კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიცია სასიკვდილოდ ნაცემ ახალგაზრდებს ქუჩაში უპატრონოდ ყრის

16 ივნისი, 2009
გუშინდელი ინციდენტის შედეგად დაკავებული ახალგაზრდების ნაწილი სასტიკადაა ნაცემი.
ფოტო: www.daylife.com

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოიპოვა ექსკლუზიური ვიდეომასალა, რომელზეც ასახულია თუ როგორი სისასტიკით გაუსწორდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ახალგაზრდული მოძრაობის „რატომ“ ერთ–ერთ აქტივისტ გიორგი ბექაურს.

გიორგი ბექაური 15 მაისს პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილე იყო, რომელიც სამართალდამცავებმა განსაკუთრებული სისასტიკით დაარბიეს.


გიორგი ერთ ერთი იყო 39 დაკავებულიდან, რომელთაგან უმრავლესობას სასამართლომ მოგვიანებით ადმინისტრაციული ჯარიმები დააკისრა ან 30 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა გიორგის შემთხვევა განსაკუთრებულია, მისთვის არც ადმინისტრაციული სასჯელი დაუკისრებიათ და არც თავისუფლების აღკვეთა მიუსჯიათ. ის იმდენად მძიმედ იყო ნაცემი, რომ „რატომ“–ის წევრების მტკიცებით, სამართალდამცავებს შეეშინდათ ხელში არ ჩაგვაკვდესო და 15 მაისს, გვიან ღამით მანქანით მიიყვანეს ღუდუშაურის საავადმყოფოსთან და ქუჩაში დააგდეს.

„სასტიკად ნაცემი გიორგი ბექაური სამართალდამცავებმა მანქანით მიიყვანეს ღუდუშაურის საავადმყოფოსთან და შორიახლოს ჩამოსვეს. მას რამოდენიმე ადგილას გატეხილი აქვს თავი, რკინის ხელკეტებითა და ჯაჭვითაა ნაცემი“, – განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს ახალგაზრდული მოძრაობის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ნათია ქობალიამ.

გიორგი ბექაურის გარდა, ნათია ქობალიას განცხადებით ნაცემია მოძრაობის არაერთი აქტივისტი, მათ შორის მოძრაობის ერთ–ერთი დამფუძნებელი ლუკა წულაძე, რომელიც ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოძრაობის ახალგაზრდა აქტივისტების გარდა ნაცემია ლუკა წულაძის დედაც, რომელიც შვილის დახმარებას ცდილობდა დარბევის დროს. ის ორგანიზაციის წევრის ვატო ბილანიშვილის განცხადებით ჯოხით სცემეს სამართალდამცავებმა.

დარბევის შედეგად სამართალდამცავებმა ამ ახალგაზრდული მოძრაობის სულ 8  წევრი დააკავეს, თუმცა 16 ივნისს სასამართლომ გაათავისუფლა „რატომელები“ – გიორგი სიხარულიძე, ვაკო მაისურაძე, შაკო ესაძე, ზურა მაჭარაშვილი, სანდრო მახარაძე და თემურ ქანდაშვილი. მათ სასამართლომ ადმინისტრაციული ჯარიმები დააკისრა 400 ლარის ოდენობით. მოძრაობის ლიდერსა და ერთ–ერთ დამფუძნებელ მერაბ ჭიქაშვილს კი 30 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ნათია ქობალიას განცხადებით უკლებლივ ყველა მათგანი ნაცემია საართალდამცავების მიერ. დაკავებული მერაბ ჭიქაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციის მოპოვების საშუალებას კი მათ სამართალდამცავები ამ დრომდე არ აძლევენ.

აქვე გთავაზობთ კადრებს, რომელზეც ასახულია როგორი სისასტიკითაა ნაცემი გიორგი ბექაური, ეს კადრები მოძრაობის ერთ–ერთმა აქტივისტმა ვატო ბილანიშვილმა მოგვაწოდა. ამ ვიდეომასალაზე კარგად ჩანს ყველა ის დაზიანება, რომელიც ბექაურს აღენიშნება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობს პოლიციელთა აღნიშნულ ქმედებებს და მოითხოვს ამ ფაქტების დამოუკიდებელ და სამართლიან გამოძიებას. ცენტრი მოუწოდებს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს და მედიას, მოახდინონ ზეწოლა სამართალდამცავ სტრუქტურებზე, რათა მათ დროულად გამოიძიონ აღნიშნული დანაშაული და დასაჯონ დამნაშავეები.

ვიდეო #1
ვიდეო #2


რომან აფაქიძე


ახალი ამბები