კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კობა ოთანაძის ოჯახის წევრები გაიტაცეს

25 მაისი, 2009

ირაკლი მანაგაძე

მუხროვანის ინციდენტის შემდეგ ძებნილი კობა ოთანაძის ძმის ჯიმშერ ოთანაძიე გამთენიისას გაიტაცეს. მასთან ერთად გატაცებულია ჯიმშერ ოთანაძის მეუღლე გულო დარიძე და 19 წლის შვილი გიორგი ოთანაძე. გატაცებულების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრს" ადვოკატმა ონისე მებონიამ განუცხადა, ჯიმშერ ოთანაძე მეუღლესთან გულო დარიძესთან და შვილთან გიორგი ოთანაძესთან ერთად დააკავეს. "ჩვენ ამ დრომდე ვცდილობთ მათი ადგილსამყოფელის დადგენას და ჯერ-ჯერობით ვერ მივაგენით. სავარაუდოდ, ისინი "მოდულის' შენობის რომელიმე ოთახში ჰყავთ გამოკეტილები და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. ძალიან საყურედღებოა ერთი ფაქტი: კობა ოთანაძე ძებნილად გამოცხადდა 6 მაისს, ერთი კვირის თავზე - 12 მაისს დააკავეს მისი ძმა ნუგზარ ოთანაძე, ამის შემდეგ კიდევ ერთი კვირის თავზე, 19 მაისს კი - ჯიმშერ ოთანაძე. ეს  მიზანმიმართული რეპრესიებია კობა ოთანაძის ოჯახის მიმართ,-აცხადებს ონისე მებონია

სახალხო დამცველს აპარატს ოთანაძისა და მისი ოჯახის წევრების გატაცების შესაებ, ოთანაძეების ახლობლებმა აცნობეს.

“დაკავებულთა ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა ოთანაძეების თავისუფლების აღკვეთის ადგილი მათთვის არ უცნობებიათ.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ შეატყობინოს დაკავებულთა ადგილსამყოფელი, რათა კანონის შესაბამისად მისი რწმუნებულები შეხვდნენ მათ“-აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატის პრესამსახურში.

შეგახსენებთ, რომ კობა ოთანაძე მუხროვანის სამხედრო ინციდენტის შემდეგ, როგორც ამბოხის ერთ-ერთი ორგანიზატორი ძებნილად გამოცხადდა. შსს-მ მასზე ინფორმაციის მიწოდებისათვის ჯილდოდ 200 ათასი ლარი დააწესა. 12 მაისს კი სამართალდამცველებმა კობა ოთანაძის ძმა ნუგზარ ოთანაძე დააკავეს. მას ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დასდეს. საქალქო სასამართლომ ოთანაძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს ძალოვან სტრუქტურებს დროულად მიაწოდონ საზოგადოებას და სახალხო დამცველის აპარატს ინფორმაცია გატაცებულების შესახებ. ორგანიზაცია გმობს უკანონო გატაცების და ძალადობის ფაქტს.

ახალი ამბები