კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში კიდევ ერთი აქცია გაიმართება

19 ივნისი, 2009
თეა თედლიაშვილი, გორი

"ალიანი საქათვლოსთვის" წევრის ზაალ გუდაძის და ამავე პარტიის მხარდამჭერი თამაზ ტლაშაძის და დაკავების გამო, გორში, დღეს 16 საათზე მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. “ალიანსის” წევრები აქციის გამართვას გორის თეატრის ეზოში აპირებენ. ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები იმედოვნებენ, რომ აქციას თბილისიდან შეუერთდებიან თანაპარტიელები თინა ხიდაშელი და დავით  ბერძენიშვილი.

აქვე შეგახსენებთ, რომ მსგავსი აქცია გორში გუშინ, 17 ივნისსაც გაიმართა. ის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის ეზოში დაიწყო და მსვლელობით სამხარეო მთავარი სამმართვლოს წინ გადაინაცვლა. აქციის მონაწილები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. თუმცა მათ არავინ გამოხმაურებია, სამხარეო სამმართველოში კი ხალხის გამოჩენისთანავე ყველა კარი ჩაკტეს და აქციის მონაწილეებს შენობაში შეშვებაზე უარი უთხრეს.
მთელი დღის ლოდინის შემდეგ, აქციის მონაწილეებისთვის ცნობილი გახდა, რომ ზაალ გუდაძის სასამართლო პროცესი დაინიშნა, აქციამ 17 საათისთვის უკვე სასამართლო შენობისკენ გადაინაცვლა.

გორის რაიონულმა სასამართლომ არც ზაალ გუდაძე და მისი თანამოაზრეები გააწბილა: - მასაც, ისევე როგორც თამაზ ტლაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ყურადსაღებია, რომ მოსამართლე ნინო ჯაჭვაძე, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის დასაწერად ოთახიდან არ გასულა, მან დარბაზიდან გაუსვლელად დააკმაყოფილა აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი, ორ თვიანი პატიმრობის მოთხოვნა. როგორც ჩანს, მოსამართლეს წინასწარ ჰქონდა მომზადებული სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც წესისამებრ, სასასმართლო სხდომის მოსმენის და სათათბირო ოთახში გასვლის შემდეგ უნდა დაიწეროს.

“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, მოსამართლეს არ ჰქონდა ბრძანების ადგილზე თათბირით მიღების უფლება, ბრძანება არათუ ცალკე აქტის სახით გამოდის, არამედ დგება 5 ეგზემპლარად, რომელიც უნდა გადაეგზავნოს მხარეებს, ამიტომ მოსამართლე ყველა შემთხვევაში სათათბიროდ უნდა გასულიყო” _ აცხადებს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტი გიორგი გოცირიძე.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოსამართლის კითხვა ბრალდებულისადმი “იყო თუ არა დაკავების დროს იძულება და რაიმე სახის ძალადობა”, რომელსაც ბრალდებულმა ზაალ გუდაძემ ასე უპასუხა: “არა, მაგრამ რაღაც მომენტში იყო ძალადობა”.
 
მოსამართლეს ამის მეტი კითხვა ძალადობის შესახებ არ გასჩენია და მაშინვე სხვა საკითხზე გადავიდა.
 
ზაალ გუდაძე გუშინვე გადაიყვანეს მე-8 საპყრობილეში.


ამ თემაზე:



ახალი ამბები