კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძალოვნებმა დაკავებულთა დედების განცხადებაც კი არ ჩაიბარეს

22 ივნისი, 2009

დღეს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დაკავებული ახალგაზრდების დედებმა აქცია გამართეს. მათ აქციის მსვლელობის დროს მიიღეს გადაწყვეტილება შსს დროებითი მოთავსების #2 იზოლატორის უფროსის ვალერი კაკაურიძის სახელზე განცხადება დაეწერათ. ბრალდებულთა დედები შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობდნენ და მათ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ. ყველაზე მეტად აქციაში მონაწილე მანდილოსნები შეშფოთებული იყვნენ იმით, რომ სამართალდამცავები მათ შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების საშუალებას არ აძლევენ.

თუმცა მათი განცხადება შინაგან საქმეთა პოლიციის მთავარი სამმართველოს კანცელარიაში არ ჩაიბარეს. „იმ მოტივით, რომ კაკაურიძის სახელზე დაწერილი  განცხადება არ იყო ფოსტით გაგზავნილი, კანცელარიამ უარი თქვა მის მიღებაზე“ - უთხრა ჟურნალისტებს „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა სოფიო ხორგუანმა. მისი განმარტებით „ყველა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადება ჩაიბაროს.“

ხორგუანი ამბობს, რომ განცხადებას მართლაც გააგზავნიან ფოსტით სამმართველოში და სახალხო დამცველსაც მიმართავენ დახმარებისთვის, რათა „მოხდეს ამ საკითხის შესწავლა და ყველა ის პირი დაისაჯოს, ვინც უარი თქვა განცხადების ჩაბარებაზე. დღეს ამ განცხადებაზე მხოლოდ 24 დედის ხელმოწერა იყო. სანამ მას ფოსტით გავაგზავნით ხელმოწერები ბევრად მერი იქნება“ - თქვა მან.

აქცია რამოდენიმე საათში ისე დასრულდა, რომ სახალხო დამცველისა და ადვოკატების თხოვნის მიუხედავად არ მოხდა ახალგაზრდების საავადმყოფოში გადაყვანა.

„ქართველი დედები აქ იმიტომ მოვიდნე, რომ არ ეძლევათ დაკავებული შვილების მკურნალობის შესაძლებლობა. არ შეიძლება ახალგაზრდებს ასეთი მეთოდებით უსწორდებოდე და იგნორირებას უკეთებდე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას“ - აღნიშნა „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა მანანა ნაჭყებიამ.

მან ჟურნალისტებთან საუბარში ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები  საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადასაცემად ამზადებენ დოკუმენტს, რომელშიც ნათლად იქნება ასახული თუ როგორი ზიანი მიადგა დარბევა-დაპატიმრების შედეგა ახალგაზრდების ჯანმრთელობას. მისივე ინფორმაციით ამ დოკუმენტს თან დაერთვება ვიდეომასალაც, რომელიც ამ ორგანიზაციებს სრულ წარმოდგენას შეუქმნის დაკავებულების უფლებების დარღვევაზე.

მომზადებულია „ინტერპრესნიუსის“ მასალებზე დაყრდნობით

ახალი ამბები