ის თანამშრომელი ნატო ვაშაყმაძე. მოშიმშილის ნათესავების განცხადებით, ნარგიზ კაიკაციშვილს თავის არეში ოპერაცია აქვს გაკეთებული. მას ასევე გულის კუნთის იშემია აწუხებს.

მოშიმშილეს მხოლოდ ჟურნალისტები და სახალხო დამცველის წარმომადგენლები სტუმრობენ. „ნარგიზ კაიკაციშვილს თითქმის ყოველდღიურად ვნახულობთ. შიმშილობის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია სახალხო დამცველი სოზარ სუბარი. ამ დღეებში, მოშიმშილის შვილს, პატიმარ პაატა კაიკაციშვილსაც შევხვდით ბათუმის #3 საპყრობილეში. მას ასთმა აწუხებს, რაც ციხის პირობებში თავისთავად ძალიან რთულია“, – აღნიშნავს აჭარაში სახალხო დამცველის რწმუნებული გიორგი ჩარკვიანი.

ნარგიზ კაიკაციშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და რამდენიმე დღეში მშრალი შიმშილობის დაწყებას გეგმავს.

ახალი ამბები