კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მორიგი დაპირისპირება მოხდა

15 ივნისი, 2009

 

ფოტო - InterPressNews

ნონა სალაღაია

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის წინ შეკრებილი ახალგაზრდები პოლიციის თანამშრომლებმა დაარბიეს. ინციდენტის შედეგად დაჭერილია ახალგაზრდული მოძრაობების ათეულობით აქტივისტი, უფრო მეტი კი სასტიკადაა ნაცემი, დაზარალდნენ ასევე მედიის წარმომადგენლები.

სამმართველოს შენობასთან გამართულ აქციაში სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ისინი 12 ივნისს პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის მონაწილეების დაპატიმრებას აპროტესტებდნენ. ახალგაზრდები მათი თანამებრძოლების გათავისუფლებასა და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდნენ.

აქციის დაწყებიდან დაახლოებით ორი საათის გასვლის შემდეგ, სამართალდამცავებმა აქცია დაარბიეს.

„პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსული ორასამდე შეიარაღებული პოლიციელი სასტიკად გაგივსწორდა“ - გვითხრა აქციის მონაწილე ბენო გეგეჭკორმა - „არ შემიძლია იმის გადმოცემა, თუ რა სისასტიკით გვირტყამდნენ ისინი ხელკეტებს. არასდროს მინახავს ასეთი წვეტიანი ხელკეტები, რითაც ძალოვნები იყვნენ შეიარაღებული. ძალიან ბევრი ადამიანი დააკავეს, უფრო მეტი კი სასტიკად სცემეს. ისინი არც გამოქცეულებს ანებებდნენ თავს და აგრძელებდნენ გამოქცეულების დევნას კორპუსების სადარბაზოებშიც კი. კონკრეტულად ვერ ვიტყვი ვინაა დაკავებული, თუმცა ჩემი აზრით ოცდაათამდე ადამიანი დააკავეს, დარბევა დაიწყო თუ არა ყველა თავის დაღწევას ვცდილობდით და გამოვრბოდით, საშინელი ქაოსი იყო, ამიტომ მიჭირს დაკავებულების ვინაობის დასახელება“.

ინციდენტის შედეგად ახალგაზრდული მოძრაობების აქტივისტების გარდა დაზარალდნენ ჟურნალისტები და პოლიტიკოსები. ტელეკომპანიებმა „მაესტრო“ და „კავკასია“ მათ ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტები გააპროტესტეს და მაუწყებლობა შეწყვიტეს.

ნაცემია პოლიტიკური „ალიანსი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანიას გუნდის წევრი ზურაბ აბაშიძე რომელიც „ალიანსის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელის ვაკო ავალიანის განცხადებით სასტიკადაა ნაცემი და ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარს გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები, რომლებიც დარბევის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე გაემართნენ პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობისაკენ ძალადობის დასაგმობად. კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა პოლიციელების მხრიდან ახალგაზრდების დარბევას ამაზრზენი ფაქტი უწოდა. „აქ არ ქონია ადგილი პერიმეტრის დაცვას, პოლიციის თანამშრომლები თვითონ გამოვიდნენ ეზოდან, ახალგაზრდები არ ცდილობდნენ სამმართველოს შენობაში შეჭრას, მათ პროტესტს აბსოლუტურად მშვიდობიანი სახე ჰქონდა. ძალოვნები სასტიკად გაუსწორდნენ ყველას ვინც სამმართველოსთან იმყოფებოდა, მათ შორის „ალიანსის“ წევრ ზურაბ აბაშიძეს, რომელსაც ჩემი ინფორმაციით კბილები აქვს ჩამტვრეული, რადგან გამეტებით ურტყამდნენ სახეში. ხელისუფლებას არ შესწევს უნარი, მშვიდობიანად მოაგვაროს ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა და ძალის გამოყენებით ცდილობს პრობლემების დაძლევას“ - განაცდადა ძვიად ძიძიგურმა ჩვენთან საუბრისას.

ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაკავებულთა შორისაა ახალგაზრდული მოძრაობა „9 აპრილის“ ერთ-ერთი ლიდერი დაჩი ცაგურია. ინფორმაცია ამის თაობაზე მოძრაობა „რატომ“-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კორძაიამ მოგვაწოდა. „დაჩი რომ დააკავეს ზუსტად ვიცი, თუმცა სხვა დაკავებულებზე ვერაფერს გეტყვით, მეც სასტიკად ვარ ნაცემი და უბრალოდ ვერ დავინახე ვინ დააკავეს, თუმცა დაპატიმრებულების რიცხვი რომ ძალიან დიდია, ამის დადასტურება შემიძლია“ - გვითხრა მან. დაკავებულთა რაოდენობის დადგენა ვერ ხერხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებითაც. განცხადებაში წერია „დაკავებულები იქნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც გადაყვანილები არიან დროებითი მოთავსების იზოლატორში“, როგორც ხედავთ დაკავებულების რაოდენობა დაკონკრეტებული არ არის.

სამაგიეროდ, სამინისტრო განმარტავს ინციდენტის მიზეზს: „თბილისის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოსთან, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბლოკირება გაუკეთეს პოლიციის მთავარ შესასვლელს და გადაკეტეს სამანქანო გზა. პოლიცია შეეცადა შესასვლელი და სამანქანო გზის გათავისუფლებას, რა დროსაც მომიტინგეები არ დაემორჩილნენ პოლიციის თანამშრომლებს და გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა“ - წერია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

ამ თემაზე

ახალი ამბები