კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საერთაშორისო ორგანიზაცია „Crisis Group” შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში გაეროს სამშვიდობო მისიის შეწყვეტასთან დაკავშირებით

23 ივნისი, 2009

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია „Crisis Group”, რომელიც მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე ახორციელებს თავის მისიებს და რომლის პრიორიტეტიც კონფლიქტების პრევენციაა, ეხმაურება საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში გაეროს სამშვიდობო და ეუთოს სადამკვირვებლო მისიების შეწყვეტის ფაქტს და მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება კონფლიქტების შემდგომი ესკაცალიის მიზეზად იქცეს. ინფორმაცია ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საერთაშორისო ორგანიზაციის ვებ გვერდზე, რომელზეც გამოქვეყნებულია საინტერესო ანგარიში.

საქართველო-რუსეთი: ისევ სახიფათო და საშიში სიტუაცია

თბილისი/ბრიუსელი, 2009 წლის 22 ივნისი: რუსეთის დიპლომატიური წნეხი საქართველოში კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო მექანიზმების მუშაობას აფერხებს; რეგიონი  ფეთქებადსაშიში სიტუაციის წინაშე პირისპირ რჩება, რომელშიც სულ მცირე ინციდენტიც კი ახალი შეტაკების მიზეზი შეიძლება გახდეს.

საქართველო-რუსეთი: ისევ სახიფათო და საშიში სიტუაცია

კრიზისის საერთაშორისო ჯგუფის ბოლო ბრიფინგი ეძღვნებოდა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ათი თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს და ჯგუფის შეფასება საკმაოდ შემაშფოთებელია. 15 ივნისს უშიშროების საბჭოზე მოსკოვის ვეტო საქართველოსა და აფხაზეთში გაეროს 16-წლიანი მისიის სადამკვირვებლო მანდატის გაგრძელებაზე და მოსკოვის მცდელობა მოითხოვოს ეუთოს მისიის გაყვანა საქართველოდან 30 ივნისს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას, რამაც შესაძლოა ახალი დაძაბულობა გამოიწვიოს.

„თუ გაეროს და ეუთოს მისიების სადამკვირვებლო საქმიანობა შეწყდება, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტურ ზონებში აღარ იქნებიან დამოუკიდებელი დამკვირვებლები, რომლებიც ცდილობენ, რომ მცირე ინციდენტები არ გადაიზარდოს ფართომასშტაბიან ბრძოლებში“ - განაცხადა ლორენს შითსმა, კრიზისის ჯგუფის კავკასიის პროექტის დირექტორმა. „რუსეთის მოქმედებებმა შექმნეს უკიდურესად დაძაბული ატმოსფერო. მოსკოვმა აუცილებელად უნდა გადახედოს საკუთარ პოლიტიკას და უფრო გონივრულ კომპრომისზე იმუშაოს, რაც საშუალებას მისცემს გაეროსა და ეუთოს მონიტორებს გააგრძელონ მნიშვნელოვანი საქმიანობა რეგიონში.“

რუსეთ-საქართველოს ომი დამთავრდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით რომლის მიხედვითაც უნდა შეწყვეტილიყო სამხედრო მოქმედებები, ჯარები დაბრუნებოდნენ ომამადელ პოზიციებს და კონფლიქტურ ტერიტორიებში შესულიყვნენ ჰუმანიტარული და სადამკვირვებლო მისიები. მაგრამ რუსეთმა არ შეასრულა 2008 წლის აგვისტო/სექტემბერში მედვედევი სარკოზის შეთანხმების ძირითადი პუნქტები. ადგილზე სიტუაცია დღეს დაძაბულია. არცერთი მხარე არ არის ჩართული მოლაპარაკებებში, რომლის შედეგიც რეგიონში სტაბილიზაციას მოიტანდა.

რუსეთი აცხადებს, რომ ის მოქმედებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც არ ენდობიან საერთაშორისო დამკვირვებლებს. თუმცა მოსკოვს გააჩნია იურიდიული ვალდებულებები ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად ადგილობრივი მსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ის ვალდებულია აღკვეთოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები და მიიღოს ზომები იძულებით გადაადგილებული ადამიანების უსაფრთხო დაბრუნებისათვის; ლაპარაკია სამხრეთ ოსეთიდან დევნილ 25 000 ეთნიკურ ქართველზე, რომლებიც ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში.

რუსეთს არამარტო დიდი რაოდენობით ჯარი ყავს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, რაც ეწინააღდეგება ცეცხლისშეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, არამედ მუდმივად ზრდის მათ რიცხვს ტერიტორიაზე და აძლიერებს სამხედრო ბაზებს საქართველოსა და კონფლიქტურ რეგიონებს შორის საზღვრების გასამაგრებლად. რუსეთის პოლიტიკა, რომ ხელი შეუშალოს რეგიონში საერთაშორისო მონიტორების ყოფნას საფრთხეს უქმნის სტაბილურობასა და კონფლიქტის მოგვარებისათვის გადადგმულ ყველა ნაბიჯს. რუსეთმა უნდა გამოიყენოს მისი დომინანტური ძალა რეგიონში მონიტორების შესაშვებად, ხელი შეუწყოს დევნილების დაბრუნებას და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოლაპარაკებებს თბილისთან.

„თუ გაეროსა და ეუთოს მისიები ნამდვილად დატოვებენ საქართველოს, როგორც ეს რუსეთს უნდა, რეგიონში სიტუაცია კიდევ გამწვავდება,“ განაცხადა კრიზისის ჯგუფის ევროპის განყოფილების პრეზიდენტმა ალეინ დელეტროზმა. „სიტუაცია  საკმაოდ სწრაფად გახდება არასტაბილური, მოსკოვმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ხელი შეუწყოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც კონფლიქტის მოგვარებასა და თავიდან აცილებაზე მუშაობენ, თავისუფლად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა. კიდევ ერთი ომი და დევნილების ახალი ტალღა კავკასიაში არავის ინტერესებში არ შედის.“

წყარო: www.crisisgroup.org

ახალი ამბები